პიროვნების გაორება | Jolo.ge


პიროვნების გაორება

პიროვნების გაორება

დისოციაციური იდენტურობის აშლილობა, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანში წარმოდგენილია ორი ან მეტი იდენტურობა ან პიროვნულობა, რომლებიც რეკურენტულად ახდენენ გავლენას ადამიანის ქცევაზე. დიაგნოზისთვის აუცილებელია ორი განსხვავებული იდენტურობა ან პიროვნულობის არსებობა (ერთი შეიძლება იყოს მასპინძელი). ამ მდგომარეობას თან ახლავს ეპიზოდური მეხსიერების დაკარგვა, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი დავიწყების ფარგლებს. მახსოვრობის დაკარგვა აღმოცენდება მაშინ, როდესაც ალტერნატიული იდენტურობა ხდება დომინანტური. დისოციაციურში (დისოაქტიური) გვხვდება პიროვნულობის იდენტურობის დისოციაციური აშლილობების მხოლოდ 1%. მდგომარეობა იზოლირებულად იშვიათად არის წარმოდგენლილი ადამიანში და ის კომორბიდულია სხვა მენტალურ აშლილობებთან. მისი დიაგნოსტირება უფრო ხშირია ჩრდილოეთ ამერიკაში, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.

 

პიროვნების გაორება არის როდესაც შენში ორ ან მეტ პიროვნებას, ეგოს აცნობიერებ. ისინი რიგრიგობით იკავებენ დომინანტურ პოზიციას ადამიანის ქმედებებში. ამ დროს ადამიანს მეხსიერებაში აქვს ჩავარდნები და შეიძლება არ ახსოვდეს, ის მეორე, თუ მესამე მე რას აკეთებდა. როგორც წესი გაორება თავს იჩენს რაიმე ძალიან მტკივნეულ ან ტრავმატულ სიტუაციაში, ანუ თავდაცვითი მექანიზმია. ასევე ემართებათ იმათ, ვინც ბავშვობაში ყურადღების ნაკლებობას განიცდიდა, რადგან საკუთარი მე-ს იდენტიფიკაცია ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში, და თუ რაიმემ ხელი შეუშალა ამ პროცესს, ეს ერთ-ერთი ფაქტორია ამ დაავადების გამოსაწვევად.

 

პიროვნების გაორების ძირითადი ნიშნებია იდენტურობის შეცვლა და მახსოვრობის დაკარგვა, რომელიც არ არის გამოწვეული წამლებით ან სხვა სამედიცინო მდგომარეობით, აგრეთვე დისოციაციურ იდენტურობის აშლილობას არ წარმოადგენს ბავშვების მიერ თამაშის დროს განსახიერებული სხვადასხვა პერსონაჟები (ბავშვების ნორმალური ფანტაზიები).

 

ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს:

 

— მახსოვრობის დაკარგვა

 

— დეპერსონალიზაცია (მდგომარეობა, როდესაც პიროვნული იდენტურობის განცდა და რეალობა იკარგება)

 

— დეპრესია

 

— დერეალიზაცია

 

— ორი ან მეტი განსხვავებული იდენტურობის განცდა

 

— სუბიექტური დროის განცდის დარღვევა ან გაქრობა

 

— რეტროსპექციები (მოგონებების უეცარი და მოულოდნელი დაბრუნება, ფლეშბექები)

 

— პანიკური / შფოთვით შეტევები

 

— იდენტურობის დარღვევა

 

— ხასიათის ცვლილება

 

— მრავლობით მანევრიზმი

 

— ფსევდოგულყრები

 

— ფსიქოზის მსგავსი მოვლენები

 

— სომატური სიმპტომები

 

— განცდა, რომ საკუთარი სხეულის სხვას ეკუთვნის

 

— უმიზეზო გაბრაზება

 

— სპონტანური ექსტაზური მდგომარეობები

 

— სუიციდური და პარასუიციდური ქცევა

 

— აუხსნელი ფობიები.

 

ასეთ ადამიანებს, რომელთაც პიროვნების გაორება სჭირთ ხშირად აქვთ წარსულში ძლიერი სტრესი გადატანილი ან ახასიათებთ მიჯაჭვულობის დარღვევები…

 

                                                                                                 თათია ქვილითაია

ნანახია:(5760)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ამ პატარა ლეკვის საქციელი გულს გაგითბობთ (ვიდეო)

პატარა ბავშვებზე საყვარელი ალბათ ამქვეყნად არაფერია, საოცრებაა უყურებდე როგორ სძინავს პაწაწინა ადამიანს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ჩვენზე არ ახდენს გავლენას.


15 პროდუქტი, რომლებიც თავის ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ყველამ ვიცით, რომ თავის ტვინის სრულფასოვან მუშაობაზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობის პრაქტიკულად ყველა ასპექტი. დაღლილობას, უძილობას, მეხსიერების დაქვეითებას სხვა მიზეზებთან ერთად


«ყველა დღეს მიეცი საშუალება, იყოს ყველაზე ბედნიერი შენს ცხოვრებაში»- გამონათქვამები ბედნიერებაზე

= ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი უდავო ბედნიერება- იცხოვრო სხვისთვის. = იყავით დამნაშავე ადამიანის ბედნიერებაში, დამერწმუნეთ არავინ გაგასამართლებთ. = ბედნირებაა, როდესაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<