„პატიობ, განიცდი სხვის ავს, იღიმი და გიხარია ყოველი წუთი“…

by admin | 18 июня, 2018 15:50

გოიმი ცოდოა… ძვირს იხდის და გონია რომ კარგად აცვია..!

შურიანიც ცოდოა… შურს იმიტომ კი არა რომ თვითონ არ აქვს არამედ იმიტომ რომ სხვას აქვს..!

ბოღმიანი ხო ცოდოა და ცოდოა… მისი ტვინი ვერ ატარაბს წყენას, ვერ ივიწყებს და მთელ დროს იმაში ხარჯავს თუ რით გადაუხადოს სამაგიერო მაწყენარს, ამასობაში კი მთელი ცხოვრება გადის, შეიძლება გადაუხადოს კიდეც ავნოს კიდეც მაგრამ მერე ხვდება რომ ეს არ ყოფილა საშველი, რადგან არ მოეშვა და უფრო იბოღმება ოღონდ საკუთარ თავზე..!

და ასე გადის დრო…(((

ამ ყველაფრის მკურნალი ერთია მარტო, სიყვარული!!!

როდესაც სიყვარულში ხარ უბრალო ხარ და არ გაინტერესებს შესამოსად რამდენად ძვირს იხდი თუ გიხდება…

სიყვარულში შურიანი ვერ ხარ რადგან იქეთ შურთ შენი რათა სიყვარულში ხარ, რათა ქრისტესთან ძმაკაცობ! 🙂

სიყვარულში ვერ ხარ ბოღმიანი… ამის დრო არ გაქ რადგან გიყვარს!!! გიყვარს გულით, პატიობ, განიცდი სხვის ავს, იღიმი და გიხარია ყოველი წუთი მოცემული რადგან ის წუთი შეიძლება შენთვის ბოლო იყოს..! და როდესაც კიდევ ერთს გჩუქნის განგება ისიც გიხარია რადგან მეტ სიყვარულს მოასწრებ!

კახა გვალია

ნანახია:(201)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/patiob-ganicdi-sxvis-avs/