პირველი ლედის ახალი როლი — „მე ცოტა გაუბედავი ვარ ჩემი თავის წარმოჩენაში“ | Jolo.ge


პირველი ლედის ახალი როლი — „მე ცოტა გაუბედავი ვარ ჩემი თავის წარმოჩენაში“

„ნიჭიერში“ საქართველოს პირველი ლედის გამოჩენას საზოგადოების მხრიდან სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება მოჰყვა, ბევრმა ამის გამო მაკა ჩიჩუა გააკრიტიკა კიდეც. „რა არგუმენტია, რომ არ უნდა ვყოფილიყავი „ნიჭიერის“ ჟიურიში? — კითხულობს პირველი ლედი. არადა, ისე კარგად მოირგო ეს როლი, რომ ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს მთელი ცხოვრება ამ სფეროში იყო. უფრო მეტიც, როგორც ერთ-ერთმა კონკურსანტმა აღნიშნა, მასთან ურთიერთობისას გრჩება განცდა, რომ „შენიანია“…

მაკა ჩიჩუა: მთავარია გულწრფელი იყო შენს შეფასებაში, შენს დამოკიდებულებაში, მე ასე უშუალოდ ვეკონტაქტები ყველა ადამიანს, ყველა სფეროს წარმომადგენელს. ჩემთვის არანაირი სტანდარტულობა არ ყოფილა. დაძაბულობა პირველად მქონდა, სანამ დარბაზში შევიდოდი, რადგან იქედან ოვაციები, შეძახილები ისმოდა, აი ამაზე დავიძაბე, მაგრამ ძალიან მალევე მომეხსნა.

-ხშირად აკეთებთ აქცენტს კონკურსანტების შესაძლებლობებზე და მოუწოდებთ სხვებს გამოიჩინონ ინტერესი ამ ადამიანების მიმართ, ეს ძალიან ლამაზი და მგრნობიარე ჟესტია თქვენი მხრიდან

-ეს არის სურვილი, რომ სხვებმაც დაინახონ და აღმოაჩინონ ისინი. გამოიყენონ სხვადასხვა პროექტებში… „ნიჭიერში“ ყველანაირი სფეროს წარმომადგენელს შეხვდებით, აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამომჟღავნდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ისინი ნიჭიერის შემდეგაც რეალიზებულები იყვნენ, ამიტომაც ვაკეთებ აქცენტს, რომ დაინტერესდნენ და გამოიყენონ სხვადასხვა პროექტებში. ეს პროექტი თავის კარგად გამოვლენის საშუალებას იძლევა და მე მინდა რომ მონაწილე ვიყო მათ ბედნიერებასა და განვითარებაში.

— როდესაც არას თქმა გიხდებათ თუ ნერვიულობთ ხოლმე?

-კი, ვნერვიულობ, ვღელავ… მინდა რომ არ დაწყდეს გული, ხელი არ ჩაიქნიოს, ეს ძალიან რთული მომენტია ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინონ, მაგრამ ბუნებრივია ვიღაცა ვიღაცაზე მეტია თავისი ნიჭის გამოვლენაში… ჩემი პირველი ამოცანაა, რომ ზუსტად განვუმარტო და სწორად მივაწოდო, თუ რატომ შეიძლება უარი ვთქვა, რატომ შეიძლება ვერ გადავიდეს შემდეგ ტურში.

-სოციალურ ქსელში ხშირად განიხილავენ თქვენს ჟიურის წევრობას. წერენ — რა უნდოდა პირველ ლედის „ნიჭიერში“… ალბათ თქვენც ნახეთ მსგავსი კომენტარები…

-მგონი ძალიან არაარგუმენტირებული უარყოფაა ამ როლის ჩემთან მიმართებაში. ვერცერთ ამ უარყოფაში, — რომ პირველი ლედი არ შეიძლება იყოს ნიჭიერის ჟიურიში, ვერ ვნახე ვერანაირი დამაჯერებელი არგუმენტი, რითიც შეიძლება რომ ვთქვა, — მართლაც… ან დავფიქრდე, ან გავითვალისწინო… თორემ ყველას აზრი მაინტერესებს…

„ნიჭიერი“ სახალხო პროექტია… მე ძალიან მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით ვინც გამბედავია, უნდა საკუთარი თავის წარმოჩენა და დგამს ამ ნაბიჯს რომ ანახოს პუბლიკას თავისი შესაძლებლობები. ამის შემდეგ ხდება განვითარება კიდევ უფრო, ან რაღაცის შეცვლა იმ პროფილით. ეს ყოველივე ხომ შენი თავის ძიებაა, როდესაც შენც ამის მონაწილე ხარ ძალიან საინტერესოა… თვითონ პროცესი მომწონს.

