პლაცებო — ინერტული აბის მორფინის ეფექტი | Jolo.ge


პლაცებო — ინერტული აბის მორფინის ეფექტი

პლაცებო — ინერტული აბის მორფინის ეფექტი

პლაცებო ერთ-ერთი ამოუხსნელი და უცნაური ფენომენია, მისი საშუალებით შეგვიძლია ავადმყოფობისაგანაც განვიკურნოთ, მხოლოდ იმიტომ რომ გვჯერა ასე მოხდება. პლაცებო ინდიფერენტული ნივთიერებაა, რომელსაც ფსიქოთერაპიული ზემოქმედების მიზნით აძლევენ ავადმყოფს რომელიმე წამლის მაგივრად. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფი იღებს ინერტულ შაქრის წამალს – ექიმი კი არწმუნებს, რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება, მაგრამ წამლის ინერტულობის ფაქტს უმალავს. ეს ქმედება საჭიროა რათა პაციენტმა საკუთარი გამოჯანმრთელება ირწმუნოს.

 

პლაცებოს ეფექტურობა დამოკიდებულია თვითრწმენაზე, რაშიც უმთავრეს როლს ადამიანის ფსიქიკა ასრულებს.  1955 წელს მკვლევარმა ჰენრი ბიჩერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები ეწერა. 26 სხვადასხვა სახის დაკვირვებიდან ნათელი იყო, რომ პაციენტთა 35% რეაგირებდა პლაცებოზე. 60-იან წლებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა აღმოჩენამ, რომ უმოქმედო აბებს შეეძლოთ გავლენის მოხდენა ორგანიზმზე. კვლევამ დაადგინა, რომ პლაცებოს მიღება იწვევს ტვინში ენდორფინის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას ან მთლიანად მოხსნას, ასევე ქმნის ეიფორიის მსგავს შეგრძნებას ტვინის გარკვეულ რეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად. ენდორფინს ახასიათებს მორფინის მსგავსი ქმედება, იმ განსხვავებით, რომ ის ბუნებრივია, მისი წარმოქმნა თავად ორგანიზმის ბრძანებით ხდება. ეს ეფექტი ხანმოკლეა, თუმცა რიგ შემთხვევებში არ ჩამოუვარდება წამლისას.

 

პლაცებოს მთავარი საიდუმლო თითქოს იმაშია, რომ პაციენტმა არ იცის სიმართლე, იღებს უმოქმედო აბს და ჰგონია, რომ მორჩება, რაც ხშირად მართლდება კიდეც. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ პლაცებოს ეფექტი აგრძელებს მოქმედებას მას შემდეგაც, როცა პაციენტი აღმოაჩენს, რომ მას სიმართლეს უმალავდნენ, რაც კიდევ უფრო ხლართავს სიტუციას. წესით როცა ადამიანი იგებს, რომ ის პლაცებოს იღებს, ტვინმა უნდა შეწყვიტოს ტყუილზე დაფუძნებული მოქმედება ან შეასუსტოს მაინც. მაგრამ შედეგი საპირისპიროა – პოზიტიური ეფექტი გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლო თუ შორეულ მომავალში წამლის ნაცვლად ექიმები პაციენტებს დაურიგებენ შაქრის აბებს და ეტყვიან კიდეც ამის შესახებ, პაციენტები მიიღებენ უმოქმედო აბებს და გამოჯანმრთელდებიან.

 

ჯერ კიდევ აუხსნელია, თუ როგორ მუშაობს პლაცებო და როგორ ახდენს ამხელა ეფექტს. გამოდის, რომ ადამიანები თავად ეხმარებიან საკუთარ თავს დადებითი და იმედიანი განწყობით, რაც მათ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს…

 

პლაცებო ადამიანის შთაგონებაზეა დამოკიდებული და კიდევ ერთხელ ამტკიცებს თუ რა უსაზღვროა ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და რამდენი რამ შეუძლია მოახდინოს ადამიანის თვითშთაგონებამ, განწყობამ და რწმენამ მის ცხოვრებაზე.

 

                                                                                          თათია ქვილითაია

ნანახია:(899)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

აქ არ არის საჭირო «ტიპობა» და «მასკი შოუ» — აქ ყველა ნამდვილია, ყველა შინაურია

«უუუხ როგორ მიყვარს უბრალო და ნამდვილი ადამიანები… უბრალოები და ნამდვილები ურთიერთობაში, უბრალოები და ნამდვილები ყველაფერში… ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ სულელური


როგორ გამოიყურებოდეთ სრულყოფილად 51 წლის ასაკში

ელ მაკფერსონი ავსტრალიელი სუპერმოდელი, მსახიობი, დიზაინერი და ორი ბიჭის დედაა. ის 51 წლისაა და საერთოდ არ მალავს თავის ასაკს. რა


როგორ ავიცილოთ თავიდან facebook-ის ავტომატური tag-ები?

ილინოისის შტატში სოციალურ ქსელ facebook-ის წინააღმდეგ გარკვეულმა ჯგუფმა ხელმოწერები შეაგროვა. მათი პროტესტი ვებ გვერდის ერთ-ერთმა ფუნქციამ გამოიწვია, რომლის თანახმად ნებისმიერ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*