ოპა, ევრიკა! სწორედ ამაშია საქმე! დიახ — საქმე სიამოვნებაშია! | Jolo.ge


ოპა, ევრიკა! სწორედ ამაშია საქმე! დიახ — საქმე სიამოვნებაშია!

ოპა, ევრიკა! სწორედ ამაშია საქმე!  დიახ — საქმე სიამოვნებაშია!

ადამიანს არ სჭირდება იძულებით რამის გაკეთება, თუ შთაგონება მასთანაა.

მაგალითად — მანდილოსნების აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდებათ აიძულონ საკუთარ თავს, საშოპინგოდ წასვლა, ტანსაცმლის მოზომება, დაქალებთან ხანგრძლივი საუბარი «აქტუალურ» თემებზე და ა.შ.

მამაკაცებსაც არ სჭირდებათ განსაკუთრებული მოტივირება ფეხბურთის ყურებაზე, როდესაც მათი საყვარელი გუნდი თამაშობს…

ნუ ეს უბანალურესი და უთვალსაჩინოესი რამაა — იტყვი შენ. ამ ყველაფერს ადამიანები სიამოვნებით აკეთებენ.

ოპა, ევრიკა! სწორედ ამაშია საქმე!

დიახ — საქმე სიამოვნებაშია!

ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ მაშინ, როდესაც ვახდენთ თუნდაც საბაზისო ინსტინქტური პროგრამების რეალიზებას.

საბაზისო ინსტინქტური პროგრამების პირველ წყვილს შენ კარგად უნდა იცნობდე — ესენია თვითგადარჩენისა და რეპროდუქციის [გამრავლების] ინსტინქტები.

ეს ორი საბაზისო ინსტინქტი ნებისმიერ ბიოლოგიურ არსებას თანდაყოლილად აქვს.

განვითარებულმა ადამიანმა, ამ საბაზისო ინსტინქტების მოტივებად გარდაქმნა იცის, რაც აჩენს შთაგონებას… განუვითარებელმა კი არ იცის და იტანჯება.

ადამიანი დგება, წევს მეხუთე წერტილს და იწყებს მოქმედებას, რათა გადარჩეს… რატომღაც იმ მომენტში, როდესაც გადარჩენა დევს ფსონზე, ადამიანს არ ახსენდება ისეთი «ბრძნული» სიტყვუკები, როგორებიცაა — მეზარება; ხვალ გავაკეთებ; პროკრასტინაციაში ვარ და ა.შ.

რაც შეეხება რეპროდუქციის ინსტინქტს ეს ალბათ ყველასთვის კარგად ნაცნობი თემაა

თუნდაც მხოლოდ იქედან, რომ ჩვენ რაღაცნაირი გზით უკვე მოვახერხეთ დაბადება

ისე მართლა, იმ დროს, როდესაც გადარჩენის აუცილებლობა არ დგას და ერთი შეხედვით გარშემო ყველაფერი უსაფრთხოდ გვეჩვენება, სწორედ გამრავლების ინსტინქტი ახდენს ყველაზე მძლავრ გავლენას ადამიანის ქცევაზე.

როგორ ფიქრობ, რატომ დადიან ღამის კლუბებში ახალგაზრდები? მაგალითად გოგონები…

საცეკვაოდ! იტყვის ბევრი…

ჩატარდა კვლევა… და აღმოჩნდა, რომ უცბად, ღამის კლუბიდან მამაკაცები რომ გააქრო, ქალს ცეკვის სურვილი მომენტალურად გაუქრება.

დეეედაააა… რა საშინელებაა!

როგორც ჩანს, ქალებს [არ გაბრაზდეთ -კაცებსაც] მსგავს «დაწესებულებებში» წასვლისკენ გამრავლების ინსტინქტი უბიძგებს… ანუ, პოტენციური სექსუალური პარტნიორის ძებნის სურვილი, რადგან ეს ინსტინქტური ქვეცნობიერი პროგრამების მუშაობის შედეგად ხდება, რომელზეც პასუხს აგებს უძველესი ნაწილი ადამიანის ტვინში — ლიმბური სისტემა… ჩვენი გონება კი, კარგად შეფუთულ და ლამაზად «ჟღერად» ახსნას უძებნის ამ მოთხოვნილებას…

 

ავტორი: გიორგი თვალაძე

ნანახია:(302)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იოცნებე, დაიჯერე, იმოქმედე და არ დანებდე… არასოდეს უღალატო ოცნებას…

იოცნებე, იოცნებე ბავშვივით, ღია გულით, თითქოს შენთვის არავის უთქვამს, რომ ოცნებები არ სრულდება. ეს ტყუილია, შენი ოცნება ასრულდება, თუ ოცნება


კეთილდღეობის და ბარაქის ენერგია

ცხოვრება სარკეა და ის რეალობაში ირეკლავს იმ შინაგან სამყაროს, რასაც დავატარებთ.  რამდენად გვაქვს მადლიერების უნარი? მე არ ვსაუბრობ – ვამბობთ თუ


… რომ მიიღო ის, რაც ნამდვილად გინდა …

ყველაფერი, რასაც კაცობრიობის ხელით შექმნილ სამყაროში ხედავ, სანამ რეალობად იქცეოდა, ვიღაც ერთი ადამიანის გონებაში ჯერ აზრად ან იდეად ჩამოყალიბდა. შენს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*