-თქვენ თუ გქონიათ როდესმე სურვილი, მსგავს პროექტში მიგეღოთ მონაწილეობა?

-მე ცოტა გაუბედავი ვარ ჩემი თავის წარმოჩენაში. ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ მოსწონთ ჩემი ნამუშევრები, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჯერ კიდევ არ ვარ მზად პერსონალური გამოფენა გავაკეთო. ჯგუფურ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა, ფილმშიც მითამაშია, გადამიდგამს ეს ნაბიჯი.

-და საკმაოდ თამამი როლიც გქონდათ, არადა ამბობთ გაუბედავი ვარო

-თამამი როლიც მქონია, მაგრამ აი ასე, რომ მყარი ნაბიჯებით მერე კიდევ გამეგრძელებინა, არა. ყოველთვის ეჭვი მეპარება, ეს კარგი იყო? თუნდაც ის თამამი როლი, ხომ გავბედე, მაგრამ მაინც სულ ეჭვი მეპარება… ის არის? ძალიან ბევრ სფეროში მისინჯავს ჩემი თავი,

-როგორც ვიცი სიმღერაშიც… ამბობენ პირველი ლედი კარგად მღერისო

-კი, ბევრი შემფასებელი მეუბნება, რომ ძალიან კარგად გამომდის, მაგრამ მაინც სულ ძიებაში ვიყავი მთელი ცხოვრება. შემოქმედებაში იმდენად ბევრ რაღაცაში მოვსინჯე ჩემი თავი და მივიღე დადებითი შეფასება რომ დავიბენი, სადღაც არის ალბათ დაბნეულობა… მაგრამ მაინც მხატვარი ვარ და ვაგრძელებ ხატვას…

-ქალბატონო მაკა, რთულია იყო პირველი ლედი?

-გარკვეულწილად კი… რაღაცაში რთულია, რაღაცაში შესაძლებლობები მეტია, თუნდაც დაეხმარო იმ ადამიანებს, რომლებიც შენგან ამას ელიან. ჩემი სტატუსით შეიძლება ამის გაკეთება. შეიძლება ბევრის გვერდით დგომა და ადამიანების წამოყვანა იქედან, საიდანაც თვლიან, რომ თვითონ ვერ გამოდიან და ჩემი დახმარება სჭირდებათ… არის მნიშვნელოვანი რაღაცები რაშიც მეხმარება…

ალბათ იცით, რომ ძალიან ხშირად ვარ განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვების გვერდით… და არა მარტო ბავშვების, მოზარდების, ზრდასრული ადამიანების. მინდა რომ ყველანაირად მათ გვერდით ვიყო და შევძლო მათი დახმარება. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს ამ მხრივ და ეს ბოლო პერიოდი, არა ჩემი სტატუსით, მანამდეც, ჩართული ვარ ამ მიმართულებით. რომ მათ შეძლონ თავიანთი გასაჭირის გამოტანა და უფრო ხმამაღლა გაჟღერება, რომ დაინტერესდეს უფრო მეტი ადამიანი და უფრო სწორად მიხვდნენ, რა არის განსაკუთრებული საჭიროება ადამიანებისთვის.

ეს ადამიანები არიან ჩვენს გვერდით, ჩვენს ოჯახებში, აბსოლუტურად ყველგან და უნდა მივიღოთ როგორც თანასწორი. ძალიან ბევრი სწორი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მე ბოლომდე ჩართული ვიქნები, თუნდაც ამ სტატუსით, ან ამის გარეშე… უბრალოდ ეს სტატუსი მეხმარება, რომ უფრო მეტს გავაგებინო, რა სჭირდება ამ ადამიანებს.

დეა თავბერიძე

ნანახია:(158)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რას ვჭამთ?! — შემაშფოთებელი რეალობა! ის, რაც ბევრმა არ იცის …

თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ერთ—ერთი მთავარი ფაქტორი ჯანსაღი კვებაა. მაგრამ საკითხავია, რამდენმა ვიცით იმ პროდუქტების ვარგისიანობის შესახებ,


მაიმუნს ცელცხმოკიდებული შენობიდან ლეკვი გამოყავს

<span style=»color: #555555; font-family: Arial, Sylfaen, Helvetica, sans-serif; font-size: small; line-height: 21px;»>ეს სურათი სულისშემძვრელია და ნებისმიერი ადამიანისთვის სამაგალითო. მაიმუნი თავისი


4 აგვისტოს, ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადების დღეა!

„ეგეთი ბედნიერი ადამიანი ვარ რომ მქონდა პატივი, ჩემი მასწავლებელი ყოფილიყო ვახუშტი კოტეტიშვილი… მთელი გულით და საუკუნოდ მადლიერი ვარ მისი“ —


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<