ომიდან ღირსეულ პარტნიორობამდე | Jolo.ge


ომიდან ღირსეულ პარტნიორობამდე

ომიდან ღირსეულ პარტნიორობამდე

პეპლის ეფექტის მიხედვით სულ პატარა თითქოს უმნიშვნელო დეტალსაც კი, იქნება ეს ჩვენი არჩევანი თუ წარმოთქმული სიტყვა, შეუძლია სრულიად შეცვალოს მთელი ჩვენი ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში კაცობრიობის ბედიც.

სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი წასრული, რათა აწმყოში მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც დაგვეხმარება ნათელი მომავლის განსაზღვრაში.

მე დავიბადე 1996 წელს, მაშინ როცა საქართველოს ისტორიაში ორი უახლოესი ომის ჭრილობები ჯერ კიდე მოუშუშებელი ქონდა ქვეყანას. როცა სკოლაში მიმიყვანეს, მახსოვს კედელზე ჩამოკიდებული მემორიალური დაფა, რომელზეც „ გ ო გ ი ტ ა   კ ი კ ნ ა ძ ე“ ეწერა. დაწყებით კლასებში ჩემთვის გაუგებარი იყო რატომ ეკიდა სკოლის შესასველში ახალგაზრდა ბიჭის შავთეთრი სურათი და რატომ იყო ყოველთვის ყვავილებით შემკული.

12 წლის ასაკში მოხდა აგვისტოს ომი და კიდევ დავკარგეთ ტერიტორიები. მახსოვს სოფლისკენ მიმავალს, გზაზე მწვანე „BTR” ები რუსული დროშით რომ მხვდებოდა, რომლებსაც იმ გზაზე, სადაც მთელი ბავშვობის მანძილზე უპრობლემოდ დავდიდი, საგუშაგო პოსტები ქონდათ მოწყობილი და ყველა გამვლელს აჩერდბენდნ შემოწმების მიზნით. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო.

მას შემდეგ დავიწყე შესწავლა, თუ როგორ და რატომ დაიწყო აგვისტოს ომი, რატომ იღუპებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა და რატომ იდგა რუსული ჯარი ჩემი სოფლისკენ მომავალ გზაზე, რომელიც იმერეთშია. ახალგაზრდული ჟინი მეუბნებოდა, რომ მეც უნდა წავსულიყავი ომში მოხალისედ. მაშინ ეს იყო ჩემეული გზა შევბრძოლებოდი აგრესიას და ოკუპაციას.

შემდეგ , გავიგე შინდისის გმირების შესახებ  და თავიდანვე ავღფრთოვანდი , თუ როგორ  შეძლო ასეულისათვის ოცეუმლა რამდენიმე საათიანი წინააღმდეგობის გაწევა. ამ ომის შემდეგ ყოველ ჯერზე, სოფელში წასვლისას გზაზე მხვდებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებები . რაც ყოველთვის მახსენებდა იმ რუსი სამხედროების სახეებს, ჩემი სოფლის გზაზე რომ იდგნენ. 10 წლის ასაკში უკვე ტელეფონით ვიღებდი ფოტოებს.

სწორედ ეს მოვლენები იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი რამაც გამოიწვია ჩემი დაინტერესება სამხედრო ფოტოგრაფიით, ვფიქრობდი და ახლაც მჯერა რომ თუ 12 წლის ასაკშ ვერ შევძელი ომში ჩემი ქვეყნის დაცვა, ახლა ფოტოგრაფიით შევიტან საკუთარ წვლილს. ვნახულობდი აგვისტოს ომის კადრებს. ბოლო რამდენიმე წელი , სიღრმისეულად დავინტერესდი და შევისწავლე სამხედრო თემატიკის ფოტოგრაფია, და სამხედრო ჟურნალისტიკა.

ამ გზაზე , 2017 წელს ჩავირიცხე თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ  მედია სწავლებეზე „ღირსეული პასუხი 2017“ სწორედ ამ სწავლებაზე ვისწავლე ჰიბრიდული ომის წარმოების ძირეული ხერხები. პრეზენტაცია ამ საკითხზე NATO ს წევრი ქვეყნის ლიტვის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების ოფიცერმა სიმონა იონუშაიტემ ჩაგვიტარა. უნდა გამოიყოს დავით ჩხიკვიშვილის მიერ ჩატარებული ლექციები თუ როგორ უნდა გავაშუქო კონფლიქტის ზონა ისე რომ სამხედროებს ზიანი არ მოვუტანო.

ავსახო რეალობა ისე, რომ არ ჩავიგდო საფრთხეში საკუთარი თავი და ჩემდაუნებურად არ გავცე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინფორმაცია. ამ ყოველივეს ლოგიკური გაგრძლება ჩემთვის აღმოჩნდა 2018 წელს ჩატარებული ქართულ ამერიკული  სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ რომელიც ერთ ერთი ყველაზე მაშტაბური იყო მისი ისტორიის მანძილზე. ეს სწავლება საგარეო ასპარეზზე სხვადასხვაგვარად შეფასდა.

პირველ რიგში გავეცნოთ თუ რას წარმოადგენს სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“.  მრავალეროვნული სწავლება რომელიც წელს  უკვე მეოთხედ ჩატარდა, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ამერიკის არმიის ევროპული სადრლობის ლიდერობით ხორციელდება. საქართველოში სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი შავგელო ტაბატაძე ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა მონაწილეობდა: საქართელო, აშშ, დიდი ბრიტანეთი , გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა , აზერბაიჯანი და სომხეთი. ღირსეული  პარტნიორი 2018 სწავლების მთავარი მიზანი საქართველოსა და აშშ პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის უნარის ამაღლებაა  ასევე შავი ზღვის აუზში უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში წვლილი შეტანაა.

