„ოროსნობიდან“ წარმატებამდე – ბესიკ ფირცხალაიშვილის საინტერესო გზა … | Jolo.ge
Something went wrong with the connection!


„ოროსნობიდან“ წარმატებამდე – ბესიკ ფირცხალაიშვილის საინტერესო გზა …

„ოროსნობიდან“ წარმატებამდე – ბესიკ ფირცხალაიშვილის საინტერესო გზა …

კრეატიულობა დიზაინში  მისი სუსტი წერტილია, დამკვეთთან მიმართებაში კი მთავარი „ფიშკა“… უყვარს ყოველი დეტალის განსხვავებულად წარმოჩენა და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საგნებისთვის უჩვეულო სტატუსის მინიჭება. წლებია უკვე ინტერიერის დიზაინზე მუშაობს და თავისი ნამუშევრებით სხვების გაოცებას შეჩვეულია…  ექსკლუზიური დიზაინი და სივრცის პრაქტიკულად გამოყენება ბევრისგან გამოარჩევს. მასზე ასე ხუმრობენ კიდეც – ბესიკს ისეთი ხელები აქვს კედელსაც აამეტყველებსო …


kre

 

ბესიკ ფირცხალაიშვილი, სწორედ ამ ხელების დამსახურებით მოხვდა წლების წინ საფრანგეთში, 7 წელი იცხოვრა, საკმაო გამოცდილებაც შეიძინა და პერსპექტიული შეთავაზებაც მიიღო, მაგრამ ბოლოს, რატომღაც ისევ საქართველოში დაბრუნება არჩია  – „ჩემი მიწის ჩიჩქნა მირჩევნია, სხვა ქვეყანაში განცხრომით ყოფნასო“ – ამბობს. მიღებული გადაწყვეტილება ვერც ოჯახის წევრებმა შეაცვლევინეს და ვერც ახლო მეგობრებმა… ასე დაუბრუნდა ჯიუტი გურული თავის მიწა-წყალს და აქ თავისი საქმიანობა წამოიწყო. 

kre1

 

 

დიზაინერ-პრაქტიკოსი დღეს ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელიც გახლავთ … ამაზე ცოტა გვიან… მანამდე კი შემოქმედი ბიზნესმენის ცხოვრების დეტალები, რომლის გაცნობისას შეიძლება ცოტა უცნაურადაც მოგეჩვენოთ ის ფაქტი, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა ჩვენმა რესპონდენტმა „ოროსნობით“ დაიწყო…

 

 

ბესიკ ფირცხალაიშვილი: დედაჩემს ეუბნებოდნენ,- ქალბატონო, თქვენ რომ კეთილშობილი ქალი ბრძანდებით, სწორედ ამას ვითვალისწინებთ და ამიტომ ვამთავრებინებთ სკოლას, თორემ თქვენი შვილი ღირსი არ არისო. მართლებიც იყვნენ, არ ვსწავლობდი არ ვკითხულობდი, სულ ქუჩაში ვიყავი…

ასე „გაჭირვებით“ დავამთავრე სკოლა, ამას აღნიშვნა, ხომ უნდოდა და რაჭაში გავემგზავრე დასასვენელად. განტვირთვა მოვუწყვე თავს… იქ კი მამაჩემმა ჩამომაკითხა- გილოცავ, ტექნიკუმში ჩააბარეო. ასე აღმოვჩნდი რადიო სატელევიზიოზე და დავეუფლე ტელერადიო აპარატურის შეკეთებას… უკვე აღარ ვზარმაცობდი… მომწონდა ის რასაც ვაკეთებდი…

-ანუ სკოლისგან განსხვავებით, ტექნიკუმში საწავლა ბევრად საინტერესო აღმოჩნდა?

-საინტერესო და კარგი პედაგოგი შემხვდა, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე… დამსვა, რაღაცები ამიხსნა, მასწავლა, მოეწონა, შემაქო – რა კარგად გამოგდისო. როცა მივხვდი, რომ რაღაც შემიძლია, ვიჯექი და ვსწავლობდი ყველაფერს. 2 წელში  წითელი დიპლომი მომცეს და გზა დამილოცეს… მერე  მოსკოვში აღმოვჩნდი და საინჟინროზე გავაგრძელე სწავლა…  7 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულს რაღაც ჩემი მინდოდა მქონოდა… ცუდი პერიოდი იყო მაშინ ჩვენთან – ომი, სროლა, გაუგებრობა… მე ბათუმში  ვიყავი…  ჯერ ხის დამუშავებასა და ავეჯზე ვმუშაობდი, ხეზე ჭრას ვაკეთებდი. მერე მივხვდი, რომ შემიძლია საკუთარი საამქრო მქონდეს. წამოვიყვანე ქარხნიდან ბიჭები და ავამუშავე. საქმე თავიდან კარგად მიდიოდა, მერე წამოვიდა ირანისა და თურქეთის ავეჯი და ჩაკლა ბიზნესი.

