«ოპერის ადგილას დიდი მაესტროს საპატივცემულოდ, გახსენით რესტორანი «დაისი» და შემოსასვლელში ჩამოჰკიდეთ ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი, ცალ ხელში ხინკლით და მეორეში ღვინის ჭიქით»_ თამარ ივერი | Jolo.ge


«ოპერის ადგილას დიდი მაესტროს საპატივცემულოდ, გახსენით რესტორანი «დაისი» და შემოსასვლელში ჩამოჰკიდეთ ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი, ცალ ხელში ხინკლით და მეორეში ღვინის ჭიქით»_ თამარ ივერი

«ოპერის ადგილას დიდი მაესტროს საპატივცემულოდ, გახსენით რესტორანი «დაისი» და შემოსასვლელში ჩამოჰკიდეთ ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი, ცალ ხელში ხინკლით და მეორეში ღვინის ჭიქით»_ თამარ ივერი

«მუზა დახურეს, გადაცემა «მუსიკოლოგოსი» დაიხურა, რადიოთი მხოლოდ «ტაშ,ტაშ» სიმღერები…ტელევიზია მიაქვს პოლიტიკას, თურქულ-ინდურ სერიალებს და სახითხითო გადაცემებს….არანაირი არამცთუ საკუთარი კლასიკური «MEZZO»ს სტილის ტელე თუ რადიო არხი…არამედ მარტის თოვლივით, აქა იქ ქართველი მუსიკოსების საზღვარგარეთული წარმატების აღმნიშვნელი, «მოვალეობის მოხდითი» 5 წუთიანი სიუჟეტები.

საით მივდივართ საერთოდ?…მსოფლიო გაკვირვებულია ჩვენი ხელოვანების ხელოვნებით და მათ კი საკუთარ სამშობლოში არანაირი საკუთარი არხი, გადაცემა, სცენა თუ რეალიზების საშუალება არა აქვთ.
ერის სულიერი საზრდო??-მხოლოდ საიტი ფეისბუკი და იქ გამართული ჩხუბი, ხელჩართული ბრძოლები, ნაც-ქოცობის რკვევა და საინფორმაციო გამოშვებიდან-გამოშვებამდე, ტელესერიიდან-სერიამდე ცხოვრება…და მეტი არაფერი.

გარეთ გახვალ და სოკოებივით დღითიდღე გამრავლებული კორპუსები, გადაჩეხილი ხეები, საცობები, მტვერი და გამონაბოლქვის ბუღი ჰაერში.

ზოგჯერ ვფიქრობ….საზოგადოების ასეთ «უკლასიკობის» და ამაღლებული მუსიკისადმი უინტერესობის სიტუაციაში….რა ენთუზიაზმით უნდა იმღერონ ჩვენმა იმედისმომცემმა და წარმატებულმა მომღერლებმა?? მსოფლიოში სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთები ერთი და ორი თვით ადრეა ინტერნეტში გაყიდული და პრემიერები ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

აქ კი, წარმატებულ, კონკურსებგამარჯვებულ მომღერლებს ნახევრად ცარიელ დარბაზში უწევთ სიმღერა…სიმბოლურ ხელფასზე და ტელემედიებსაც…რესტორნის მომღერლების გაშუქება უფრო «უხარიათ» და უფრო უღირთ ვიდრე ამ საერთაშორისო დონის ტალანტების. თეატრის ამოქმედების შემდგომაც თუ ასე გაგრძელდა…მაშინ ვურჩევდი კოლეგებს….დაიხურეთ მეგობრებო ქუდები…წადით, და იმღერეთ იქ…სადაც დაფასდებით,ლიმუზინებით გატარებენ, ნორმალურად გადაგიხდიან და თქვენი სპექტაკლები ანშლაგით ჩაივლის.

ერთხელ ცხოვრობთ, ერთხელ გაქვთ კარიერა და ჩამოქროლილ იღბლის რაშს შემოუხტომლად ნუ გაუშვებთ. ოპერის ადგილას კი დიდი მაესტროს საპატივცემულოდ გახსენით ერთი დიდი რესტორანი «დაისი» და …შემოსასვლელში ჩამოჰკიდეთ ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი:ცალ ხელში ხინკლით და მეორეში ღვინის ჭიქით. მაინც ვერავინ ვერ იგრძნობს ქალაქში «უოპერობას».

მაპატიეთ ამ მწარე ხუმრობისთვის მაგრამ…ფაქტია რომ ეხლაა მძიმე პერიოდი, თუ ძლიერი ხელმძღვანელი არ მოვიდა თეატრში და ტელე მედიაში ოპერას და მის წამყვან მომღერლებს რაღაც მათი ადგილი არ დაუმკვიდრა, კლასიკური არხი არ შექმნა ან რომელიმე არხთან ფართომასშტაბიანად არ ითანამშრომლა და ოპერა «ხალხში არ გაიტანა»,ისე….კლასიკური ხელოვნების წარმომადგენლებს არანაირი «ჟანგბადი»აღარ აქვთ ქალაქში და დღითიდღე იხურება თითოოროლა მუსიკალური გადაცემებიც კი. ქალაქში ზეობს და ღრეობს ყველაფერი იაფფასიანი და გასართობი!!

დილის, თუ დღის შოუებში თუ კულინარიულ გადაცემებში, წამყვან ხელოვანთა მიწვევა და მათთან ზედაპირული ბლიც-ინტერვიუები სამწუხაროდ მათთვის სათანადო ამინდს ვერ ჰქმნის. ხელოვან ხალხს ცალკე, მათზე გაკეთებული გადაცემები, მათი საკუთარი კლასიკური არხები, ფორუმები, მათი სპექტაკლების და კონცერტების ვიდეოჩანაწერების მთლიანი ტრანსლაციები სჭირდებათ მათ წარმოსაჩენად და არა გასართობ შოუებში 10 წუთიანი გაელვებები ან სალათების კეთება!!!»_

თამარ ივერი

FACEBOOK  POST

ნანახია:(47)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
თამარ ივერი

Related Articles

ჩუბიკა:„ მასთან ერთად მესამედ დავიბადე თავიდან“

ადრესატი ამ ჩანაწერს 10 წლის შემდეგ წაიკითხავს… ამ წლების განმავლობაში, ამ განსაკუთრებულ დღეს ბევრი იქნება სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი სიტყვები…


ქართული მიწა ჩანთაში და გაოცებული ბერძენი პოლიციელები

საბერძნეთში მცხოვრები ერთ—ერთი ემიგრანტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უამრავთა გამოხმაურება მოჰყვა. როგორც კომენტარებიდან გაირკვა, ამ ქალბატონის მსგავსს ბევრ ქართველს შეხვდებით უცხოეთში.  „საბერძნეთში,


„როგორ გაუხარდა რომ იცოდეთ ყურადღება“…

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა ცოტნე გამსახურდია ხშირად მარტო, ხშირად სხვების თანადგომით იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც ეს ყველაზე ძალიან სჭირდება. ბევრმა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*