პატიება — სიმშვიდის და ბედნიერების გასაღები

by admin | 28 февраля, 2020 14:29

დიდი ხანია რაც ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს, —

თუ რა დიდი ძალა აქვს პატიებას და როგორ დადებითად აისახება თითოეულის ცხოვრებაზე,

თუ როგორ გვათავისუფლებს იმ ნეგატიური მოვლენებისგან, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი ფიქრები იწვევენ …

თუ როგორ წმენდს და ასუფთავებს გზას, რომელზეც ვართ…

თუ როგორ კურნავს ბევრს, სხვადასხვა დაავადებისგან… 

ეს ყველაფერი იციან ადამიანებმა, მაგრამ რეალური ნაბიჯების გადადგმა უჭირთ, ვერ თავისუფლდებიან და ისევ ისე აგრძელებენ ცხოვრებას — ტკივილით, წყენით, ბრაზით დამძიმებულები… მერე კი წუწუნებენ, — » მე ეს რატომ დამემართა?» ან «მე, არაფერი რატომ არ გამომდის?»… აქ «მე» არის მნიშვნელოვანი, რადგან «მას» გამოუვიდა, «მას» უმართლებს, «ის» იღბლიანია… «მე» — არა!

[1]

ჰოდა, შედეგად «იღბალმოცარულები» ხან საკუთარ თავს საყვედურობენ, ხან სხვებს ადანაშაულებენ, ხან კი მამაზეციერს ეკითხებიან — რა გინდოდა, რისთვის მაჩენდი???

აი, ეს არის რეალობა …

თეორიულად ვიცით, წყენას თუ გავუშვებთ და ვაპატიებთ —

გავთავისუფლდებით,

და ბევრად უფრო ბედნიერები გავხდებით….

ვიცით, მაგრამ მაინც ვცხოვრობთ ქაოსურ ფიქრებში, შიშში, ბრაზში, ნეგატივში, ტკივილიან წარსულში ან მომავლზე ფორიაქში…

ჩვენდაუნებურად მოგვირგია მსხვერპლის როლი და აი ასე დამძიმებულები მივუყვებით თითოეულ დღეს…

ჰოდა, იმისთვის რომ ვაპატიოთ, გავთავისუფლდეთ, განვიკურნოთ, გავხდეთ ბევრად უფრო ლაღები და მოვიზიდოთ ჯადოსნური სასწაულები უნდა დავიწყოთ საკუთარი თავით, ანუ საკუთარი თავის პატიებით, მადლიერებით და სიყვარულით. რადგან ვერავინ გვაწყენინებს, ვერავინ გაგვაბრაზებს, ვერავინ გვატკენს ჩვენი ნებართვის გარეშე. მთავარია შევიგრძნოთ თუ რა ძვირფასები ვართ საკუთარი თავისთვის… იმდენად ძვირფასები, რომ არ გვიღირს, წყენით, ბრაზით, ნეგატივით დავაბინძუროთ ჩვენი სივრცე, ჩვენი გზა, ჩვენი მომავალი…

აქ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაცნობიერება და არა ბრაზისა თუ წყენის დავიწყება და საკუთარ თავში ჩახშობა (რაც იგივე სიტუაციის გამეორებას გამოიწვევს ჩვენს ცხოვრებაში და უკვე სხვა გვატკენს, სხვა გაგვაბრაზებს, სხვა გვაწყენინებს… და ასე უსასრულოდ)  არამედ ამ ყველაფრის გაცნობიერება, (რატომ ქმნის ამ სიტუაციებს ჩვენი ქვეცნობიერი) მერე კი მიტევება და გაშვება. რომ ისევ არ განმეორდეს მსგავსი მოვლენა, ისევ არ დავრჩეთ მსხვერპლის როლში.

ამ ყოველივეს მისაღწევად დღეს ძალიან ბევრი საშუალებაა, ინტერნეტსივრცეშიც ბევრ ინფორმაციას მოიძიებთ, მთავარია სურვილი, მონდომება, ქმედება… და თუ საკუთარ ბრაზსა თუ წყენებს მარტო ვერ უმკლავდებით, შეგიძლიათ შემოუერთდეთ ჯგუფს LD მედიტაციის ცენტრში .

აქ დაგხვდებიან ტრენერები, რომლებიც სხვადასხვა ენერგეტიკული პრაქტიკებისა და მედიტაციების დახმარებით გასწავლიან, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეთ ნეგატივისგან და გაუმლავდეთ წყენას.

ერთ-ერთი მოწვეული ტრენერი, ნლპ ქოუჩი და პროფესორი ნათია ქოიავა გახლავთ.

[2]ნათია ქოიავა:  ზოგი პატიებას სისუსტედ მიიჩნევს. სინამდვილეში კი პატიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისა „მსხვერპლის ვირუსისგან“ გათავისუფლებისთვის.

როცა გულით ბრაზს, წყენას, ტკივილს ატარებ, ემოციურად დაკავშირებული ხარ ტრავმასთან, გამოიყოფა სტრესის ჰორმონები. სწორედ ამ ჰორმონების გამოყოფის რეგულირებით აიხსნება პატიების შედეგად ორგანიზმში მიმდინარე გაჯანსაღების პროცესი.

მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვაპატიოთ ყველას, საკუთარი თავის ჩათვლით, ეს ჩვენი არჩევანი და გაჯანსაღებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. პატიება ათავისუფლებს, ამაღლებს განწყობილებას, გვიბიძგებს წინსვლისკენ, მოაქვს სიმშვიდე, ჰარმონია და ბედნიერება.

«პატიების მედიტაციის» საშუალებით სწორედ ამ შედეგს ვიღებთ ძალიან მარტივად და უმტკივნეულოდ.

ეს არის მედიტაცია მათთვის, ვისაც სურს, გათავისუფლდეს წარსულის ნეგატიური გამოცდილებებისგან, დაეუფლოს საკუთარი თავისა და სხვების პატიების ძლიერ და ეფექტურ ტექნიკას, იპოვოს სიმშვიდის, ჰარმონიისა და ბედნიერების გასაღები.

ნათია ქოიავა  გახლავთ:  საჯარო მმართველობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი,

პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის კონსულტანტი,

სერტიფიცირებული ტრენერი 14-წლიანი გამოცდილებით,

NLP ქოუჩინგში, ლიდერობასა და პიროვნულ განვითარებაში.

ავტორი დეა თავბერიძე

🌸🌼🌺☀️🌸🌼🌺☀️🌸🌼🌺☀️🌸🌼🌺☀️🌸🌼🌺☀️

LD მედიტაციის ცენტრში 

დარეგისტრირდი  https://bit.ly/2lWOudh

 🏫მის.: ყიფშიძის 9, შესასვლელი ეზოში 3ბ კორპუსის («გლობალმედის») წინ, ორსართულიან შენობაში, სტუდია «როიალ არტი».

ნანახია:(2232)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2020/02/es4.png
  2. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2020/02/nati.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/patieba-simshvidisa-da-bedierebis-gasagebi/