ფარაჯანოვი და ბევრისთვის უცნობი ისტორია, რომელიც „ჩაის სახლს“ უკავშირდება | Jolo.ge


ფარაჯანოვი და ბევრისთვის უცნობი ისტორია, რომელიც „ჩაის სახლს“ უკავშირდება

ფარაჯანოვი და ბევრისთვის უცნობი ისტორია, რომელიც „ჩაის სახლს“ უკავშირდება

თბილისში, ყველამ იცის, რომ საუკეთესო ადგილი ჩაის მოყვარულთათვის არის  Althaus-ის ქსელის ორი კაფე ჩაის სახლი ოპერასთან და ჩაის სახლი ქიაჩელზეპირველი შთაბეჭდილება ორივე ჩაის სახლში გაოცებით იწყება, ამ გაოცებას განსაკუთრებული სტილით გამორჩეული ინტერიერი იწვევს, რომლის დამსახურებითაც ხელოვნების ნიმუშში ხვდები

აქ მოხვედრილს კი  მაქსიმალურ კომფორტს გიქმნიან და უგემრიელესი ჩაით და უშუალო ურთიერთობებით გიმასპინძლდებიან.

ქიაჩელზე ამ მყუდრო გარემოს იადონის გალობა აფერადებს, აქვეა სტუმრების საყვარელი ადგილი -„სურნელოვანი აივნები“… ოპერასთან კი უნებურად თბილისის იტალიურ ეზოში აღმოჩნდები, რომელსაც სარეცხის თოკზე გაფენილი კაბები და აივანზე გასამზეურებლად გადმოფენილი საბნები ამშვენებს.

პირველ შთაბეჭდილება-გაოცებას ნელ-ნელა სხვადასხვა აღმოჩენებიც ენაცვლება…

ჭაღადქცეული “ტაშტი”, ცაში მონავარდე მერცხლები, ძველი, უკვე დავიწყებას მიცემული ნივთები…

წამიერად მიმტანი გოგონას ღიმილიანი მზერა გაფხიზლებს და მერე ისევ ინტერესით ათვალიერებ ირგვლივ ყველაფერს… აქ რამდენიმე დარბაზია და ყველა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული…

რამდენიმე წუთში მაროკოულ დარბაზში უგემრიელეს ჩაისაც აგემოვნებ, რომელიც  განსაკუთრებული არომატითა და სხვადასხვა ვიტამინით არის გაჯერებული. როგორც მოგვიანებით ჩაის სახლის მენეჯერისგან არკვევ 6 ინგრედიენტისაგან შედგება. აქვე შეგიძლია შეიძინო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოყვანილი 80-მდე სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაი.

 

თინა ნინიძე, ჩაის სახლის მთავარი მენეჯერიმაღალ ხარისხთან ერთად მრავალფეროვანი ასორტიმენტი იზიდავს ჩვენს მომხმარებელს. თითოეული უამრავი სასარგებლო და სამკურნალო თვისებით გამოირჩევა. აქ ყველა პროდუქტი ვიტამინებით არის გაჯერებული.

კომპანია ALTHAUS-ს , რომლის წარმომადგენლებიც ჩვენ ვართ მსოფლიოს ყველა საუკეთესო მეჩაიებთან აქვს კავშირი. ჩვენ, ALTHAUS-ის სრული ასორტიმენტი, გვაქვს წარმოდგენილი.

—  მითხრეს რომ გაქვთ გენიოსების ჩაიც … 

— კი, ნამდვილად ნახავთ ჩვენთან „გენიოსების ჩაის“. ეს არის ჩაი, რომელიც მხოლოდ ჩრდილში მოდის, მზის სხივი საერთოდ არ ხვდება, შესაბამისად ნიადაგიდან მაქსიმალურად იღებს მინერალს რომ იკვებოს. ეს არის ელექსირი ტვინისთვის, რომელსაც „გენიოსების ჩაის“ ეძახიან.

