ფილმის «ანას ცხოვრება» მორიგი წარმატება არგენტინის საერთაშორისო კინოფესტივალზე | Jolo.ge


ფილმის «ანას ცხოვრება» მორიგი წარმატება არგენტინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

რეჟისორ ნინო ბასილიას ფილმს «ანას ცხოვრება» მორიგი წარმატება ხვდა წილად. ფილმმა არგენტინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი (Merit Award) დაიმსახურა. ფილმის ჩვენება ბუენოს აირესში ხუთ მაისს შედგა, ხოლო კინოსურათს მთავარი პრიზი გუშინ გადაეცა. 

სოციალური დრამა «ანას ცხოვრება»რეჟისორის მიერ საკუთარი სცენარის მიხედვით შექმნილი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. მასში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე თამაშობს. ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. ამის შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე იქნა მიწვეული.

 

ნანახია:(396)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
"ანას ცხოვრება"

Related Articles

ჩინეთში პოპულარული ქართველი თემურ მამისაშვილი

მერე მივტირით, უცხოეთს შეალიაო თავისი ნიჭი“… „მაშინ, როცა საქართველო უცხოელებს უმღერის დითირამბებს, ქართველი თემურ მამისაშვილი მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად იპყრობს ეკრანებს


ომარ მხეიძის შემოქმედებითი საღამო ფილარმონიაში

15 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით გაიმართა მოცეკვავე


»Lagidze Gallery» და »ზღვარზე»

31 მაისს სტუმრებს ლევან ლაღიძის საავტორო გალერეა მასპინძლობს. „Lagidze Gallery“, რომელიც ირაკლი აბაშიძის 85—ში მდებარეობს დამთვალიერებელს ახალი ნამუშევრების გამოფენას სთავაზობს,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<