პირველი ქალი, რომელმაც 196 ქვეყანაში იმოგზაურა | Jolo.ge


პირველი ქალი, რომელმაც 196 ქვეყანაში იმოგზაურა

პირველი ქალი, რომელმაც 196 ქვეყანაში იმოგზაურა

კასი დე პეკოლი 27 წლის ამერიკელი მოგზაურია, რომელმაც 196 სუვერენული ქვეყანა ყველაზე მოკლე დროში, 18 თვეში მოინახულა.

ამგვარად ის გინესის ორგზის რეკორდსმენი გახდა როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მოგზაური და პირველი ქალი, რომელმაც 196 სუვერენულ ქვეყანაში ყველაზე მოკლე დროში იმოგზაურა.

კასი დე პეკოლმა ბოლო ქვეყანა, იემენი 2017 წლის თებერვალში გადაკვეთა. ის ამბობს, რომ 18-თვიანმა მოგზაურობამ სრულიად სხვა ადამიანად აქცია. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობამ სამყარო უფრო პოზიტიური მხრიდან დაანახა, ასწავლა დაბრკოლებების გადალახვა და ფართო მასშტაბებში აზროვნება.

«ამ თავგადასავალში შევაბიჯე როგორც ერთმა ეგოისტმა, იქიდან კი გამოვედი უფრო ჩუმი ადამიანი, რომელმაც უკვე იცის ცხოვრების არსი და ის, თუ რა შეუძლია მსოფლიოსთვის გააკეთოს»,  — ამბობს ახალგაზრდა მოგზაური.

კასი მოგზაურობის დაწყებამდე ძიძად მუშაობდა, ახლა კი ნანახისა და გამოცდილის შესახებ ამზადებს დოკუმენტურ ფილმს, წერს წიგნს და ატარებს საჯარო გამოსვლებს ახალგაზრდებისთვის. მისი თქმით, 18 თვის განმავლობაში უამრავი მეგობარი გაიჩინა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ზოგჯერ მისი ენაც არავის ესმოდა და ამ დროს ღიმილი ხდებოდა კომუნიკაციის უნივერსალური საშუალება. სწორედ ასე მოხდა ომანში, სადაც აქლემის რძითა და პურით უცნობი ქალი გაუმასპინძლდა, რაც მას განსაკუთრებით ჩარჩა მეხსიერებაში. ამერიკელ მოგზაურს თავისი ფავორიტი ქვეყანაც აქვს. ის ყველაზე მეტად ინდოეთის ოკეანის კუნძულ მავრიკით მოიხიბლა.

აღსანიშნავია, რომ კასი დე პეკოლი საქართველოშიც არის ნამყოფი. სწორედ საქართველოს გავლით გადავიდა ცენტრალურ აზიაში და გზა აღმოსავლეთისკენ გააგრძელა.

წყარო: ginsc.net

ნანახია:(38)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ამბავი, რომელიც აგატირებთ — „ასე დაასრულა თავისი ორთვიანი დარდი…“

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი სოციალურ ქსელში ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ბევრ თქვენგანს აატირებს. „თავშესაფარში მოყვანის დღიდან ჩიკორინოს თვალზე ცრემლი არ შეშრობია.


«მე იმ უკლუბო, უშარდენო თბილისში უფრო ბედნიერი ბავშვი ვიყავი, ვიდრე ჩემი შვილი მობილურ, აიპად -აიფონიან ქვეყანაში»…

«90-იან წლებში ისე უჭირდათ, შარვალზე დასაკერებელი ნაჭერი და ძაფი არ ჰქონდათ და იმ ადგილს ფეხზე შავად იფერადებდნენ. ასეთ თემებს გვიყვებოდნენ


«ხშირად მსმენია ფრაზა- რა თაობა მოდის. არ გაბედოთ ეს თაობა გალანძღოთ!»

«ხშირად მსმენია ფრაზა, «რა თაობა მოდის». არ გეთანხმებით !!! ამიტომ მოგიყვებით. დღეს ქუჩაში ცუდად გავხდი, ახლო მდებარე აფთიაქში შევედი. წნევის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<