როდესაც ყოველდღიურად ამ მინერალებით გაჯერებულ ჩაის მიირთმევ, რა თქმა უნდა კვებავ  ტვინს, და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის…

ასევე ძალიან მოთხოვნადია თეთრი ჩაი, რომელიც ისე მუშავდება, რომ  მისი ფერმეტაცია ფაქტობრივად არ ხდება, ინარჩუნებს ყველა მინერალს , ვიტამინს და არის გამაჯანსაღებელი თვისებების მატარებელი.

ჩვენთან არჩევანი ამ მხრივ დიდია და სტუმარს სასურველის შერჩევაში აქ მომუშავე ბიჭები და გოგონები ეხმარებიან.

როგორც ვიცი ძირითადად სტუდენტები მუშაობენ, რამდენად  კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას?

-სტუდენტების დასაქმება ერთ-ერთი მთავარი თემაა ჩვენთან.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თბილისის მასშტაბით ეს ერთადერთი ობიექტია, რომელსაც სამუშაო გამოცდილების გარეშე აჰყავს ადამიანი და პრაქტიკის პერიოდში გადასახადს უხდის.

ვისთვისაც ეს პირველი სამუშაო გამოცდილებაა, ძალიან შრომატევადია და რთულია, აქ არის ფიზიკური და მორალური დატვირთვა ერთდროულად. თუმცა, ყველაფერი საუკეთესოდ გამოსდით.

თბილისში, სხვადასხვა ჩაის კომპანიაა, მაგრამ ვერსად ნახავთ ისეთს, სადაც თანამშრომლები ასე კარგად ერკვეოდნენ თითოეული ჩაის შემადგენლობაში. გარდა პროფესიული ცოდნისა  აქ ისინი ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც იღებენ.

სამსახური არის სულ სხვა გამოცდილება და დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული მე და ჩემ თანამშრომლებს, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი ურთიერთობაში, რასაც  აქ მოსულ სტუდენტებს ვასწავლით.

აქ სწავლობენ ნდობას, ერთმანეთის პატივისცემას, გუნდურობას… თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლების ურთიერთობა ერთმანეთთან.  უამრავი ნიუანსია…

ჩვენი მიზანია, როდესაც თავიანთი პროფილით, ან სხვა სამსახურში მოეწყობიან, ეს მოდელი აქედან გაიტანონ და უკვე თავადვე დანერგონ.

ეს ღიმილი, ეს ბზინვარე თვალები შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც ძალიან უყვარს ეს სფერო. ასეთი კი საქართველოში მიმტანის პოზიციაზე მომუშავე მე ძალიან ცოტა მეგულება. ყოველთვის იგრძნობა რომ ადამიანი ამას აკეთებს ვალდებულების გამო. აქ კი ამას აკეთებენ იმიტომ რომ გულიდან მოდის…

ამგვარი დამოკიდებულება აქ ისწავლეს.

თითოეულმა იცის რომ მაქსიმალურად უნდა იყოს დადებითად განწყობილი ადამიანის მიმართ, ამისთვის მარტო ღიმილი არ კმარა, ეს შიგნიდან უნდა მოდიოდეს, უნდა იგრძნობოდეს შენი კეთილგანწყობა და დადებითი მუხტი.

ეს დადებითი მუხტი, რომელზეც საუბრობთ აქ შემოსვლისთანავე იგრძნობა და იმ განსხვავებულ გარემოს დავაბრალე რომელშიც მოვხვდისხვადასხვა დარბაზები ძალიან შთამბეჭდავია

