„ფენიქსი“ და ალექსანდრე ლიპნიცკი ქარიზმატულ ლადო ბურდულზე | Jolo.ge


„ფენიქსი“ და ალექსანდრე ლიპნიცკი ქარიზმატულ ლადო ბურდულზე

„ფენიქსი“ და ალექსანდრე ლიპნიცკი ქარიზმატულ ლადო ბურდულზე

„ფენიქსი“ სტიმულია მუსიკოსებისთვის“ — ამბობს კავკასიის მუსიკალური ფესტივალიერთ-ერთი მონაწილე. ლადო ბურდულის პროექტი  ახალ გამარჯვებულებს ავლენს. შემსრულებელთა მუხტი მსმენელზეც გადმოდის და დარბაზი „ხურდება“.

ლადო ბურდული, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული თანამედროვე მუსიკის განვითარებაზე ზრუნვას დაუთმო, ამ პროექტით კავკასიის რეგიონში მცხოვრებ მუსიკოსებს აერთიანებს. „ფენიქსი“ უკვე მეოთხე წელია ტარდება, ხოლო სათავეს 1995 წლის კავკასიის როკ ფესტივალებიდან იღებს.

l2„ასეთი ადამიანი გყავდათ, ლადო ბურდული, რომელსაც შეეძლო თქვენი მუსიკა კონვერტირებული გაეხადა დასავლეთში, თუნდაც მისი ფესტივალების პოტენციით და მისი ქარიზმატულობიდან გამომდინარე, მაგრამ უცებ ის გაქრა 2000 ში, რაც იმას ნიშნავს — chto ego ne podderjali !!! — ამბობს ალექსანდერე ლიპნიცკი ერთ-ერთ ინტერვიუში.

შეიძლება ლიპნიცკი სადღაც მართალიც იყოს და ხედავდეს ბევრად მეტს, ვიდრე აქ, საქართველოში მყოფნი. თუმცა, ლადო ბურდულის გაჩერება ასე იოლი არ არის, ენერგიული ხელოვანი უამრავი დაბრკოლების მიუხედავად თავის საქმეს მაინც აგრძელებს და უკვე მეორე წელია მერია და კულტურის სამინისტროც უჭერს მხარს. შედეგად კი ერთ სცენაზე გამოდიან და თანამშრომლობენ სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი არტისტები/ჯგუფები.

l7l8l6

„ჩვენ რეალურად შევქმნენით აქამდე არარსებული კავკასიელი არტისტი/ჯგუფების ერთიანი მონაცემთა ბაზა phoenix.org და 4 წელია ვასახელებთ 6 ნომინაციაში გამარჯვებულ 6 საუკეთესო კავკასიურ ჯგუფს“ — ამბობს ლადო ბურდული.


ლადო ბურდული: 
„ფენიქსი“ ნიშნავს ჩემთვის ახალ კავკასიას, თუ ვინმე შეგეკითხება სად არის კავკასიაში ევროპა აი ეს დაჯილდოება უნდა ანახო, რომ უცებვე გააცნობიეროს მკითხავმა სიღრმე ამ კავკასიური ევროპული ფესვების და ფასეულობების.

l5ეს დაჯილდოება ჩემთვის ნიშნავს თბილისისთვის კავკასიაში
კულტურული რეგიონალური ცენტრის სტატუსის რეალურ მომავალს და ახალ კავკასიურ ერთიან შოუ-ბიზნესს, რომელიც არის ერთადერთი გზა კონფლიქტების და დაპირისპირებების შეცვლა ახალი კონსტრუქციული ფორმატით თანამშრომლობის მეგობრობის ახალი ერთობლივი პროექტების და ახალი ხვალინდელი დღის კავკასიისთვის“ …

l1

 

 

თანამედროვე მუსიკის სფეროში მიმდინარე საინტერესო პროცესებს, ახალ ჯგუფებსა და მათ პროდუქტს გაეცანით ვებ-გვერდზე phoenix.org.ge

 

ავტორი: დეა თავბერიძე

 

 

 

ნანახია:(69)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ძირგამძვრალი ფეხსაცმელი“ — ზღაპრული დასასრულით

ამ უცნაურ და საინტერესო ისტორიას საფრანგეთში მცხოვრები სულა სულაშვილი მისთვის დამახასიათებელი იუმორით აღწერს. ამბავი, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავ და პოზიტიური


„ადამიანისთვის ყველაზე რთული საკუთარ თავთან დარჩენის გაძლებაა“ — გიორგი კეკელიძე

„სოფელი ბადებს ოცნებას. წასვლის და გამარჯვების სურვილს. როცა იქ ცხოვრობ, დამარცხებულად დაბადებული გგონია თავი. ვალინკის გადანაჭერი იცით? ეს არის კალოშად


24 მომავალი მწერალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან

კავკასიურ სახლში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დამწყები პროზაიკოსების კონკურსის „ჩვენი თავგადასავალის“ ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში 24 ნიჭიერი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<