ოპტიმისტური და პოზიტიური განწყობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს | Jolo.ge


ოპტიმისტური და პოზიტიური განწყობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ოპტიმისტური და პოზიტიური განწყობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ჰარვარდის მედიცინის სკოლის მეცნიერები აცხადებენ, რომ ჯანმრთელობისთვის დადებითი განწყობა მნიშვნელოვანია. ისინი დააკვირდნენ 70 000 ქალს. მეცნიერებს აინტერესებდათ ოპტიმიზმის დონე, ავადმყოფობა და გარდაცვალების რიცხვი.

„ჩვენი ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ აუცილებელია გავზარდოთ ოპტიმისტური განწყობის დონე. ის დაკავშირებულია უფრო ჯანსაღ ხასიათთან, ქცევასთან“, – აცხადებს მკვლევარი, ერიკ კიმი.

ალბათ თქვენთვის უცხო არ არის, რომ მხიარული განწყობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

40%–ით ნაკლებია შანსი, რომ ოპტიმისტები რაიმე დაავადებისგან გარდაიცვალონ. ინსულტისა და გულის შეტევის რისკი ამ კატეგორიაში 50%–ით დაბალია, ხოლო კიბოსგან გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებელი 16%–ით მცირდება. ამასთან, ოპტიმიზმი იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.

რატგერსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები თვლიან, რომ ოპტიმისტური განწყობა ხანგრძლივი ქორწინების მთავარი გასაღებია.

ამასთან, ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღი კვების რაციონსაც მაგალითად, დიაბეტის რისკს ამცირებს შემდეგი პროდუქტები: ნიგოზი, სანელებლები, ლობიო, ბოსტნეული.

ასე რომ, მეტი ოპტიმიზმი და პოზიტივი ერო 🙂

ნანახია:(175)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ოპტიმიზმი

Related Articles

გსურთ გათხოვდეთ სარფიანად? წაიკითხეთ ეს რჩევები…

  ბევრი ქალბატონის ოცნებაა გვერდით შეძლებული მამაკაცი ჰყავდეს, რომელიც შეძლებს ყველა სურვილი შეუსრულოს. ბევრი ფიქრობს, რომ სიმდიდრე ყველა პრობლემას გვაშორებს.


„ისწავლეთ თქვენი საყვარელი ადამიანების გამო დათმობა, გახდით გეითსები“

ჰარვარდიდან წამოსულმა ბილ გეითსმა დედას მისწერა წერილი: არ ინერვიულო, ჰარვარდიდან წამოვედი, მილიარდერი ვხდები! დაიქირავა ფარეხი და იქ წერდა მაიკროსოფტის პროგრამას.


ცნობილი ფოტოს გმირები ერთი წლის შემდეგ

ცნობილი ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ ასმევს წყალს გამხდარ, შავკანიან ბიჭუნას თეთრკანიანი ქალბატონი ინტერნეტმომხმარებლებში მძაფრ ემოციებს დღემდე იწვევს, თუმცა გავიდა ერთი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*