-და საამქრო დახურეთ?

-დავხურე, რომ გამაგრძელებინა ხელით ნამუშევარს ფასი ყოველთვის ექნებოდა, მაგრამ რაღაც ცვლილებაც მინდოდა და შევქმენი სარეკლამო კომპანია. რეკლამები გადაიზარდა დიზაინში, დავიწყეთ რემონტები, ვიყავი ასლან აბაშიძის გვერდით  და სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობდი. ბათუმის სტადიონიდან დავიწყე, მერე გამოჩნდა უამრავი შემკვეთი, ეს იყო ძირითადად ასლანის გარემოცვა –  მათი ბინები, ოფისები, მაღაზიები, მშვენივრად ვგრძნობდი თავს… რევოლუციის შემდეგ აირია ყველაფერი… თუმცა, მე უკვე მანამდე მომიხდა გამგზავრება საფრანგეთში.

beso5-საფრანგეთში როგორ აღმოჩნდით ?

– ერთ ბედნიერ დღეს ბათუმის ბულვართან ტაქსი გჩერდა და თეთრწვერიანი მოხუცი ტურისტი გადმოსვა, ორ ახალგაზრდასთან ერთად. იდგნენ დაბნეულები და აქეთ-იქეთ იყურებოდნენ. ვერ არკვევდნენ საით წასულიყვნენ… მივედი, ფრანგი აღმოჩნდა შვილთან და დიშვილთან ერთად… ქართულისა და რუსულის გარდა არაფერი ვიცოდი, არც მათ იცოდნენ ჩემი ენა. ხელით ვანიშნე სად იყო ბულვარი, ზღვა, მერე ჟესტიკულაციით მივახვედრე, რომ გვერდით კაფე იყო, სადაც ჩემი მეგობარი მხატვრები იკრიბებოდნენ, რომლებმაც ინგლისური იცოდნენ, მათ შორის ჩემი ძმაც.

შევიყვანე კაფეში, აღმოჩნდა რომ უნდათ საქართველოს დათვალიერება… დავტოვეთ ჩვენთან… ჯერ ერთმა მეგობარმა მიიპატიჟა, მერე მეორემ… გაგიჟდა კაცი, არ ელოდა უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხისგან ასეთ სტუმართმასპინძლობას. მერე თბილისში წავიყვანეთ ჩვენი მანქანით, ვამოგზაურეთ… კარგი ვასვით, კარგი ვაჭამეთ, როგორც ქართველებმა ვიცით… თავისთავად დავმეგობრდით…

მეორე ჩამოსვლაზე თავისი მეგობარი ჩამოიყვანა, მერე ჩემი ძმა მიიწვია პარიზში, მხატვარია და გამოფენა გაუკეთა… მერე მე შემომთავაზა წამოდი, ჩემს კომპანიას შენისთანა კაცი ძალიან სჭირდება, ოქროს ხელები გაქვსო… სამონტაჟო კომპანია ჰქონდა. რომელშიც თითქმის ყველაფრის დამონტაჟება შედიოდა  – კონდიციონერი, კარ-ფანჯარა, ფარდა ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი… თითქმის ყველაფერი ის, რაც ვიცოდი და რაც კარგად გამომდიოდა… ხელმარჯვე ოსტატი ხარო – მეხუმრებოდა…

თავისი ხედვიდან გამომდინარე ალბათ მართალიც იყო. ჩვენ გვაქვს ის, რაც ევროპელებს არა აქვთ. იქ ერთი ხაზით აქვთ განათლება მიღებული, ამიტომაც დაბრკოლება თუ დახვდა ვერ გადალახავს ვერანაირად, ამისთვის მთელი კონსილიუმი უნდა გამართონ და თავი იმტვრიონ რა ვუყოთ ამ პრობლემასო. თუ მაგალითად რაღაც არის 5 სმ-ით მოკლე და ჩვენ იმ 5 სმ-ს რაღაცით ამოვავსებთ, იქვე ობიექტზე გადავხერხავთ, გადავაკეთებთ. ისინი ამას არასოდეს გააკეთებენ, დააბრუნებენ და თავიდან შეუკვეთენ.