-დარბაზებით მოწყობა დიზაინერ გუგა კოტეტიშვილის იდეაა, ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. გუგამ ერთ სივრცეში მოაქცია, როგორც დასავლური ისე აღმოსავლური გარემო, აქ ეზიარებით შუააზიურ კულტურას, ნახავთ ვარდებითა და ბუნებრივი საღებავებით მოხატულ მაროკოულ დარბაზს, გვაქვს ქართული დარბაზიც, სადაც ქართული ჩაის მუზეუმის გაკეთება იგეგმება. ჩვენ ხომ ღვინის ქვეყანასთან ერთად ჩაის ქვეყანაც ვართ. მსოფლიოში სულ 6 ქვეყანას მოჰყავს ჩაი და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა… ამ მუზეუმში ჩვენი სტუმარი ბევრ სიახლეს გაეცნობა. ასევე შეგიძლიათ მოხვდეთ მეოცე საუკუნის 60-იანი წლების საბჭოთა დროშიც…

შემოსასვლელიც განსხვავებული გაქვთ

-კომპანიას წლების მანძილზე ოცნებად ჰქონდა სახლი, დიდი საკუთარი ეზოთი, ამიტომ გადაწყდა, რომ აქ შემოსასვლელი გაკეთებულიყო კარ-ფანჯრის გარეშე და ეს ყოფილიყო ეზო. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და „ჩაის სახლის“ იდეის ავტორმა მიაგნო კომპანიას, რომელიც სპეციალური დანადგარის მეშვეობით ღია სივრცის გათბობას ახერხებს და სითბოს კედელს ქმნის. ამიტომ  ზამთარ-ზაფხულს ეზო არის ღია. ამ ეზოშივე მდებარეობს ჩაის მაღაზია.

აქედან შევდივართ დარბაზში რომელსაც გუგამ იტალიური ეზო დაარქვა, სადაც ყველა დეტალი ისე არის მოწყობილი, რომ სტუმარს მართლაც იტალიური ეზოს შთაბეჭდილებას უქმნის.

ბევრი რამ ფარაჯანოვის ცხოვრებითა და შემოქმედებით არის შთაგონებული…. ეს ბევრმა არ იცის …

ჭერზე ტაშტიც ფარაჯანოვისგან აღებული დეტალია, ფარაჯანოვს ტაშტისგან იმ ეზოში, რომელშიც ცხოვრობდა ფანტანი ჰქონია გაკეთებული.

სარეცხზე ყველას თავისებური რეაქცია აქვს. ადამიანები, რომლებიც პირველად გვსტუმრობენ გაოცებულები ათვალიერებენ, ძველები კი ხუმრობენ — კიდევ არ გაშრაო?

აქ უამრავი პატარა დეტალია, რომელიც შეიძლება ერთი მოსვლით ვერ შეამჩნიო. მაგრამ მთლიანობაში ზღაპრულ ატმოფეროს ქმნის. გუგას დიზაინი ამითი გამოირჩევა, არ გბეზრდება…  ყოველი მოსვლისას რაღაც სიახლეს პოულობ და ახალ აღმოჩენებს აკეთებ…

დეა თავბერიძე

  

 

 

 

 

 

ნანახია:(428)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


Related Articles

„ოროსნობიდან“ წარმატებამდე — ბესიკ ფირცხალაიშვილის საინტერესო გზა …

კრეატიულობა დიზაინში  მისი სუსტი წერტილია, დამკვეთთან მიმართებაში კი მთავარი „ფიშკა“… უყვარს ყოველი დეტალის განსხვავებულად წარმოჩენა და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საგნებისთვის


ტელევიზიაზე უზომოდ შეყვარებული ყველაზე პატარა ჟურნალისტი აკადემიური გადაცემით

პირველი სურვილი 10 წლისამ აიხდინა, მიზანი დასახა, გუნდი შემოიკრიბა, სპონსორი მოიძია, ვიდეო კამერა იყიდა და „ფილმიც გადაიღო“…   ეს ბიჭი


„მისი დიდი წვლილია იმაში, რომ მე დღეს წარმატებული და ბედნიერი ქალი ვარ“…

თქვენ მოისმენთ დღეს საკმაოდ ცნობილი ბრენდის, — „ჭი—ტას“ დამფუძნებლის  ხათუნა ჩხიკვაძის ისტორიას და შეიტყობთ თუ, როგორ გადაიქცა სათამაშოების მაღაზიათა ქსელ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*