ოპა, ევრიკა! სწორედ ამაშია საქმე! დიახ — საქმე სიამოვნებაშია!

by admin | Август 16, 2017 18:44

ადამიანს არ სჭირდება იძულებით რამის გაკეთება, თუ შთაგონება მასთანაა.

მაგალითად — მანდილოსნების აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდებათ აიძულონ საკუთარ თავს, საშოპინგოდ წასვლა, ტანსაცმლის მოზომება, დაქალებთან ხანგრძლივი საუბარი «აქტუალურ» თემებზე და ა.შ.

მამაკაცებსაც არ სჭირდებათ განსაკუთრებული მოტივირება ფეხბურთის ყურებაზე, როდესაც მათი საყვარელი გუნდი თამაშობს…

ნუ ეს უბანალურესი და უთვალსაჩინოესი რამაა — იტყვი შენ. ამ ყველაფერს ადამიანები სიამოვნებით აკეთებენ.

ოპა, ევრიკა! სწორედ ამაშია საქმე!

დიახ — საქმე სიამოვნებაშია!

ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ მაშინ, როდესაც ვახდენთ თუნდაც საბაზისო ინსტინქტური პროგრამების რეალიზებას.

საბაზისო ინსტინქტური პროგრამების პირველ წყვილს შენ კარგად უნდა იცნობდე — ესენია თვითგადარჩენისა და რეპროდუქციის [გამრავლების] ინსტინქტები.

ეს ორი საბაზისო ინსტინქტი ნებისმიერ ბიოლოგიურ არსებას თანდაყოლილად აქვს.

განვითარებულმა ადამიანმა, ამ საბაზისო ინსტინქტების მოტივებად გარდაქმნა იცის, რაც აჩენს შთაგონებას… განუვითარებელმა კი არ იცის და იტანჯება.

ადამიანი დგება, წევს მეხუთე წერტილს და იწყებს მოქმედებას, რათა გადარჩეს… რატომღაც იმ მომენტში, როდესაც გადარჩენა დევს ფსონზე, ადამიანს არ ახსენდება ისეთი «ბრძნული» სიტყვუკები, როგორებიცაა — მეზარება; ხვალ გავაკეთებ; პროკრასტინაციაში ვარ და ა.შ.

რაც შეეხება რეპროდუქციის ინსტინქტს ეს ალბათ ყველასთვის კარგად ნაცნობი თემაა

თუნდაც მხოლოდ იქედან, რომ ჩვენ რაღაცნაირი გზით უკვე მოვახერხეთ დაბადება

ისე მართლა, იმ დროს, როდესაც გადარჩენის აუცილებლობა არ დგას და ერთი შეხედვით გარშემო ყველაფერი უსაფრთხოდ გვეჩვენება, სწორედ გამრავლების ინსტინქტი ახდენს ყველაზე მძლავრ გავლენას ადამიანის ქცევაზე.

როგორ ფიქრობ, რატომ დადიან ღამის კლუბებში ახალგაზრდები? მაგალითად გოგონები…

საცეკვაოდ! იტყვის ბევრი…

ჩატარდა კვლევა… და აღმოჩნდა, რომ უცბად, ღამის კლუბიდან მამაკაცები რომ გააქრო, ქალს ცეკვის სურვილი მომენტალურად გაუქრება.

დეეედაააა… რა საშინელებაა!

როგორც ჩანს, ქალებს [არ გაბრაზდეთ -კაცებსაც] მსგავს «დაწესებულებებში» წასვლისკენ გამრავლების ინსტინქტი უბიძგებს… ანუ, პოტენციური სექსუალური პარტნიორის ძებნის სურვილი, რადგან ეს ინსტინქტური ქვეცნობიერი პროგრამების მუშაობის შედეგად ხდება, რომელზეც პასუხს აგებს უძველესი ნაწილი ადამიანის ტვინში — ლიმბური სისტემა… ჩვენი გონება კი, კარგად შეფუთულ და ლამაზად «ჟღერად» ახსნას უძებნის ამ მოთხოვნილებას…

 

ავტორი: გიორგი თვალაძე[1]

ნანახია:(296)-ჯერ


Endnotes:
  1. გიორგი თვალაძე: https://www.facebook.com/giorgi.tvaladze?fref=ts

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/opa-evrika-swored-amashia-saqme/