ფილმის «ანას ცხოვრება» მორიგი წარმატება არგენტინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

by Nino | Май 10, 2016 14:20

რეჟისორ ნინო ბასილიას ფილმს «ანას ცხოვრება» მორიგი წარმატება ხვდა წილად. ფილმმა არგენტინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი (Merit Award) დაიმსახურა. ფილმის ჩვენება ბუენოს აირესში ხუთ მაისს შედგა, ხოლო კინოსურათს მთავარი პრიზი გუშინ გადაეცა. 

სოციალური დრამა «ანას ცხოვრება»რეჟისორის მიერ საკუთარი სცენარის მიხედვით შექმნილი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. მასში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე თამაშობს. ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. ამის შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე იქნა მიწვეული.

 

ნანახია:(396)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/pilmis-anas-cxovreba-morigi-carmateba/