პატარა ბიჭუნას გულისამაჩუყებელი საქციელი | Jolo.ge


პატარა ბიჭუნას გულისამაჩუყებელი საქციელი

პატარა ბიჭუნას გულისამაჩუყებელი საქციელი

ეს ამბავი აუცილებლად უნდა მოვყვე. ვერ მოვისვენებ გამორიცხულია :)) მოკლედ, გუშინ შუადღისას, სამსახურიდან რამდენიმე წუთით უნდა გავსულიყავი…

გავედი. გვერდით სკოლაა, სკოლის გვერდით საცხობი. საცხობთან ქალი იდგა , პატარა II – III კლასელ ბიჭთან ერთად. (როგორც მერე გავიგე დედა–შვილი იყვნენ) ბავშვი, ალბათ სახლამდე ვერ ითმენდა, დედამ უყიდა ხაჭაპური და ჩემს წინ გააგრძელეს გზა.

ბავშვი ჩამორჩა და ცდილობს ხაჭაპური სასწარფოდ ამოიღოს პარკიდან. ამ დროს მივუახლოვდით პატარა ბავშვს, რომელიც ხშირად ზის სკოლის შესასვლელთან და დახმარებას ითხოვს ხოლმე. ხაჭაპურიანმა ბიჭუნამ დაინახა , თვალი გააყოლა და ქალს დაუძახა დედა დამელოდეო.

სწრაფად მივიდა რაღაც ჩასჩურჩულა , დედას გაეცინა ,თავი დაუქნია და ბიჭი სასწრაფოდ მობრუნდა სკოლასთან მჯდარი ბავშვისკენ. გზა ვეღარ გავაგრძელე, თითქოს რაღაცას ველოდი და იქვე დავდექი.

ბიჭუნა მიუჯდა ამ ბავშვს ისე , რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. როგორც იქნა ამოიღო ხაჭაპური, ძალიან სერიოზული სახით, (ეტყობოდა, რომ მისთვის მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებდა) გადატეხა შუაზე. ეს ორი ერთნაირი ნაჭერი ერთმანეთს დაადო, ხელით შორს გაწია , ცალი თვალი დახუჭა, ალბათ, ზომავდა სწორად გატეხა თუ არა , კმაყოფილი სახით ერთი ნაწილი ისევ პარკში ჩადო , მეორე კი ამ ბავშვს ჩაუდო ხელებში. ეს ბავშვი თავის მხრივ გაკვირვებული თვალს არ აცილებდა.

ბიჭი ისევ ისე უხმოდ ადგა, დაეწია დედას და გზა გააგრძელა ასკინკილით და ბედნიერმა.

მე ვდგავარ გაშეშებული ყელში ბურთი იზრდება და იზრდება, ხმის ამოღებას აზრი არ აქვს. წავედი და დაწევისას ვფიქრობ, იქნებ მივიდე და ყველაფერი ვუთხრა რასაც ვფიქრობ . იქნებ, ვუთხრა ეს პატარა კაცუნა რამდენჯერ დიდია ზრდასრულ ადამიანთა უმრავლესობაზე. ან ამ ქალს ვუთხრა რა ბრილიანტი დაყავს ყოველდღე ამ გზაზე ან ისე ჩავეხუტო და სულ ნურაფერს ვიტყვი. ყელში ბურთი მახრჩობდა და ვერაფერი ვქენი… მალევე სხვადასხვა გზით წავედით და ზუსტად ვიცი ძალიან დიდი ხანი უნდა ვინანო.

მას მერე ვფიქრობ, რა უნდა მოხდეს ამ პატარა ბიჭუნას ცხოვრებაში , რომ სხვანაირი გახდეს და რა უნდა მოხდეს მეორე ბავშვის ცხოვრებაში , რომ ეს მისი ტოლი ბიჭი დაავიწყდეს, მის თვალწინ საგულდაგულოდ, რომ ცდილობდა ლუკმის გაყოფას.

კიდევ ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგრამ ისედაც დიდი ტექსტი გამოვიდა …

 ავტორი: სალომე თვალაბეიშვილი

 

ნანახია:(92)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დედაენა

  პირველ კლასში პატარა ბიჭს ვაკითხებდი «დედა ენას» და მოულოდნელად მოდის მისი თანაკლასელი გოგო და დიდი ფიქრის გარეშე, ხმამაღლა მეუბნება:


ზურაააა… ზურიკოოოო…ზურიკელაააა …

(ვუძღვნი ზურა ყაზაიშვილის ნათელ ხსოვნას)   შარას მიწისკენ დახრილი, გამხდარი მოხუცი მოუყვება შავი სამოსით, ერთი ხელი წელზე აქვს  მიდებული, მეორე


„როცა დილა თენდება, უნდა გიხაროდეს, შენთვის თენდება“

ნებისმიერი ვარდნა ახალი აღმაფრენისთვის მამზადებს… ბავშვობიდან ასე მოვდივარ… ალბათ ცხოვრების საინტერესო მხარეც ეს უნდა იყოს… როცა იკეტება კარები- იხსნება ფანჯარა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*