ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ორი რექვიემი შესრულდება

by Nino | 22 апреля, 2016 13:11

ხვალ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ორი რექვიემი აჟღერდება. «არა ტერორიზმს», ასეთია საღამოს მთავარი გზავნილი, რომელიც ტერაქტებსა და ომებში დაღუპულ ადამიანებს მიეძღვნება. სპეციალურად კონცერტისთვის ოპერის თეატრმა გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი ქრისტოფერ მაიერი მოიწვია.

ახლებური, თუმცა ტრადიციული იტერპრეტაცია, სწორედ ის, რაც სიკვდილის წინ მოცარტმა შექმნა. ასეთია გერმანელი მაესტროს რექვიემის საკონცერტო ვერსია.

მოცარტის ბოლო, დაუსრულებელი ნაწარმოები, იდუმალებით მოცული ისტორიის მქონე რექვიემი, ქართველი მსმენელისთვის მხოლოდ ერთი დღით სრულდება. უკვდავი რექვიემის საპრემიერო კონცერტს გერმანელი დირიჟორი ქრისტოფერ მაიერი უხელმძღვანელებს. 

ქრისტოფერ მაიერი: მოცარტის ეპოქაში მისი რექვიემი ეს იყო სრულიად ახალი, თანამედროვე მუსიკა, რომელიც მან შექმნა. ჩვენ ვცდილობთ ის ისეთივე ავაჟღეროთ როგორიც იყო. შევინარჩუნოთ ის, რაც ახლოს იქნება კომპოზიტორის სტილსა და ეპოქასთან.

მოცარტის უკვდავ მუსიკასთან ერთად თეატრში კიდევ ერთი თანამედროვე რექვიემი აჟღერდება. რექვიემი «უდანაშაულო მსხვერპლისთვის» კომპოზიტორმა ეკა ჭაბაშვილმა სამი წლის წინ დაწერა გერმანიაში ყოფნის დროს. ქართულ-ლათინურ ტექსტზე თანამედროვე ჟღერადობის ნაწარმოებს თავისი გზავნილი აქვს. ქართულ პრემიერაზე ოპერის წამყვან სოლისტების გუნდს და ორკესტრს თეატრის სამხატვრო ხელმძრვანელი დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს. 

 

 

 

 

ნანახია:(19)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/operisa-da-baletis-scenaze/