„ფანARTი“ ახალგაზრდების წარმოჩენის ფესტივალი | Jolo.ge


„ფანARTი“ ახალგაზრდების წარმოჩენის ფესტივალი

„ფანARTი“ — ფესტივალი, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალებას აძლევს და ასევე მათ პოპულარიზაციაზე ზრუნავს 24 მარტს საზეიმოდ გაიხსნა.

ამ კეთილ საქმეს  ნიკოლოზ რაჭველმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა 4 წლის წინ ჩაუყარეს საფუძველი. მას შემდეგ მრავალჟანრობრივი ფესტივალი, რომელიც ხელოვნების 10 მიმართულებას მოიცავს ყოველწლიურად იმართება და კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ფესტივალი 8 დღეს მოიცავს და 31 მარტს სრულდება.

bichiპირველი დღე საავტორო კლასიკურ მუსიკას დაეთმო. საღამო ფესტივალის გასული სეზონის რჩეულმა 15 წლის პიანისტმა და კომპოზიტორმა სანდრო ნებიერიძემ საავტორო სონეტით გახსნა.


სანდრო ნებიერიძე:
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალია, თუნდაც იმიტომ რომ ფაქტობრივად ხელოვნების ყველა სფეროს მოიცავს და ახალგაზრდა შემოქმედებს გზას უკვალავს. ჩემი აზრით ვისაც შეუძლია და უნდა ხელოვნების გზას გაჰყვეს ამ ფესტივალში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს. შარშან მე გავხდი „ფანARTი“-სა დაTBS ბანკის რჩეული. რამაც ძალიან დიდი იმპულსი მომცა“…

საკუთარი ნაწარმოებებით მაყურებლის წინაშე ახალგაზრდა შემსრულებლები სოფო საღარაძე და ციცი კიკაბიძე წარსდგნენ.

ღონისძიებას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კულტურული და სპორტული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე უძღვებოდა.

gogo gogo2

თეა ყიფშიძე: „მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წელს ბევრი სიახლე გვაქვს. დავამატეთ ფოლკლორი, სტენსილი, ქანდაკება, ასევე სოციალური მედია… ისეთი მიმართულებები, რომლებიც ახალგაზრდებში პოპულარობით საგებლობს.  წლევანდელი კონსულტანტები გაცილებით მკაცრები არიან, ისინი ცდილობენ რომ რჩეულთა შორის რჩეულები აღმოაჩინონ… ამიტომაც ფესტივალის მონაწილეების რაოდენობა შეიძლება წელს შარშანდელზე ნაკლები იყოს, მაგრამ ხარისხრობრივად გაცილებით მაღალი“.

cagarelდამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორმა თამარ კირვალიძემ და დღევანდელი დღის კონსულტანტებმა დავით შამანაურმა და გიორგი ცაგარელმა.

გიორგი ცაგარელი: „წელს ავარჩიეთ ისეთი ახალგაზრდა კომპოზიტორები, რომელთაც აქვთ შანსი, რომ მათი მუსიკა გახდეს პოპულარული და ამ ნაწარმოებების შესრულება მოინდომონ არა მატო ახალგაზრდა , არამედ პროფესიონალმა მუსიკოსებმაც.  მიხარია რომ უკვე მეორე წელია მეძლევა საშუალება გავიცნო ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, ჩვენი მიზანია მათ ყველანაირად შევუწყოთ ხელი, რომ მათი ნაწარმოები გაიცნოს ფართო აუდიტორიამ.“

საღამო კამერული ორკესტრის-Georgian Strings-ის კონცერტით დასრულდა.

 

ნანახია:(9)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

კეთილი საქმე ზემო აჭარაში

12 აპრილს, 12 საათზე შუახევში ჭვანის სასოფლო ბიბიოთეკა გაიხსნება. საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მწერლები ტარიელ ხარხელაური, ჯემალ ინჯია,


„ძირგამძვრალი ფეხსაცმელი“ — ზღაპრული დასასრულით

ამ უცნაურ და საინტერესო ისტორიას საფრანგეთში მცხოვრები სულა სულაშვილი მისთვის დამახასიათებელი იუმორით აღწერს. ამბავი, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავ და პოზიტიური


ათი ცხოვრებისეული ფრაზა ოთარ ჭილაძისგან

1 ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*