beso3– ანუ საჭირო კაცი აღმოჩნდით საჭირო დროს

-ასე გამოდის, მარტივადაც გავემგზავრე, ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. 7 წელი ვიცხოვე მასთან, ბევრი რამ ახალი აღმოვაჩინე… ქართველივით ყოველ  დღე სტუმარი ჰყავდა, ალბათ იმიტომაც დაინტერესდა ჩვენით…

მე ასე მაცნობდა სტუმრებს. გაიცანით ჩემი ქართველი მეგობარი ბესო, გვარს დაამახინჯებდა, ფირცხალაიშვილს ვერ ამბობდა… მერე ასე წარმადგენდა – იცით, რომელი ქვეყნიდან არის? სადაც არც შუქია, არც გაზი, ეკონომიკა ნულზე აქვთ, მაგრამ ყველა ოჯახს აქვს სახლში პიანინო, გაგიკვირდებათ და დაკვრაც ყველამ იცისო… თავიდან მიკვირდა, რატომ აოცებს ჩვენი პიანინო და მუსიკის გაკვეთილები-მეთქი. მერე მივხვდი -მუსიკის პედაგოგის აყვანა მათთან ძალიან ძვირი სიამოვნებაა… ის ფაქტიც აგიჟებდა ამ უშუქობისა და უგაზობის ფონზე ყველა ოჯახში რომ საოცარ სუფრებს უშლიდნენ, ეს როგორ ხდებაო კითხულობდა. მერე მეგობრებს უყვებოდა, ამათთან მაგიდაზე რას არ ნახავ, მთავარია ინატრო, ჯადოსნური ქვეყნიდან არისო.

ბევრმა საქართველო არც იცოდა სად იყო… მერე ბევრი მათგანი ჩამოვიდა რომ ახლოს გაეცნო ჩემი მასპინძლის მიერ აღწერილი ეს ჯადოსნური ქვეყანა…

მის სახლშიც ქართული კუთხე მოვაწყვე. დაფნის, ზაფრანის, წიწაკის აცმა, ხის ფიალები, დოქები, ლობიოს ქოთნები, ხის კოვზები, ყანწები, ჭურები. ქართული სული ტრიალებდა. ძალიან მოსწონდა, პატარა ჭურით დაალევინებდა სტუმარს ღვინოს და ეტყოდა, ამაში ქართველები ღვინოს ასხამენ და ინახავენო… ფრანგებს უკვირდათ, – როგორო.  არადა ღვინის ქვეყანად ითვლება საფრანგეთი და კითხულობდნენ, – ჭურში ღვინოს რა უნდაო…

ძირითადად თავისუფალი დრო მქონდა. როდესაც სადღაც რაღაც პრობლემა შეიქმნებოდა, ჩემს კრეატიულ იდეას ჩავაგდებდი, გადავაკეთებდი და პრობლემას ვუხსნიდი… თან ვმუშაობდი, თან ვერთობობდი, თან ქართველებთან ვურთიერთობდი, ყოველ სამ თვეში საქართველოში ვიყავი.

bes2-საფრანგეთიდან წამოსვლა, რატომ გადაწყვიტეთ?

-არ ვფიქრობდი წამოსვლას, მაგრამ რაღაც მომენტში დადგა საკითხი, ან იქ უნდა ვყოფილიყავი და მათ წინადადებაზე უნდა მომეწერა ხელი, ან უნდა წამოვსულიყავი. მე და ჩემი ფრანგი მეგობარი ძალიან დავახლოვდით. იმდენად, რომ კომპანია იურიდიულად მე უნდა გადმომებარა და წარმემართა, პენსიაში გადიოდა და არ ეძლეოდა მუშაობის უფლება. ამ საქმეს შენზე უკეთ ვერავინ მიხედავსო… ასევე იყო მეორე შემოთავაზებაც,  ჰყავდა მეგობარი, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე იყო პარიზში. იქ შეფ-მზარეულის ადგილს მთავაზობდნენ…

ჩემი იქ ცხოვრების პერიოდში მისი ბევრი მეგობარი გავიცანი. ხშირად ქართული კერძებითაც ვუმასპინძლებოდი მათ.  გურმანი ვარ, ჭამა მიყვარს და კეთებაც. გავაკეთე ბაჟე, საცივი, თევზი ქინძმარში, ცალკე ბაჟეში და გადამერია ხალხი… მისი მეგობარი ისე  მოიხიბლა რესტორანში შეფ პოვრობა შემომთავაზა. ზუსტად ერთი პერიოდი დაემთხვა, ან ერთი საქმე უნდა ამეღო, ან მეორე.  ფაქტობრივად ასეთი ტუზი რომ ვთქვა დღეს ბარეულს არ დაეცემა შუა პარიზში. ორივეზე უარი ვთქვი.

