პირველად საქართველოში — ფსიქოლოგიური ტრენინგ-შოუ იწყება | Jolo.ge


პირველად საქართველოში — ფსიქოლოგიური ტრენინგ-შოუ იწყება

პირველად საქართველოში — ფსიქოლოგიური ტრენინგ-შოუ იწყება

ვისაც სიმაღლეები და მათი დალაშქვრა გხიბლავთ,

ვისაც მოგწონთ პიროვნული ზრდის პროცესი,

ვისაც გსურთ, დისკომფორტთან „შენობით“ საუბრობდეთ და

დაბრკოლებები კიდევ უფრო გაძლიერებდნენ …

თქვენთვის ლიდერებო!

უპრეცენდენტო საავტორო ფსიქოლოგიური თამაში — ტრენინგი „დისკომფორტის ზონა“ იწყება.

აქ იმ უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ, რომელიც დაბრკოლების გადალახვის შედეგად მიიღწევა… საკუთარ თავზე მუშაობის მოყვარულთათვის ასე კარგად ნაცნობი «კომფორტის ზონიდან გამოსვლა» , სწორედ რომ ამ პროცესს ემსახურება .

„დისკომფორტის ზონა“, რომელსაც 22 მონაწილე ეყოლება ღია სივრცეში გათამაშდება.

იდეის ავტორი ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი გახლავთ.

ხათუნა მუზაშვილი: პიროვნული ზრდის VIP ტრენინგებზე, სერიოზულად გვიწევს ხოლმე კომფორტის ზონის დატოვება და დისკომფორტის ზონაში შესვლა, ამ ფსიქოლოგიურ პრაქტიკებსა და სავარჯიშოებს ყოველთვის გაათმაგებული ეფექტი აქვს ვიდრე სხვა ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ პრაქტიკებს.

სწორედ აქედან გამომდინარე გამიჩნდა იდეა, რომ შემეკრა არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე სავარჯიშო, სადაც ადამიანები შეძლებდნენ გარკვეული დისკომფორტის დაძლევას და სწორედ იმ შედეგების მიღებას რასაც დისკომფორტის დაძლევის შედეგად იღებენ.

-ანუ მოთამაშეებს მოუწევთ თქვენს მიერ მოგონილი დაბრკოლებების გადალახვა

— ეს არის არა უბრალოდ მოგონილი დაბრკოლებები, ფსიქოლოგიურად არის ყველაფერი გათვლილი და დროში გაწერილი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს დისკომფორტის დაძლევა, ერთგვარ პროგრამად იწერება ადამიანის გონებაში და მერე უკვე მსგავს სიტუაციაში, რეალურ დისკომფორტზე აღარა აქვს პანიკის და შიშის შეგრძნება… ანუ არ ვიხევთ უკან, პირიქით აზარტში უფრო გვაგდებს და არა გაჩერების, არამედ იმის სურვილი უფრო გვიჩნდება რომ წინ წავიდეთ.

აქ დისკომფორტის დაძლევა არის ერთგვარი საშუალება საკუთარ გონებაში ჩავწეროთ პროგრამები და ჩვენს ფსიქიკაში შევიყვანოთ მარცხის საწინააღმდეგო ვაქცინები.

ცნობილი არის რომ ის ადამიანები რომლებიც უძლებენ ზეწოლას, წნეხს წინ მიდიან, წაქცევის შემდეგ ორმაგი ძალით უნდა ადგე, არა თუ დაკარგო ადგომის სურვილი.

— თამაში სად გაიმართება?

— ამ პროექტს მარტო მე არ ვქმნი, რამდენიმე ადამიანი ვმუშაობთ მის სცენარზე, თამაში  მარეჯანიშვილის თეატრიდან იწყება, სადაც იქნებიან როგორც პროექტის მონაწილეები ასევე დამსწრეები. გაგანდობთ კიდევ ერთ პატარა დეტალს მარჯანიშვილის თეატრის შემდეგ ჩვენ და მონაწილეები რომელთაც ცოტა ხნით თვალებს ავუხვევთ,  48 საათით უბრალოდ გავუჩინარდებით თბილისიდან.

— შორს აპირებთ გაუჩინარებას?

— სად ვიქნებით და რას გავაკეთებთ  ამას  ამ ეტაპზე სურპრიზად დავტოვებთ, თუმცა  გეტყვით რომ იქნება პირდაპირი ჩართვები იმ ლოკაციიდან სადაც იქნება თამაში, არ იქნება მხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილი. თუმცა, გულშემატკივრებს შეეძლებათ ონლაინ სივრციდან დააკვირდნენ  თუ რა ხდება დისკომფორტის ზონაში, ეს არის ერთგვარი ლაივ შოუ.

თუმცა, ეს არ არის მხოლოდ შოუ, ეს არის სუფთა ფსიქოლოგიური ტრენინგ თამაში , რომელიც  უშუალოდ შედეგზეა გათვლილი, რომ ადამიანს სწრაფვის სურვილი გაუჩნდეს,  ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია.

გადამწყვეტ მომენტებში მნიშვნელოვანი წნეხის დროს კამერას გამოვრთავთ, რაღაცები არ იქნება გადაღებული და გასაჯაროვებული. ეს ემოციები გუნდს შორის დარჩება. მხოლოდ  გარკვეული დეტალების გასაჯაროვებას შევძლებთ. რადგან როდესაც კამერა გიყურებს რთულია გაიხსნა.

-ამ თამაშში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება?

— შეიძლება განაცხადი გააკეთოს ნებისმიერმა მსურველმა, მაგრამ ნებისმიერი ვერ მოხვდება იქ. იმიტომ რომ ჩვენ აქ გვჭირდება ფსიქოლოგიური მზაობა, მხოლოდ ის მსურველები მიიღებენ მონაწილეობას,  რომელთაც გააზარებული აქვთ  საკუთარ თავზე მუშაობის არსი  და ზუსტად იციან თუ რატომ უნდა შეიქმნან „ძალით“ დისკომფორტი.

აქვთ თუ არა მზაობა ამას ჩვენ თავად გადავწყვეტთ. გვაქვს სურვილი რომ კასტინგიც პირდაპირ ეთერში გავუშვათ. კასტინგის დროს  გამოჩნდება მხოლოდ ჟიურის სახეები, გასაუბრებაზე მოსული ადამიანი საწყის ეტაპზე დარჩება საიდუმლოდ. და ასე იქნება ბოლომდე თავისივე სურვილისამებრ.

-როგორც თქვით ეს არის ტრენინგი ანუ მონაწილენი საფასურსაც გადაიხდიან?

-შესაბამისად როგორც ყველა VIP ტერენინგს მასაც გააჩნია თავისი გარკვეული საფასური.  მისი საფასური განისაზღვრება 500 ლარით, თუმცა ეს მხოლოდ იმის ხარჯზე რომ ამ თამაშს ჰყავს გარკვეული სპონსორები.

-გყავთ თუ არა უკვე მსურველები?

— რა თქმა უნდა… მე მისაუბრია სხვადასხვა წრეებში ამ თამაშზე, ჯერ  ოფიციალურად  არ დამიანონსებია. არიან ადამიანები რომლებიც ელოდებიან ამ თამაშს, ელოდებიან თარიღს რომ ჩაერთონ და რამდენადაც ვიცით დაინტერესებულებში არიან ცნობილი სახეეებიც, ამიტომ ძალიან საინტერესო თამაში იქნება. დიდი სურვილი მაქვს რომ მზაობა ჰქონდეს აბსოლუტურად ყველას, ვისაც ექნება სურვილი. ვინც ვერ მოხვდება პირველ ნაკადში გეტყვით რომ იქნება შემდეგი ნაკადებიც .

— „დისკომფორტის ზონას“ ეყოლება გამარჯვებულიც?

— მიუხედავად იმისა რომ ეს ტრენინგია გამარჯვებულები მაინც ეყოლება. მომავალ წლის აგვისტოში კი, უკვე გამარჯვებულებს შორის შედგება „დისკომფორტის ზონის“ სუპერ ფინალი, ძალიან სერიოზული პრიზებით და უკვე არა საქართველოში. თუ რომელ ქვეყანაში გაიმართება ამას ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვებ.

ასე რომ ვისაც გსურთ საკუთარი შესაძლებლობების ზენიტს გვერდიდან შეხედოთ პირველ სექტემბერს აუცილებლად მოდით პრეზენტაციაზე.

საბოლოოდ ამ თამაშის ყველა მონაწილე მაინც გამარჯვებულია და ეს საკუთარ თავთან გამარჯვებაა.

თუ დისკომფორტთან „შენობით“ ვერ ვისაუბრებთ უბრალოდ ვერ წავალთ წინ… სადაც მთავრდება შენი კომფორტი და იწყება შენი დისკომფორტი სწორედ აქ იწყება გზა შენი წარმატებისკენ.

პრეზენტაცია- 1 სექტემბერი / 18:00 საათი / იოსელიანის12/14

რეგისტრაცია  — 593 94 50 08,  595 542 596

გააზიარეთ მეგობრებისთვის

დისკომფორტის ზონა / discomfort zone

ნანახია:(571)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დიდ ქვებზე იზრუნეთ, რადგან მხოლოდ მათ აქვთ ფასი, დანარჩენი ყველაფერი ქვიშა და მტვერია“…

ერთხელ, ერთმა ბრძენმა მოწაფეების თვალწინ მინის ჭურჭელში დიდი ქვები ჩაალაგა. ეს რომ გააკეთა, მოწაფეებს ჰკითხა, სავსეა თუ არა ჭურჭელიო. ყველამ


მეორე, გვიხსნის კარებს, გვაცნობიერებინებს სამყაროს და „გვაფხიზლებს“

არსებობს, სიცოცხლის მხოლოდ ორი გზა: ➡️პირველი: თითქოს სასწაულებები არ არსებობს! ➡️მეორე: გარშემო მხოლოდ სასწაულებები გვახვევია!!! ჩვენ ვირჩიეთ, და ეს მნიშვნელოვანი


3 თვისება, რომელიც შეუჩერებელს გაგხდით დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე

ნებისმიერ ჩვეულებრ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გახდეს არაჩვეულებრივი. მიაღწიოს ყველაფერს რაც სურს: ახალი ცოდნა და უნარები, ფინანსური კეთილდღეობა, ჰარმონიული ურთიერთობების აწყობა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*