პიროვნული განვითარების ჯგუფი ქალბატონებისთვის | Jolo.ge


პიროვნული განვითარების ჯგუფი ქალბატონებისთვის

პიროვნული განვითარების ჯგუფი ქალბატონებისთვის

გსურთ იაროთ თქვენი საკუთარი გზით, საკუთარი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით?

გსურთ გქონდეთ თბილი, გულწრფელი ურთიერთობები ახლობლებლებთან, რომლებიც დღითიდღე მხოლოდ იხვეწებიან და ალამაზებენ თქვენს ცხოვრებას?

გსურთ მიაკვლიოთ თქვენს დანიშნულებას და წარმატებით ემსხუროთ მას, და არა სხვისი სურვილების ასრულებას?
მაშინ შემოგვიერთდით!

ჩაერთეთ ჩვენი ჯგუფური შეხვედრების პროგრამაში და მიიღეთ ახალი გამოცდილება უფრო ბედნიერი, უფრო წარმატებული ცხოვრებისთვის!

21 მარტიდან გიწვევთ ფსიქოლოგიური შეხვედრების სერიაზე ქალბატონებისთვის პიროვნული განვითარების ჯგუფში.
პიროვნული განვითარების ჯგუფი არის ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების ფსიქოლოგიურ დახმარების ჯგუფური ფორმა. ეს არის ჯგუფის წამყვანის მიერ ორგანიზებული განსაკუთრებული სივრცე, სადაც ხდება ჯგუფის მონაწილეთა ურთიერთქმედება, მათი პიროვნული განვითარება.

ჯგუფური შეხვედრები ემსახურება საკუთარი გრძნობების, აღქმებისა და ქმედებების გააზრებას, საკუთარი და სხვისი საქციელის ანალიზს, ურთიერთობების განვითარებას, საკუთარი შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შეცნობასა და მიღებას, შინაგანი ბარიერების გააზრებას, თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ამაღლებას, რაც თავისთავად ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას და მისი წარმატებული საქმიანობის საწინდარია.

ჯგუფის სამუშაო თემები: თავდაჯერებულობა და თვითშეფასება, ეფექტური კომუნიკაციები, ემოციების მართვა, თაიმმენეჯმენტი და სხვა.
ასევე, საჭიროებისამებრ, ჯგუფის სამუშაო თემა შეირჩევა მონაწილეთა სურვილის გათვალისწინებით.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია — 6-10.

ჯგუფური შეხვედრების ხანგრძლივობა — 3 თვე/12 შეხვედრა/.

ჯგუფი მუშაობს დახურულ რეჟიმში — ერთხელ შეკრებილი ჯგუფი აგრძელებს მუშაობას ბოლომდე, ახალი წევრების დამატების გარეშე.

გამოხმაურებები წინა ნაკადის მონაწილეთაგან — https://goo.gl/zfuksX

შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, საღამოს, 19.00 — 21.30.
(საბოლოო დრო შეთანხმდება ჯგუფთან)

1 შეხვედრის ხანგრძლივობა — 2,5 სთ.

კურსის ხანგრძლივობა — 3 თვე.
1 თვის ღირებულებაა — 100 ლარი (4 შეხვედრა)
10 მარტამდე მეგობართან ერთად რეგისტრაციისას — 1 თვის ღირებულება იქნება 80 ლარი თითოეულისთვის (4 შეხვედრა).

ჯგუფის წამყვანი — ეთერ ფილიპოვიჩი, მედიცინის დოქტორი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, სერტიფიცირებული ტრენერი, არტქოუჩი, ნლპ-პრაქტიკოსი, ფსიქოთერაპევტთა პროფესიული ლიგის ნამდვილი წევრი.

ჯგუფის მუშაობისას გამოყენებული იქნება: არტთერაპია (ხატვითი თერაპია, ძერწვა, მანდალათერაპია, ზღაპართერაპია, ქვიშათერაპია, მეტაფორული ასოციაციური გამოსახულებები, კოლაჟირება და სხვა), სიმბოლდრამა, ტრანზაქტული ანალიზი, ნლპ, ქოუჩინგი.

საჩუქარი მონაწილეებს წამყვანისგან — ერთი ინდივიდუალური 1-საათიანი კონსულტაცია.

რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ მოკლე შეტყობინება „მსურს მივიღო მონაწილეობა ჯგუფურ შეხვედრებში“ ე-მისამართზე:
group.info-group@yandex.ru

რეგისტრაცია დაწყებულია.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

კონტაქტი: +995 599 47 14 77

შემოგვიერთდით!
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მას, ვისთვისაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს!

ნანახია:(38)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

1 დღიანი ფსიქოლოგიური ტრენინგი „წარმატების გეგმა 2018“

გინდათ გარანტია იმისა რომ თქვენი ოცნებები ასრულდება????   გარანტია მხოლოდ იმისა არსებობს, რომ თუ არაფერს შეცვლით, არც არაფერი შეიცვლება…  


შეცვალე სამყარო შენს ირგვლივ და აიხდინე ოცნება — თამარ საგინაშვილის ერთდღიანი ვორქშოფი

რა გაღელვებთ ყველაზე მეტად ახლა? რომელი თქვენი პრობლემის მოგვარება გააუმჯობესებდა თქვენს ცხოვრებას მომენტალურად? ჩემი გამოცდილებით ადამიანებს ყველაზე მეტად ის აწუხებთ,


TRCC — გახდი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი

TRCC (ტრენინგის, კვლევისა და კონსულტაციის ცენტრი) აცხადებს მიღებას «პიროვნული განვითარების საბაზისო კურსზე» ველით ყველა მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია: ჰქონდეს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*