პასუხი ერთია — შეცვალე გარემო! | Jolo.ge


პასუხი ერთია — შეცვალე გარემო!

პასუხი ერთია — შეცვალე გარემო!

მოცემულ მომენტში თუ რამე არ მოგვწონს ჩვენს ცხოვრებაში და გვინდა შევცვალოთ, აუცილებელია დავისახოთ მიზნები და ჩავრთოთ პროგრამა „მაქსიმუმი“, მაგრამ რთულია მიაღწიო მიზანს, როდესაც გარემო არ შთაგაგონებს …

წარმოიდგინეთ სურვილით და მოტივაციით აღსავსე ადამიანი, რომელმაც მთელი დღე იშრომა, გადადგა ნაბიჯები, დაისახა მიზანი, შეიქმნა განწყობა მიზნის მისაღწევად, საღამოს კი ბრუნდება სახლში, ან სამეგობროში, იმ ადამიანებთან, რომლებიც ყოველთვის გამოთქვამდნენ ირონიას ან ეჭვს იმის შესახებ, რომ მას რაიმეს მიღწევა შეუძლია.

როგორ ფიქრობთ, რამდენია იმის შანსი რომ ამ ადამიანმა მიაღწიოს დასახულ მიზანს? როგორ შეგრძნებებს გამოიწვევს ეს გარემო მასში?

✔️მის მიერ ახლახანს შექმნილ თავდაჯერებულობას ჩაანაცვლებს ადრინდელი ეჭვები;
✔️ახალი ქმედებებს სურვილს კი ძველ შიშები;

შედეგად: ადამიანი დროთა განმავლობაში ისევ მოექცევა გარემოს გავლენის ქვეშ, დაუბრუნდება აზროვნების იმ მოდელს, რომლითაც აქამდე ცხოვრობდა და მისი რეალობა გახდება ისევ ის, რაც იყო, რადგან მისი შეცვლის მცდელობა ნეგატიურად შეაფასეს გარშემომყოფებმა — მშობლებმა, მეგობრებმა, თანამშრომლებმა… მათი გავლენა კი ადამიანზე უდიდესიამ რადგან ჩვენი მიზნები და ზრახვები, ფორმირდება სწორედ იმ ადამიანების გავლენით, რომელთა შორისაც ვცხოვრობთ.

ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია მივცეთ თავს უფლება, არ მივაქციოთ ყურადრება მათ მიერ ჩვენს შეფასებებს და ამის შემდეგ, როგორი არასწორიც და ველურიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი, ჩვენ ვეთანხმებით მათ მოსაზრებას ჩვენს შესახებ.

იმისათვის, რომ გავიგოთ რამდენად დადებითად მოქმედებს გარემო ჩვენზე, ჩავატაროთ პატარა გამოკვლევა:

დაუსვით თქვენ თავს რამდენიმე კითხვა:

როგორ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობ?

როგორი ადამიანებისგან შედგება ჩემი გარემო?

რა არის მათი ცხოვრების მიზანი? მთავარი პრინციპი?

როგორ იქცევიან ეს ადამიანები ჩემთან მიმართებაში?

რას აკეთებენ ისინი ჩემთვის?

როგორი აზროვნების მოდელს მიყალიბებს ეს გარემო?

როგორ აფასებენ უმეტესად სიტუაციებს ეს ადამიანები?

მომწონს ეს ყველაფერი?
მას შემდეგ, რაც ამ კითხვებს გასცემთ პასუხს, შეაფასეთ რა დროს ატარებთ თითოეულ ადამიანთან ერთად, არიან თუ არა ეს ადამიანები დადებითები თუ პირიქით? თუ გაგიჭირდებათ პასუხის გაცემა მაშინ ასეთი კითხვებით განვაგრძოთ:
❔რას გირჩევენ ეს ადამიანები, რომ წაკითხოთ ან მოუსმინოთ?

❔როგორ ადგილებს უწევენ რეკომენდაციას?

❔ რაზე გაფიქრებენ?

