fbpx

ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერება – დაოსური სავარჯიშო

ავტორი ჟოლო
374 ნახვა

ხანგრძლივი ჯანმრთელი ცხოვრებისათვის  მეტად საჭირო და ერთ-ერთი ცენტრალური დაოსური სავარჯიშოა იმუნური სისტემის გააქტიურების პრაქტიკა, რაც მდგომარეობს შემდეგში: სისხლის წითელი უჯრედებისა (ერითროციტები) და თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) წარმოების გაზრდა, მათი გავარჯიშება და ორგანიზმის დამცავ გამოცდილ მებრძოლებად ჩამოყალიბება, სადარაჯოდ მათი დაბინავება საგუშაგო პოსტებზე(ლიმფურ კვანძებში).

ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედები) ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად ითვლება ჟანგბადის გადატანა ფილტვებიდან ორგანიზმის ქსოვილებში და ნახშიროჟანგის უკუმიმართულებით გამოყვანა… ხოლო ლეიკოციტების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმის დაცვაა, ჭრილობის შედეგად ქსოვილის დაზიანებისას უჯრედშორისის სივრცეში გამოიყოფა განსაკუთრებული ნივთიერებები, რომლებიც იზიდავენ ლეიკოციტებს. კაპილარების კედლებიდან ბაქტერიებთან მებრძოლი ლეიკოციტები გამოძვრებიან. ისინი სხეულში შემოჭრილ ბაქტერიებს ცრუფეხებით შემოეხვევიან და მოინელებენ.

 სავარჯიშო შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან, რომლებსაც კიდევ თავისი ქვეპუნქტები აქვს

თავისებური სპეციფიკის გამო დამოუკიდებლად შესასრულებლად რთულია, თუმცა  ზოგადი  ინფორმაციისთვის  მაინც  გვაქვს გარკვეული მონახაზი, რომელიც  პირველი  შესრულებისთანავე  გარკვეულ  შვებას  ჰგვრის  ადამიანს.

1. სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების წარმოების გაზრდა:

ა) ვახდენთ  ძვლების გახურებას დედამიწის ენერგიით, მთავარი მაკონტროლებელი გავის ძვლის გახურებით… ამ დროს მოდუნებულ მდგომარეობაში მსხდომნი გავის ძვლიდან  წარმოსახვით ნეგატივს დედამიწაში ვუშვებთ, ასევე დედამიწიდანვე თანდათან ამოდის თბილი ენერგია ფეხების ავლით და ავსებს გავის ძვალს, რომლიდანაც შემდეგ უკვე მთელი ძვლები და ძვლოვანი სისტემა სასიამოვნოდ თბება…..

ბ) ძვლის ტვინის მაკონტროლებელი ადგილების(გავის ძვალი, თირკმელები, თავის ტვინის ქვედა მცირე ნაწილი, თავის ტვინის ზედა ნაწილი) გახურებას  ვახდენთ დედამიწიდან ამოსული დრაკონის მიერ ამ ხსენებულ ადგილებში ცეცხლის ჩაბერვის შედეგად …

დეტალურად: ხელების გახურება, თირკმელებზე მიდება და დედამიწიდან წარმოსახვით ამოსული დრაკონი ცეცხლს უბერავს ადამიანს გავის ძვალში, თირკმელებში, შემდეგ იქიდან მიჰყვება წელის მალებს და ეს სითბო თავის ტვინის ქვედა მცირე ნაწილსა და ტვინის ზედა ნაწილებს ათბობს, რაც ასტიმულირებს ძვლის ტვინში თეთრი და წითელი უჯრედების წარმოქმნას…

გ) ბარძაყის ძვლებზე ხელის მიდებითა და სიცილით, ღიმილით ძვლის ტვინის განთავისუფლება სტრესებისა და მავნე ენერგიისგან, წითელი და თეთრი უჯრედების წარმოების გასტიმულირება …..

დეტალურად:

ამ დროს ხელის თითებს ვადებთ ბარძაყის ძვლებს და ვუცინით, ვუღიმით ჩვენს ძვლოვან სისტემას მთლიანად და ბარძაყის ადგილიდან მთელი ძვლების მიმართულებით სტრესები იხსნება , განეწყობა დადებითი ენერგიისა და სისხლის უჯრედების წარმოქმნისათვის…

2.დამცავი ჯარისკაცების გამოწრთობა და ბლოკირებულ ადგილებში მათი შეყვანა;

ა)თიმუსი– მკერდუკანა, ჩანგლისებრი ჯირკვალი. იმუნური სისტემის ცენტრალური ლიმფურ-ეპითელური ორგანო, რომელიც Т-ლიმფოციტების განვითარებას აკონტროლებს. მისი გასტიმულირება..

დეტალურად:

თიმუსს მოვნიშნავთ თავის ადგილას  და მარჯვენა ხელის მუშტს გარკვეული რითმით —>>>> 1—2-3…… 1—2-3…..1—2-3 სამ-სამჯერ ვუკაკუნებთ მსუბუქად, საბოლოოდ  სულ  9  წყვილის  შესრულებაა საჭირო, რაც მას „გამოაცოცხლებს“- გაააქტიურებს და შემდეგ ამავე ადგილას ხელის თითების მიდებითა და ხმამაღლა სიცილით, ღიმილით ვადუნებთ, განვაწყობთ ლიმფოციტების განსავითარებლად  და  გასაკონტროლებლად. ბოლოს კი ვეფერებით და ვესაუბრებით , ვითხოვთ მასზე დაკისრებული მოვალეობის კარგად შესრულებას…..

