„პასუხი, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა -რა მასწავლა დალაი ლამამ“… | Jolo.ge


„პასუხი, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა -რა მასწავლა დალაი ლამამ“…

„პასუხი, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა -რა მასწავლა დალაი ლამამ“…

ერთხელ, დიდი ხნის წინათ საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა: რომ შემეძლოს პლანეტაზე ერთ-ერთ ადამიანს დავუსვა ჩემთვის ყველაზე საინტერესო შეკითხვა, ვინ იქნებოდა ის? რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ეს იქნებოდა დალაი ლამა.

 

ბევრი რამ მსმენოდა მისი გამოსვლების შესახებ, რომლებსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ვიცოდი, რომ 40 წელზე მეტხანს ცდილობდა ჩინეთის მთავრობა გაენადგურებინა ტიბეტის კულტურა. თავად დალაი ლამას 14 წლის ასაკში მოუხდა სამშობლოდან გაქცევა და წლების განმავლობაში მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და ქადაგებდა მშვიდობას, რისთვისაც მან ნობელის მშვიდობის პრიზიც მიიღო.

 

მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა საკუთარი მიწა-წყალი, უამრავი მისი თანამემამულე აწამეს და დააპატირეს, ტიბეტური ტაძრები დაანგრიეს, მის გამოსვლებში არასდროს არავის უგრძვნია გაბრაზება და ზიზღი. სწორედ ეს იყო ჩემთვის საინტერესო შეკითხვა, როგორ ახერხებდა ამას?

 

გავიდა რამდენიმე წელი და ერთ დღეს დამირეკეს და შემომთავაზეს წავსულიყავი ინდოეთში დალაი ლამასთან შესახვედრად. ბუნებრივია, დავთანხმდი, რადგან შესაძლებლობა მომეცა დამესვა ჩემთვის საინტერესო შეკითხვა.

 

ინდოეთში რამდენიმე ჯგუფი გავემგზავრეთ, უნდა შევხვედროდით მსოფლიო ლიდერებს, რათა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები განგვეხილა. დალაი ლამასთან შეხვედრა სწორედ ჩემს გუნდს ხვდა წილად. სტანდარტული ინტერვიუს დასრულების შემდეგ მას ვკითხე:

 

„მე მსმენია თქვენი საჯარო გამოსვლების შესახებ. ვიცი, რომ თქვენს ერს ძალიან მძიმე პერიოდი აქვს გამოვლილი. ეს ყველაფერი 40 წელია გრძელდება, მაგრამ თქვენ არასდროს არაფერს უარყოფითს არ ამბობთ ამის შესახებ, არ გამოხატავთ გაბრაზებას. ნუთუ ეს ყველაფერი არ განგარისხებთ?“

 

მისი პასუხი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. დალაი ლამამ შემომხედა და მიპასუხა:

„ჩვენ ყველას გვყავს მეგობარი. ადვილია გიყვარდეს მეგობარი და აპატიო მას. მაგრამ ჩვენ ყველას გვყავს წმინდა მეგობარი. ასეთი მეგობარი ძალიან რთულია. ჩინეთის მთავრობა ჩემი წმინდა მეგობარია. ჩინეთის მთავრობა და არა ჩინელი ხალხი. რადგან სწორედ მთავრობა აკეთებს ამ ყველაფერს ჩემი ხალხის მიმართ. რომ არა ჩინეთის მთავრობის მსგავსი ქმედება მე ვერასდროს შევძლებდი ჩემი სიყვარული ყოფილიყო გაცილებით დიდი ვიდრე ის ტკივილი, რომელსაც ისინი მაყენებენ.“

 

მერი მორისი

ნანახია:(3756)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სამარცხვინოა თუ არა «დედიკოს ბიჭობა»? ცუდი შვილის «აღსარება» – დედის დღესთან დაკავშირებით

„დედიკოს ბიჭი“ – ქართულ რეალობაში სალანძღავი ფრაზაა, თუმცა შევეცადოთ და უფრო სიღრმირეულად შევაფასოთ, რამდენად უხერხულია, იყო დედიკოს ბიჭი. ტერმინს თუ


ქუთაისელების სასიძო

ქუთაისიდან ქალბატონმა ესმამ დამირეკა და მითხრა: ა ვაგზავნი ბატონო ახლა ბაღანას პარიზში და შენს იმედად ვარ. ქე იცი რაფერ წვალებით


როგორ გამოიყურებოდეთ სრულყოფილად 51 წლის ასაკში

ელ მაკფერსონი ავსტრალიელი სუპერმოდელი, მსახიობი, დიზაინერი და ორი ბიჭის დედაა. ის 51 წლისაა და საერთოდ არ მალავს თავის ასაკს. რა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*