ონორე დე ბალზაკის სასიყვარულო წერილი | Jolo.ge


ონორე დე ბალზაკის სასიყვარულო წერილი

ონორე დე ბალზაკის სასიყვარულო წერილი

ვგიჟდები შენზე, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია: ორ იდეასაც კი ვერ ვუყრი თავს ისე, რომ მათ შორის შენ არ აღმოჩნდე. ვეღარაფერზე ვფიქრობ შენ გარდა. ყველაფერს, რაც ჩემშია, წარმოსახვის ჩათვლით, შენკენ მოვყავარ.

ფიქრებში გეხუტები, გკოცნი, ათასობით ველური ვნება მისახლდება სულში. ჩემს გულში ყოველთვისაა ადგილი გამოყოფილი შენთვის – ვგრძნობ, რომ იქ ხარ. მაგრამ, რაღა დარჩა ჩემგან, თუ შენი დამსახურებით ყოველგვარი მიზანი თუ მისწრაფება დავკარგე და მხოლოდ შენი არსებით ვარ შეპყრობილი? ეს ხომ მონომანიაა და სწორედ ამაზე ფიქრმა მომგვარა შიში ამ დილით.

ყოველთვის, როცა ვალდებულებები მახსენდება, წამოვიმართები და ჩემს თავს ვეუბნები – ჰო, ახლავე წავალ და გავაკეთებ, რაც მევალება, მაგრამ მალე კვლავ უმწეოდ ვჯდები, რადგან მოქმედების არანაირი სურვილი აღარ მაქვს და სწორედ აქ იჩენს თავს სახიფათო კონფლიქტი.

ეს ცხოვრება არ არის. ასე არასოდეს ვყოფილვარ. შენ ყველაფერი შეისრუტე. შვებასა და სიხარულს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა შენზე ვფიქრობ. ოცნებებში წარმოვსახავ ისეთ მომენტებს, რომლის ერთი წამიც ათას წელს უდრის.

რა საშინელი სიტუაციაა იყო სიყვარულით შეპყრობილი, გრძნობდე სიყვარულს ყველა დეტალში, ცოცხლობდე მხოლოდ სიყვარულისთვის და იყო მოწმე იმისა, როგორ იწოვს ეს სიყვარული შენს არსებას, როგორ ხვევს მას მილიონობით აბლაბუდაში.

შენ არ იცი რომ ხშირად ვესაუბრები შენს წერილებს, თითქოს ისინი თავად შენ იყო. გხედავ ისე, როგორც გხედავდი გუშინ – ლამაზი, დამატყვევებლად ლამაზი. გუშინ მთელი საღამოს განმავლობაში ჩემს თავს ვეუბნებოდი – ის ჩემია! ანგელოზებიც კი არ არიან ისე ბედნიერნი თავიანთ სამოთხეში, როგორც მე ვიყავი გუშინ საღამოს!

წყარო: წერილი ბრმებზე — თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად.

ნანახია:(12293)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ორი ანგელოზის ამბავი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება! ამიტომ ცხოვრების მიერ მოზადებულ განსაცდელს ღირსეულად უნდა დავხვდეთ! ორი მოგზაური ანგელოზი ერთი მდიდარი კაცის სახლში დარჩა


სასიყვარულო ურთიერთობაში ჰარმონიას რომ მიაღწიოთ…

უნდა გჯეროდეთ თქვენი პარტნიორის; პატივი ეცით მის სურვილებს, მაგრამ არც საკუთარი დაივიწყოთ; უნდა შეგეძლოთ მისი ყურადღებით მოსმენა; გამოავლინეთ მის მიმართ


სიყვარულის საიდუმლოება…

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებში სიყვარულის უნარს განსაზღვრავს მისი დაბადების დღე. ორშაბათს დაბადებული ქალი მეტწილად მეოცნებე და მოსიყვარულეა. მამაკაცი— ნატიფი, მგრძნობიარე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<