ორი ანგელოზის ამბავი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს | Jolo.ge


ორი ანგელოზის ამბავი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

ორი ანგელოზის ამბავი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება! ამიტომ ცხოვრების მიერ მოზადებულ განსაცდელს ღირსეულად უნდა დავხვდეთ!

ორი მოგზაური ანგელოზი ერთი მდიდარი კაცის სახლში დარჩა ღამის გასათევად. ოჯახი არ იყო სტუმართმოყვარე და მათ არ მოისურვეს ანგელოზების სასტუმრო ოთახში დატოვება — ამის ნაცვლად, ისინი ცივ სარდაფში ჩაიყვანეს დასაძინებლად. როცა საწოლს უმზადებდნენ, უფროსმა ანგელოზმა კედელში ღრიჭო შენიშნა და შეაკეთა, უმცროსმა ანგელოზმა ეს დაინახა და მოისურვა გაეგო, რატომ მოიქცა უფროსი ანგელოზი ასე.

უფროსმა უპასუხა: «საგნები ისეთები არ არიან, როგორებადაც გვეჩვენებიან.»

მეორე ღამეს ანგელოზები დარჩნენ ძალიან ღარიბი, მაგრამ სტუმართმოყვარე კაცის და მისი მეუღლის ოჯახში. ცოლ-ქმარმა გაუნაწილეს ანგელოზებს ის მცირედი საკვები, რაც გააჩნდათ და უთხრეს, რომ მათ საწოლში დაეძინათ, სადაც მოახერხებდნენ კარგად გამოძინებას. გამოღვიძებისთანავე, ანგელოზებს მასპინძელი და მისი ცოლი მგლოვიარეები დახვდნენ, ისინი ტიროდნენ, რადგან მათი ძროხა, რომელიც ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, მკვდარი დახვდათ ბაგაში.

უმცროსმა ანგელოზმა ჰკითხა უფროსს: — ასე როგორ მოხდა, პირველს ყველაფერი ჰქონდა, შენ კი მიეხმარე, მეორეს ძალზე ცოტა გააჩნდა, მაგრამ მზად იყო ყველაფერი გაენაწილებინა და შენ კი დაუშვი ის, რომ მათ ერთადერთი ძროხა მოუკვდათ — რატომ?!

საგნები ისეთები არ არიან, როგორებადაც გვეჩვენებიან, — უპასუხა უფროსმა ანგელოზმა. — როცა ჩვენ სარდაფში ვიყავით, მივხვდი, რომ კედლის ღრიჭოში ოქროს განძი იყო, მისი პატრონი უხეშად დაგვხვდა და არ სურდა სიკეთის კეთება, მე შევაკეთე კედელი, რათა არ ეპოვა განძი, როცა მომდევნო ღამეს ჩვენ საწოლში გვეძინა, სიკვდილის ანგელოზი მოვიდა მასპინძლის ცოლის წასაყვანად, მე მას ქალის სანაცვლოდ ძროხა მივეცი…

საგნები ისეთები არ არიან, როგორებადაც გვეჩვენებიან. ყველაფერი არასდროს ვიცით… არის მხოლოდ ერთი რამ, რისიც უნდა გვჯეროდეს: ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, მხოლოდ ჩვენს სასიკეთოდაა! ამას დროთა განმავლობაში მიხვდები. ადამიანები შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში და მალევე მიდიან… ზოგი დიდხანს რჩება, მათთან ვმეგობრობთ მხოლოდ ერთი წამით, მაგრამ თითოეული ადამიანი და თითოეული მოვლენა ხდება ჩვენს ცხოვრებაში როგორც გაკვეთილი, როგორც მადლი , როგორც საჩუქარი.

გუშინდელი დღე ისტორიაა, ხვალინდელი — საიდუმლოება, დღევანდელი დღე აღარასდროს განმეორდება — სიცოცხლე უფლის საჩუქარია, საოცარია და თითოეული მომენტის გამო განუმეორებელი.

 

ნანახია:(450)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ოჯახი, რომელიც ლოდის ქვეშ ცხოვრობს…

მსოფლიოში უამრავი უცნაური ადამიანი არსებობს. ბევრს უყვარს უცნაური გადაწყვეტილებების მიღება, ზოგი ადამიანებთან კონტაქტს შეგნებულად გაურბის, ზოგსაც ბუნება იმდენად იზიდავს, ცდილობს,


«არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები»

არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები, რომლებიც სულ იყვნენ, სულ არიან და სულ იქნებიან შენში. ეს ადამიანები იმ დროს იბადებიან შენს ცხოვრებაში, რის


სასტუმრო კინგ გორგასალი — ძველი თბილისის მემატიანე

Hotel King Gorgasali, ძველ თბილისში სწორედ იქ მდებარეობს, სადაც ლეგენდა თბილისზე დაიბადა, ამიტომაც ეს ადგილი როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც გამორჩეულია.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<