-რატომ თქვით  უარი, მაშინ როდესაც  ფაქტობრივად აწყობილი გქონდათ საქმე?

-ძალიან მარტივად და ძალიან მალე მივიღე გადაწყვეტილება. წლები დამჭირდებოდა იმისთვის, რომ იქ ოჯახი წამეყვანა და ისე ამეწყო ყველაფერი როგორც მსურდა. მე ყველაფერი მინდა ამ წუთში, ვჩქარობ ყოველთვის, ჩემი ეზოს მიწის ჩიჩქნა მერჩივნა ლოდინს… მენატრებოდა ჩემი ქვეყანა… აქ მინდოდა…

-საფრანგეთში ცხოვრებისა და მუშაობის 7 წელმა რა მოგცათ?

-ბევრი რამ, მათ შორის მუშაობის კულტურა… ასევე იმის შეგრძნებაც თუ რა არის ჩვენი სილამაზე. რასაც აქ ცხოვრების დროს ვერ ვამჩნევდი… აქ დაბრუნებულმა ბევრი რამ სხვანაირად აღვიქვი, თბილისი ულამაზესი ქალაქი ყოფილა, ბათუმიც… საფრანგეთიდან როდესაც ჩამოვედი ბათუმის ძველ უბნებს დავუყევი ფეხით და ბევრ რამეს მივხვდი, ეს სილამაზე სხვანაირად დავინახე, სხვანაირად აღვიქვი, სხვანაირად შევიგრძენი…

ბიზნესის  კუთხით კი მე თუ დღეს რამეს კარგად ვაკეთებ ეს საფრანგეთის დამსახურებაა. იყო ზედმიწევნით ორგანიზებული სიტუაცია… ჩემს ფრანგ მეგობარს, ყოველი საქმე, წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა გაწერილი, რაც თავიდან ძალიან მაოცებდა, ჩვენ ეს არ ვიცით. მიკვირდა სქმე ორ თვეში აქვს გასაკეთებელი და ახლა რა დროს ამაზე ლაპარაკია-მეთქი. მერე შევეჩვიე და შევითვისე კიდეც საქმისადმი ამგვარი მიდგომა. იქ ბევრ რამეს მეტ ყურადღებას აქცევენ, მათ შორის ადამიანის უსაფრთხოებასაც. არის სერიოზული დაზღვევები. ბევრი რამეა  რაც ადამიანმა შეიძლება თავის კომპანიაში გაითვალისწინოს. რაც შემიძლია, ვცდილობ დავნერგო, თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარული ვარ და შემომაქვს კიდეც.

bar3 bar4

-თქვენი კომპანიის შესახებ რას მეტყვით?

– აქ ჩამოსულს ერთადერთი რაც მინდოდა ეს იყო კარგი პარტნიორი, აღმოავაჩინე პიროვნება რომელიც ფაქტობრივად ჩემი სფეროთი იყო დაკავებული და თანამშრომლობა შევთავაზე. შევაჯერეთ ჩვენი ქონება მე მქონდა მხოლოდ და მხოლოდ ეს გამოცდილება, რისთვისაც მივიღე 25 %, თვითონ, ვინაიდან კაპიტალდაბანდება განახორციელა 75 % დაიტოვა… მოგვიანებით, უკვე  დამოუკიდებლად მეორე ფირმა გავხსენი, 100% მფლობელობით. ეს არის სტუდიო ბორისოლი. მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდით, რომელიც მომხმარებელთა მოთხოვნას მაქსიმალურად აკმაყოფილებს. სტუდია მთავარი წარმომადგენელი იყო საფრანგეთის ისეთ კომპანიებში, როგორიცაა „New Matt“, „Prstige Design “,ასევე შვეიცარიაში  კომპანია „Clypso“-ში, რის შედეგადაც გადაეცა ხარისხის სერთიფიკატი და დაიწყო დამოუკიდებელი მუშაობა საქართველოს ბაზარზე.

bar bar2

-რას სთავაზობს მომხმარებელს ბორისოლი?

