პარკი ოქროს უბანს — თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება | Jolo.ge


პარკი ოქროს უბანს — თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება

პარკი ოქროს უბანს — თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება

ოქროს უბანში ცხოვრების გაუსაძლისი პირობებია — ავტოტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და ხმაური ამ ადგილს ცხოვრებისთვის უვარგისად ხდის. ასეთ პირობებში დასასვენებელი, სათამაშო, სასპორტო სივრცე მისწრება იქნებოდა და საამისო ადგილი ოქროს უბანს აქვს კიდეც — 1,5 ჰექტრამდე ფართობის(15913 კვ. მ.) მქონე ყოფილი სასპორტო მოედანი ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ კვარტალში. თუმცა, ეს სარეკრეაციო სივრცე ამ 10 წლის წინ გაანადგურეს და ახლა იქ, მოასფალტებული მოედანიღაა დარჩენილი.

ეს თბილისის თვითმმართველობის, ე.ი. მოქალაქეების, საკუთრებაში მყოფი ერთადერთი ადგილია არა მარტო ამ უბანში, არამედ გაცილებით დიდ არეალზე, სადაც გამწვანებული, დასასვენებელი სივრცის მოწყობა შეიძლება. ოქროს უბნელებმა რამდენჯერმე მიმართეს ქალაქის მმართველობას აქ პარკის მოწყობის მოთხოვნით. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქალაქის მმართველობას აღნიშნული კვარტალის არც გამოსყიდვა ჭირდება ვინმესგან, არც ადგილმონაცვლეობა — ის მოქალაქეებისაა. არც ხარჯია გასაწევი ისეთი, თბილისის მმართველობამ რომ ვერ იტვირთოს.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ აქ, ტრანსპორტით გადაჭედილ ქალაქის ისტორიულ უბანში, პარკის მოწყობა ამოასუნთქებდა არა მარტო ოქროს უბნის მაცხოვრებლებს, ეს მთლიანად თბილისის პრესტიჟსაც ერთი ორად აამაღლებდა.

ამიტომ სწორი იქნება, ქალაქის მერმა დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნა და აღნიშნულ ადგილას გააკეთოს პარკი.

იდეის ინიციატორები და გულშემატკივრები ოქროს უბნელებთან ერთად არიან:

ქალაქგეგმარების რეალური ლაბორატორია და საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები.

ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება.

გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ლინკზე და ხმა მიეცით ამ იდეას

ერთად გავაკეთოთ სიკეთე  https://bit.ly/2ur4MzI

ნანახია:(160)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ იძვრენს თავს »ქართველი ვაჟკაცი» საცობისგან(ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობენ ქართველი მძღოლები საცობისგან თავის დაღწევას. ვიდეო ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზეა გადაღებული. ორი


შეურაცხყოფას მე მოგებით ვუპასუხე! ნათია თოდუა

უღრმესი მადლობა რომ მთელი საქართველო ზეიმობთ ჩემთან ერთად! უბედნიერესი ვარ! #ძალაერთობაშია #ძალასიყვარულშია ასევე მსურს მოგიწოდოთ რომ უბრალოდ გავიხაროთ აწმყოთი, რომელიც ძალიან


„შუაღამის 3 საათი იქნებოდა“ — გოგა ჩანადირი

შუა ღამის 3 საათი იქნებოდა. სიოსა და ქარს შორს რომ არის, ისეთი ნიავი დაჰქროდა. ის ყავარჯენს დაყრდნობოდა. სახე გაქვავებოდა. ცისფერ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<