„ფანARTის“ საფესტივალო სივრცე სოციალურ ტელემედიას და კინემატოგრაფიას დაეთმო

by admin | Март 27, 2016 00:15

ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა აუდიტორიას სასწავლო ფილმი წარუდგინა და მასტერკლასი გამართა თემაზე -„ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები“. უფროსმა კოლეგამ დამწყებ ჟურნალისტებთან მაუწყებლების ქცევის კოდექსზე, ჟურნალისტურ ეთიკაზე, პროფესიული ნიშნით ქცევის ნორმებსა და გადაწყვეტილებების მიღებაზე იმსჯელა.

gogმასტერკლასის შემდეგ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში 5 საფესტივალო კინოფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმების სელექციაში რეჟისორი გოგი დოლიძე იყო ჩართული.

მისი გადაწყვეტილებით 2016 წლის მონაწილეები გახდნენ: გვანცა ჟღენტი — „პირველი მამონტი“, ანანო მჟავანაძე -„შატალო“, გიორგი გიუნაშვილი -„სიცოცხლის წვეთი“, გიორგი ფსიტიძე -„ტიფლისიდან თბილისამდე“, სოფო ჭინჭარაული -„5 პური და 2 თევზი“.toma

 

ხვალ ფესტივალი როკს და ალტერნატივას დაეთმობა. ცენტრის კინოდარბაზის სცენაზე დამწყები მუსიკოსები- ანა ცუცუნაშვილი და თათია ყურაშვილი წარსდგებიან.

კონცერტს კონსულტანტი ნიკა კოჩაროვი თავისი პერფორმანსით დაასრულებს.

დასაწყისი 20:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში (ვაჟა-ფშაველას 76ბ).

დასწრება თავისუფალია.

mtavariiii

ნანახია:(26)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/panarti-telemedia-gogi-dolidze/