-ბევრ რამეს (იცინის) … უმაღლესი ხარისხის ფრანგული წარმოების გასაჭიმ ჭერებს, რომელიც ფერთა დიდი არჩევანითა და ფაქტურით გამოირჩევა. ბორისოლშივე შეგიძლიათ შეუკვეთოთ იატაკის ცენტრალური გათბობა. მეტალოპლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრები,  აივნის შემინვის სისტემები, მინის კარები და აქსესუარები, ვერტიკალური ფარდა–ჟალუზები, გარე დამცავი ჟალუზი, გარაჟის კარი დისტანციური მართვით, მინის მხატვრული ვიტრაჟები…
აქ ბევრი რამ კეთდება… კეთდება ხარისხიანად და რაც მთავარია განსხვავებულად…

bar5 bar6

-რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, როგორც ვიცი იქაც განსხვავებულად მუშაობთ და ყოველ დეტალს იყენებთ

-არ მიყვარს როცა უბრალოდ ლამაზი ელემენტია ინტერიერში, მე ვარ დიზაინერ პრაქტიქტიკოსი და ჩემს კლიენტებს ვიზუალთან ერთად ვთავაზობ კომფორტსაც. მე თუ ელემენტი შემაქვს ინტერიერში, ის აუცილებლად პრაქტიკაში უნდა გამოადგეს ადამიანს… სახლების უმეტესობა მიკეთებია სწორედ იმის გამო, რომ ამ ხედვას აფასებენ ჩემში, მიყვარს ფართის მაქსიმალურად გამოყენება, ბოლომდე არის დახვეწილი ყოველი კუთხე-კუნჭული. ცარიელ კედელსაც არ ვტოვებ, 20 სმ-იან ტიხარშიც კი რაღაცას ვაკეთებ, რაც ვიზუალურადაც ეფექტურია და ბევრად პრაქტიკულიც… თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრი რამის გაკეთების საშუალებას იძლევა, მთავარია, დაინახო, და გამოიყენო…

-რას ნიშნავს თქვენთვის საქმე, რომელსაც აკეთებთ?

-როცა ვმუშაობ მთელი ემოციებით ვარ სავსე, გუშინ ღამის 12-ზე წავედი სახლში. ვერ ვწყებოდი სამუშაოს… ეს ჩემი შემოქმედებაა და დიდი სიამოვნება… ახლა, რატომღაც ერთი ისტორია გამახსენდა. ჩემი ძმა პროფესიონალი მხატვარია, მეც ბავშვობაში რაღაცები დავხატე, რომელიც ძალიან მომეწონა და სიამაყის გრძნობით ჩემს ძმას წარვუდგინე, – აბა ნახე მეთქი… აღფრთოვანებას ველოდი… ეს რა ნაჯღაბნებია, ბუხარში შეყარეო -მითხრა. თუ ასე ფიქრობ, შეყარე-მეთქი. მართლა შეყარა. იმ დღეს ვთქვი რომ ცხოვრებაში არასოდეს დავხატავდი…

აღარ ვხატავ, თუმცა, ამ ჩემს მოზღვავებულ შემოქმედებას ინტერიერში ვიყენებ, რასაც ვეღარავინ ვეღარ მიბლოკავს.

მიყვარს ფერების არევა და უკვე დიზაინში გამოყენება. რაღაც ჩემი ხუშტურები მაქვს, თუმცა, იმიტომაც მეძახიან რომ სწორედ ეს ხუშტურები მოსწონთ.

მიყვარს რასაც ვაკეთებ და ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს… ბოლომდე ვიხარჯები და თითოეულ დეტალში ჩემს გულს ვდებ… სამუშაოს დასრულების შემდეგ მავსებს შემკვეთთა აღფრთოვანება და ემოციები… ეს დიდი სიამოვნებაა, ბედნიერი ვარ იმით რასაც ვაკეთებ…

დეა თავბერიძე

  http://www.borisol.ge/

ნანახია:(68)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

როგორ შევარჩიოთ საბავშვო ტორტი?

ნამცხვრის სახლი „AZZATO” მომხმარებლებს სთავაზობს საბავშვო ტორტების დამზადებას მათთვის სასურველი დიზაინით. ტორტები მზადდება 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისაგან და დახვეწილ ვიზუალთან ერთად,


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ექსტრემალი ბიზნესლედი

ცხოვრება, უამრავი თავგადასავალითა და  ბევრისთვის დაუძლეველი შიშის გადალახვით, რისკით, ადრენალინითა და  მაქსიმალური ექსტრემით,  პარარელურად კი დიდი ბიზნესი და შეუპოვრობით გაკვალული


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

როგორ განვსაზღვროთ დადებითი და უარყოფითი ველები ანუ გეოპათოგენური ზონები

იცოდით რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დისტანციურად, მხოლოდ ნახაზების საშუალებით არის შესაძლებელი დადებითი და უარყოფითი ველების ზონის აღმოჩენა? ქალბატონი მანანა ხითარიძე-დეისაძე


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*