კახი ლაზარიშვილი დავით კინწურაშვილსა და საოპერო ვარსკვლავების დისკრიმინაციაზე | Jolo.ge


კახი ლაზარიშვილი დავით კინწურაშვილსა და საოპერო ვარსკვლავების დისკრიმინაციაზე

კახი ლაზარიშვილი დავით კინწურაშვილსა და საოპერო ვარსკვლავების დისკრიმინაციაზე

ოპერის თეატრთან დაკავშირებული ხმაური გრძელდება. ბრძოლის ველი ამჯერად სოციალურ ქსელშია გაჩაღებული.

დავით კინწურაშვილმა ბოლო ძალები მოიკრიბა, რკინის აბჯარი გადაიცვა და ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებს მიმართა, ერთ-ერთი მსოფლიო ვარსკვლავებთან პირადი მიმოწერების გამოამზეურება გახლავთ… რის გამოც უფრო მეტი მოწინააღმდეგე გაიჩინა და რამდენიმე ზედმეტსახელიც „დაიმსახურა“. — „ყველაფერთან ერთად „შანტაჟისტი“  და ინტრიგანიც ყოფილხართ“ — ვკითხულობთ სოციალურ ქსელში. თუმცა, დაპირისპირების მთავარ გმირს თავისი დამცველებიც ჰყავს.

მიმდინარე მოვლენებს ხელოვნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილიც გამოეხმაურა.

კახი ლაზარიშვილი: „ვაკვირდები თუ როგორ ცდილობს კოლექტივიზაციის მემკვიდრეობა გავლენას ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ცხოვრებაზე.

წვრილ გლეხურ მეურნეობათა გაერთიანება, კერძოდ ბ-ნ კინწურაშვილის კოლმეურნე ქალები, მათი ფორმალური «ლიდერის» გადასარჩენად, თეატრში გაბატონებული იდეოლოგიის, თეატრის არასწორი პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა — დასის მოაზროვნე, აქტიური ნაწილის, ასევე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების დისკრიმინაციას ცდილობენ და ამბოხებული დისიდენტების წინააღმდეგ სამარცხვინო მეთოდებით გააქტიურდნენ, რაც ვფიქრობ ისევ შანტაჟისტების სასიცოცხლო პულსის შენელებას და გაჩერებას ნიშნავს!

ნანახია:(51)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შუაღამის 3 საათი იქნებოდა“ — გოგა ჩანადირი

შუა ღამის 3 საათი იქნებოდა. სიოსა და ქარს შორს რომ არის, ისეთი ნიავი დაჰქროდა. ის ყავარჯენს დაყრდნობოდა. სახე გაქვავებოდა. ცისფერ


გადავარჩინოთ კიდევ ერთი სიცოცხლე

მას ყველა ჩვენგანის დახმარება სჭირდება. გოგონას მდგომარეობა მძიმეა. გათიშული აქვს ორივე თირკმელი. სასწრაფოდ ესაჭიროება სტამბოლში გადაყვანა, რათა ჩაუტარდეს ორივე თირკმლის გადანერგვა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*