ფიქრობთ რომ ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება ძნელია? — ტანტრა ქალებისთვის | Jolo.ge


ფიქრობთ რომ ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება ძნელია? — ტანტრა ქალებისთვის

ფიქრობთ რომ ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება ძნელია? — ტანტრა ქალებისთვის

აღმოაჩინეთ თქვენი ქალური სიძლიერე და გაიუმჯობესეთ მამაკაცებთან ურთიერთობა — ამაში ლატვიიდან მოწვეული ტრენერი პრემ სარანი დაგეხმარებათ. ის ჩაატარებს ტრენინგს, რომელზეც ენერგეტიკული ცენტრების გააქტიურებას შეძლებთ. ტრენინგი განკუთვნილია მხოლოდ ქალებისთვის და გოგონებისთვის.

ეს კურსი დაგეხმარებათ ქალური ენერგიის ცენტრების გააქტიურებაში.

ტრენინგზე ვიმუშავებთ სამ ენერგეტიკულ ცენტრზე:

მუცლის ცენტრი: მისი გააქტიურება დაკავშირებულია მგრძნობიარობის გაზრდასთან.
გულის ცენტრი: მასთან დაკავშირებულია უპირობო სიყვარულის განცდა და ცხოვრების განსხვავებული სიტუაციისადმი ღიაობა.
მესამე თვალი — მისი გააქტიურებით უკავშირდებით ინტუიციას და ხედავთ სიმართლეს სიტყვების მიღმა.

👉აღმოაჩინეთ მედიტაცია, როგორც შინაგან საგანძურამდე მისაღწევი გზა

👉შეეხეთ თქვენს შემოქმედებით პოტენციალს;

👉 დაინახეთ თქვენი შინაგანი და გრეგანი მშვენიერება;

👉ისწავლეთ, როგორ გიყვარდეთ თქვენი სხეული;

👉აღმოაჩინეთ თქვენი ქალური სიძლიერე

👉გაიუმჯობესეთ მამაკაცებთან ურთიერთობა

კურსს გაუძღვება სპეციალურად ლატვიიდან მოწვეული ტრენერი პრემ სარანი (Danutė Vilionyte). იგი არის ლიტვის სამედიტაციო ცენტრის ( Meilės kelias ) დამფუძნებელი.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მან აირჩია ცნობიერების და მედიტაციის გზა და დაემოწაფა რამდენიმე ოსტატს და გასხივოსნებულ მისტიკოსს როგორც ინდოეთში, ასევე იაპონიაში, ბრაზილიაში საბერძნეთსა და ამერიკაში. მისი პრაქტიკები მოიცავს როგორც ოშოს აქტიური მედიტაციის ტექნიკებს — ასევე პრიმალთერაპიას, რომელიც მან დოქტორ არტურ იანოვის ინსტიტუტში, ამერიკაში შეისწავლა, ტანტრას სწავლობდა სხვადასხვა ოსტატთან (მათ შორის იყვნენ სარიტა, დანიელ ოდიერი, ჰომა და მუკტო).
სარანი ტანტრის, პრიმალთერაპიის, ჰიპნოზის და იტო თერმის სინთეზით ჰარმონიულად ათავსებს ერთმანეთთან მედიტაციისა და თერაპიის დადებით თვისებებს.

 

ფიქრობთ რომ ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება ძნელია?

გაგახარებთ და გეტყვით, რომ პირიქით არის, მაგრამ ერთი საიდუმლო აუცილებლად უნდა იცოდეთ: მთავარი —  საკუთარ თავზე მუშაობაა — საკუთარი თავის მიღება და ტოტალურად ცხოვრება იმ ადამიანად, რომელიც უკვე ხართ. დღეს, როცა ქალები უფრო და უფრო დამოუკიდებლები, თავისუფლები და თვითდარწმუნებულები ვხდებით, მნიშვნელოვანია გავააქტიუროთ ჩვენი ქალური თვისებები და არ დავკარგოთ ისინი.

სწორედ ამაში დაგეხმარებათ ტრენინგი რომელიც 16 ივლისს ჩატარდება

ტრენინგის ხანგრძილივობა: 3 საათი
სამუშაო ენა: ინგლისური (საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ, ან რუსულ ენებზე)
საფასური: 20 ლარი

დასასწრებად აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 591700230

გადადით ლინკზე ტანტრა ქალებისთვის

ნანახია:(364)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რა განსაზღვრავს ადამიანის ბედს

როგორ იტყვიან, ხოლმე? „ბედი მომეც და სანაგვეზე დამაგდეო“. „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“ რა არის ბედი? უმრავლესობის


ადამიანების 6 ნეგატიური გამოვლინება, რომლებიც თქვენამდე არ უნდა მოუშვათ

რამდენჯერ გიფიქრიათ რომ მეტს იმსახურებთ? მაშინ რატომ ჯერდებით კუთვნილზე ნაკლებს? თქვენ დღეს, აი ამ წუთიდან შეგიძლიათ გადაწყვიტოთ და აღარ მოუშვათ


ეს მხოლოდ 5 წამს წაგართმევთ…

  წარმოიდგინეთ, ზიხართ თათბირზე, უფროსი ახალ პროექტზე საუბრობს, თქვენ კი ჩანაწერებს აკეთებთ. მოულოდნელად რაღაც განსხვავებული აზრი მოგდით თავში და იწყებთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*