ბ) მუცლის არე ადამიანის სხეულზე ერთ ერთი ყველაზე გადატვირთული და ბლოკირებული ადგილია. სპეციფიკური გულისრევის მსგავსი მოქმედებებითა და ხელების დახმარებით განვტვირთავთ ამ არეს დაგროვილი ნეგატივისგან და შემდეგ მასაც ასევე არხეინად ვუცინით, ვუღიმით ხელების დადებითა და მუცლის მოძრაობებით ვადუნებთ და დადებითი ენერგიით ვავსებთ. საბოლოოდ კი მოდუნებულ მდგომარეობაში წარმოვიდგენთ თუ როგორ შედიან ჩვენი დამცავი ჯარისკაცები თეთრი და წითელი უჯრედები აქამდე ძნელადშესასვლელ ამ ადგილებში ….(აქვე შეგიძლიათ დაავალოთ დამცავ ჯარისკაცებს თქვენი სხეულის წონის, წნევისა და ტემპერატურის დარეგულირებაც და თქვენთვის სასურველი შესაბამისი მონაცემები   უახლოეს ხანებში თქვენი ფიზიკური სხეულის დასაყენებლად)

3. ლიმფური კვანძების ადგილებში(კემპინგის ცენტრები) სისხლის თეთრი უჯრედების, დამცავი ჯარისკაცებისა და მაკონტროლებელი ე.წ.პოლიციის დაბინავება….

ლიმფას უცხო ანტიგენები ლიმფურ კვანძებამდე მიაქვს, სადაც იმუნური დაცვის ამაღლება ვითარდება. ამ უნარის წყალობით ლიმფური კვანძები წარმოადგენს ბარიერს როგორც ინფექციისთვის, ასევე სიმსივნური უჯრედებისთვის.

ლიმფურ კვანძებში წარმოიქმნება ლიმფოციტები – დამცავი უჯრედები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობს უცხო სხეულებისა და უჯრედების განადგურებაში.

ადამიანის ორგანიზმში ლიმფური კვანძების რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ასევეა განლაგებული იდაყვისა და მუხლის სახსრების მომხრელ ზედაპირებზე, იღლიის ფოსოებში, საზარდულის არეში და სხვა. კისრის ლიმფური კვანძები თავისა და კისრის არეში მდებარე ორგანოთა ინფექციისა და სიმსივნური პათოლოგიისგან დაცვას უზრუნველყოფს. ლიმფური კვანძები დიდი რაოდენობით არის გულმკერდისა და მუცლის ღრუებში. გამჭოლი ლიმფური კაპილარები აქვს არა მხოლოდ ზედაპირულ ქსოვილებს, არამედ შინაგან ორგანოებსაც. ლიმფური კვანძები, რომლებიც სისხლძარღვთა გასწვრივ არის განლაგებული, იმავე ფუნქციას ასრულებს.

მიყოლებით ვასრულებთ ამ სავარჯიშოს ბოლო სტადიას, სადაც ოთხი ძირითადი ადგილი გვაქვს გამოყოფილი :

ა) ლოყების ქვეშ ყელისზედა ნაწილზე ხელების მიდებით ვდუნდებით და წარმოვიდგენთ ამ ადგილებში ლიმფურ კვანძებში შესულ დამცავ ძალებს, რომლებსაც ვესაუბრებით და ვთხოვთ კარგად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი.

ბ) იღლიების ქვეშ ხელები და იგივე მოქმედებები;

გ) მუცლის არეში ხელების დადება და იგივე მოქმედებები;

დ) საზარდულის არეში ხელები და იგივე მოქმედებები …

ძალიან კარგი შედეგები აქვს ყველა მიმართულებით: ორგანიზმის დამცავი იმუნიტეტის ამაღლება და ჯანმრთელობა, სხეულის წონის დარეგულირება, სასურველი ტემპერატურისა და წნევის უზრუნველყოფის დავალება ორგანიზმის დამცავი ჯარისკაცებისთვის, მათი მართვა და ცნობიერი კონტროლი სხეულის ნებისმიერი დისკომფორტისას და ა.შ.  მეტად ეფექტური ვარჯიშია და შეგიძლიათ თავიდან ყოველდღე გააკეთოთ, შემდეგ კვირაში 2-ჯერ მაინც და გაიმეორეთ ხოლმე, ეფექტი გარანტირებულია მრავალი ასეულწლოვანი პრაქტიკების მანძილზე…

თავდაპირველად  შესასრულებლად  სჯობს  დაოსური  ჯგუფის  შეკრებაზე  შეასრულოთ, შემდეგ  კი  უკვე  ადვილი დასამახსოვრებელია და მხოლოდ 10-15 წუთი სჭირდება მის შესრულებას…..

მამუკა მანგოშვილი

დაოსური ცენტრის დამფუძნებელი საქართველოში

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment