პირველად საქართველოში 13-14 მაისს — ლეგენდარული მადიტა ტრენინგით — „გაყიდვების მაგისტრი“ | Jolo.ge


პირველად საქართველოში 13-14 მაისს — ლეგენდარული მადიტა ტრენინგით — „გაყიდვების მაგისტრი“

მსოფლიოში აღიარებული ტრენერი მადიტა დისკჰუტი თბილისს რამდენიმე დღეში ეწვევა და პირველად საქართველოში ჩაატარებს ტრენინგს, რომელიც მსურველებს გაყიდვებში დააოსტატებს. ის მარკეტინგული ინსტრუმენტები, რომელსაც ურთიერთობის დიდოსტატი ფლობს, დღეს საქართველოში მოქმედი ბიზნესმენებისთვისაც კი სიახლე გახლავთ. 

ლეგენდარული მადიტას საქართველოში ჩამოყვანა ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის დამსახურებაა. სწორედ მისი ორგანიზებით უკვე რამდენიმე წელია მადიტა დისკჰუტი ადამიანებს დასახული მიზნების მიღწევასა და პიროვნულ წარმატებაში ეხმარება. წელს კი პირველად გაყიდვების მასტერკლასი ანონსდება.

 

 

mastხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი: „მოგეხსენებათ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება გაყიდვებისაგან შედგება…
ნებისმიერი პროფესიის და საქმიანობის ადამიანი „ყიდის“ ან „ვერ ყიდის“თავის შესაძლებლობებს, უნარებს, დროსა თუ პროფესიულ უნარ ჩვევებს.

მეტსაც გეტყვით: — გაკვეთილები რომ ასწავლოთ ბავშვს, კომპიუტერთან ჯდომას გადააჩვიოთ თქვენი პატარა, მეუღლე მოტივირებული გახადოთ თქვენს ბედნიერებაზე იზრუნოს, 1 დღეში აიღოთ საბუთი, რომელიც 10 დღე მზადდება, მოელაპარაკოთ საკუთარ თავს ღამე არ ჭამაზე თუ ვარჯიშზე… ამასაც იგივე უნარი და ტექნიკა ესაჭიროება, რომელსაც პროექტისათვის სპონსორის მოსაზიდად თუ პროდუქტის გაყიდვის ეფექტურობისათვის იყენებენ)

კომპანია, სადაც თანამშრომლები ოსტატურად ფლობენ გაყიდვის ხელოვნებას, გამონაკლისის გარეშე ყოველთვის წარმატებულია.

მადიტა დისკჰუტის 2 დღანი ტრენინგ- სემინარი — „გაყიდვების მაგისტრი“, საშუალებას მოგცემთ აღმოაჩნოთ და აღმოფხვრათ დაბრკოლებები წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე და დაბრკოლებები, როგორც წესი თქვენს ფიქრებში, განცდებში, რწმუნებულებებში, სტერეოტიპებში და ცოდნის ნაკლებობაში მდგომარეობს.

ტრენინგი განკუთნილია კომპანიის პირველი პირებისათვის, PR , HR და გაყიდვების მენეჯერებისათვის. აგრეთვე მცირე მეწარმეებისათვის და ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც აცნობიერებს გაყიდვების უნარის ნაკლებობას და სურს შეივსოს ეს დანაკლისი“.
ტრენინგი ჩატარედება:
13 მაისი — 19:00 – 22:00 საათი
14 მაისი — 12:00- 18:00 საათი.
ტრენინგის ყველა მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს.
საფასური — 200ლარი.
ტრენინგზე რეგისტრაცია ტელეფონით: 557 755 571

ნანახია:(48)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ადამიანის წინაშე ყოველთვის არის 3 არჩევანი“…

ადამიანის წინაშე ყოველთვის არის 3 არჩევანი:  გადადგას ნაბიჯი წინ დარჩეს ადგილზე ან გადაგას ნაბიჯი უკან და წაგებული რჩება ყოველთვის ის, ვინც


პიროვნული განვითარების ჯგუფი ქალბატონებისთვის

გსურთ იაროთ თქვენი საკუთარი გზით, საკუთარი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით? გსურთ გქონდეთ თბილი, გულწრფელი ურთიერთობები ახლობლებლებთან, რომლებიც დღითიდღე მხოლოდ იხვეწებიან


ამ დროს თვალნათლივ ხედავ ვინ ხარ? რა გინდა? რა არის შენი დანიშნულება?

რა არის ქოუჩინგი? ამ საოცარ პროფესიას, ერთ-ერთ ონლაინ ტრენინგ-პროგრამის დროს მივაგენი და საკუთარ თავზე გამოვცადე მისი ძალა. ეს იყო უცხოელ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*