ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ორი რექვიემი შესრულდება | Jolo.ge


ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ორი რექვიემი შესრულდება

ხვალ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ორი რექვიემი აჟღერდება. «არა ტერორიზმს», ასეთია საღამოს მთავარი გზავნილი, რომელიც ტერაქტებსა და ომებში დაღუპულ ადამიანებს მიეძღვნება. სპეციალურად კონცერტისთვის ოპერის თეატრმა გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი ქრისტოფერ მაიერი მოიწვია.

ახლებური, თუმცა ტრადიციული იტერპრეტაცია, სწორედ ის, რაც სიკვდილის წინ მოცარტმა შექმნა. ასეთია გერმანელი მაესტროს რექვიემის საკონცერტო ვერსია.

მოცარტის ბოლო, დაუსრულებელი ნაწარმოები, იდუმალებით მოცული ისტორიის მქონე რექვიემი, ქართველი მსმენელისთვის მხოლოდ ერთი დღით სრულდება. უკვდავი რექვიემის საპრემიერო კონცერტს გერმანელი დირიჟორი ქრისტოფერ მაიერი უხელმძღვანელებს. 

ქრისტოფერ მაიერი: მოცარტის ეპოქაში მისი რექვიემი ეს იყო სრულიად ახალი, თანამედროვე მუსიკა, რომელიც მან შექმნა. ჩვენ ვცდილობთ ის ისეთივე ავაჟღეროთ როგორიც იყო. შევინარჩუნოთ ის, რაც ახლოს იქნება კომპოზიტორის სტილსა და ეპოქასთან.

მოცარტის უკვდავ მუსიკასთან ერთად თეატრში კიდევ ერთი თანამედროვე რექვიემი აჟღერდება. რექვიემი «უდანაშაულო მსხვერპლისთვის» კომპოზიტორმა ეკა ჭაბაშვილმა სამი წლის წინ დაწერა გერმანიაში ყოფნის დროს. ქართულ-ლათინურ ტექსტზე თანამედროვე ჟღერადობის ნაწარმოებს თავისი გზავნილი აქვს. ქართულ პრემიერაზე ოპერის წამყვან სოლისტების გუნდს და ორკესტრს თეატრის სამხატვრო ხელმძრვანელი დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს. 

 

 

 

 

ნანახია:(19)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

კინომუსიკის შედევრები და საჩუქარი იღბლიან მაყურებელს

9 და 10 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში!   მაყურებელთა თხოვნით  თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, მსოფლიო კინომუსიკის შედევრები კვლავ გაიჟღერებს. საოცარ


ქართული შემოდგომა ათენში (ვიდეო)

ინტერნეტ ჟურნალი „ჟოლო“ ათენში მცხოვრებ ემიგრანტებს ეწვია და მათთან ერთად ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება იზეიმა. ეს გახლდათ ქართული შემოდგომა ათენში —


გულიკო ჭანტურია სცენას დაუბრუნდა

ათ წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ, ჯაზ ვოკალისტი გულიკო ჭანტურია სცენას დაუბრუნდა. მომღერლის სოლო კონცერტი გუშინ, კულტურის სამინისტროსა და მერიის მხარდაჭერით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<