❔როგორ გავლენას ახდენენ ისინი თქვენი საუბრის დროს? რა შეგრძნებებს ან სურვილებს იწვევს ეს?
და ბოლოს :

⭐️„მეხმარებიან ჩემი ახლობელი ადამიანები, რომ გავიზარდო, ვიარო წინ და მივაღწიო წარმატებას დასახულ მიზნებში⁉️“
მას შემდეგ რაც ჩავატრებთ ასე მოკლე მიმოხილვას, ჩნდება შემდეგი ლოგიკური კითხვა:

„როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ გარემო რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით არ არის სასარგებლო, პოზიტური და არ გვიწყობს ხელს პიროვნულ ზრდაში, წარმატების მიღწევასა და ბედნიერ, ჰარმონიულ ცხოვრებაში?“ — პასუხი ერთია : შეცვალე გარემო.

თუ ჩვენ გვინდა შევიტანოთ პოზიტიური ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში, გვინდა გავზარდოთ ჩვენი შედეგები და ვიგრძნოთ თავი უფრო თავდაჯაერებულად, უფრო ბედნიერად. ამისათვის ჩვენ უნდა შევიქმნათ ისეთი ადამიანების გარემო, რომლებიც უკვე ამ ცხოვრების წესით ცხოვრობენ.

ამავდროულად მოგვიწევს არასასიამოვნო გადაწვეტილებებისმიღება „ტოქსიკურ“ ადამიანებთან მიმართებაში, რომ მინიმუმამდე დავწიოთ მათთან ურთიერთობის დრო ან შევწვიტოთ.

ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლა შეუძლია და თუ ვინმე თქვენს გარშემო კომფორტულად გრძნობს თავს თავის „წარუმატებელ“ ცხოვრებაში, სხვების დადანაშაულებაში, რომ ის ასე ცხოვრობს , მსხვერპლის როლშია, ან ყოველთვის ნეგატიურად აფასებს სიტუაციას, სწორედ ასეთ ადამიანს ვუწოდებთ „ტოქსიკურს“. გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ასეთი ადამიანები დამღუპველია ჩვენი თვითშეფასებისთვის, გვირყევენ საკუთარი თავის რწმენას, აფერხებენ ჩვენს განვითარებას და ხელს გვიშლიან მშვიდ და ჰარმონიულ ცხოვრებაში. ერთადერთი რაც შეგვიძლია, გავეცალოთ, რადგან ჩვენი ცხოვრებაც არ დაემსგავსოს მისას.

ჩვენ ვიზრდებით იქ სადაც თავს დისკომფორტში ვგრძნობთ, სადაც ჩვენზე წარმატებული ადამიანების გარემოცვაა, ჩვენზე „მაგარი ტიპები“ არიან, რადგან მათი პროგრამა „მაქსიმუმი“ გვაიძულებს მუდმივად ვიაროთ წინ, ვიმუშაოთ თვითგანვითარებაზე და დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

დაიწყეთ თქვენს გარშემო ისეთი ადამიანების შემოკრება, რომლებიც მუდმივად მუშაობენ საკუთარ თავზე, რომლებსაც აქვთ თქვენი მსგავსი მიზნები, ისწრაფვიან მათკენ, ასევე ადამიანები რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა, შთაგაგონებენ და გიზიდავენ. შედეგად კი მიიღებთ ახალ გარემოს, რომელიც გეხმარებათ შეიცვალოთ აზროვნების მოდელი და გადაიყვანოთ თქვენი ცხოვრება უფრო მაღალ საფეხურზე.

გარემოს არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია მიაქციოთ ყურადღება ამ ადამიანის ცხოვრებისეულ პოზიციას, მის ცნობიერებას, პოზიტიურობას და ღირსებებს.

ანი კოდუა

ნანახია:(455)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„იმისათვის რომ თქვენს თავს ის მოხდეს, რაც თქვენ გინდათ“…

… თუ დაკვირვებიხართ, როგორ უყვართ ადამიანებს «თავიანთი რეალობიდან» რომ იყურებიან ხოლმე მხოლოდ 🙂 „მთავარია სიყვარული (ან მეგობრობა, ფული, ჯანმრთელობა, ერთგულება,


ტოპ 5 წიგნი, რომელიც ზამთარს უხდება

ზამთრის მოსვლასთან ერთად, როცა გარეთ ტემპერატურა თანდათან იკლებს, მალეც ღამდება და ახალი წელიც სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ადამიანთა უმეტესობას


რაში და როგორ გვეხმარება სიცილი

თუ სიცილი, ისევე, როგორც ღიმილი თქვენი პიროვნების ნაწილია, ეს არაჩვეულებრივია, რადგან იზიდავს მეგობრებს, აუმჯობესებს ჯამრთელობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. სიცილი დადებითად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*