სწორედ ამიტომ წვეთნების სცენარი ითვალისწინებდა სამეთაურო საშტაბო და სეველე სწაველბებს, საბრძოლო სროლებით სამანევრო და საბრძოლო მხარდამჯერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შტევით ოპერაციებში.

სწავლება სრულიად გამჭირვალედ დაიწყო. ის დაწყების დღიდან შუქდებოდა. სწავლებაშ მონაწილე ტექნიკამ გეზი ფოთიდან ვაზიანისკენ აიღო.  გზად სამხედროები სხვადასხვა ქალაქებში  ჩედებოდნენ,  მათ შორის იმ ადგილებში, სადაც 2008 წლის რუსულ-ქართული ომის დროს დროს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.

სამხედრო ტექნიკას ეცნობოდა მოსახლეობა ეს მსვლელობა ატარებდა საჩვენებელ სახეს ,რათა მოსახლეობას ქონოდა სწორი და ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას აკეთებდნენ სხვა ქევეყნის სამხედროები საქართველოში.

სწავლება ოფიციალური გახსნით დაიწყო 1 აგვისტოს და გახსნაზე მოწვეული იქნა როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,ატაშეები და საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციებისწარმომადგენლები.

ჩემთვის , ეს სწავლება საველე სამხედრო ჟურნალისტიკის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა იყო, ვამაყობ იმით, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებდი ფოტოკამერით მათ გვერდით ვინც ზრუნავს ჩემი ქვეყნის დასაცავად. ჩემი ფოტოკამერა კი ჩემი იარაღია, რომლიდან გასროლილი ამუნიციაც სამუდამოდ რჩება ინდივიდუალურ და გლობალურ მეხსიერებაში. ქართველი ჯარისკაცის მისია შეუცვლელია , ჩემთვის კი მისი აღწერა და მოქალეებისთვის მიწოდება, დიდი პატივია.

ამასთან, ჩემთვის სასიამოვნო გახლდათ ხმამაღალი გამოხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში ჩემს ფოტოკოლაჟს მოჰყვა. ოჯახის წევრები და მეგობრები ნიშნავდნენ ნაცნობ ჯარისკაცებს. ყველას უხარია საკუთარი თავის ფოტოზე პოვნა. აქვე, დიდი სიამოვნებით გავიხსნებ IV ქვეითი ბრიგადის კარისკაცის ფოტოს, რომელსაც ხელზე ნიშნობის ბეჭედი ეკეთა.  როცა ის ჩემს ონლაინ ალბომს მივამატე, მალევე , მისმა , ახალგაზრდა მეუღლემ იპოვა და სიამაყით აღივსო.  ეს ერთი უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ თუ ამ მცირედით ჯარისკაცის ოჯახს პატარა ღიმილი მაინც მოვგვარე, ეს ჩემ პროფესიულ ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ გაამრავალფეროვნებს.

„ღირსეული პარტნიორი 2018“- ის გახსნაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აღნიშნა :“ საერთო ღირებულებები დასაცავად და რეგიონული უსფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად გლობალური უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. მინდა ავღნიშნო რომ, საქართველოსათვის და მთლიანად რეგიონისათვის, უმნიშვნელოვანესია სწავლებები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან“.

კავკასია ყოველთვის წარმოადგენდა ინტერესების გადაკვეთის ადგილს. საქართველო ამ ჭრილში ერთი მხრივ  ხელსაყრელ ადგილზეა, ხოლო მეორე მხრივ საფრთხეებით აქტიური მდრებარეობა აქვს.  ამიტომ მნიშნელოვანია არ მოხდეს იგივე, რაც წარსულში მოხდა. ამისათვის მნიშნელოვან ნაბიჯებს დგამს ნატო და ევროკავშირი საქართველოში. საქართველო უნდა იყოს დაცული, მისი საზღვრები უნდა იყოს ურყევი. ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში ნატოსა და ევროკავშირის დახმარებით მოხდა ომებით და სამოქალაქო დაპირისპირებებით განადგურებული ქვეყნის აღმშენებლობა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის დამკვიდრება, როგორც ღირსეული პარტნიორისა და საყრდენის კავკასიის რეგიონში.

სწავლების შეფასება ვთხოვე იმ პირებს,რომელთა საქმიანობაც თავდაცვას და უსაფრთხოება უკავშირდება

გიორგი წეროძე — საზოგადებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სამხედრო მიმომხილველი: „ღირსეული პარტნიორი 2018“ უპრეცედენტო იყო თავისი მასშტაბებით, რაც იმას ნიშნავს,რომ დასავლელი პარტნიორები ჩვენს ქვეანას რეგიონში თავის მთავარ მოკავშირედ აღიქვამენ. მსგავსი სწავლებები კიდევ უფრო აახლოვებს ქართულ ჯარს ნატოს სტანდარტებთან, ჩვენს ქვეყანას კი ალიანსში ინტეგრაციასთან. თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს. ეს სწავლება რუსეთის მხრიდან აღქმული იქნა საფრთხედ მის საზღვრებთან.

რუსული მედია კი ცდილობდა პროპაგანდისტული მეთოდებით ეჩვენებინა საკუთარი მოსახლეობისთვის, რომ საქართველო აგრძელებს აგრესიულ რიტორიკას. საბედნიეროდ რუსული პროპაგანდის მთავარი მესიჯები რუსეთის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი, სამწუხაროდ ამ დეზინფორმაციას ხშირად იჯერებენ საქართველოშიც. ფაქტი ერთია, საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ითვალისწინებს. კარგია რომ სწავლება სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა და ფაქტიურად მისი ყოველი დღე გაშუქდა. ამით გაეცა პასუხი იმ უხეშ ბრალდებებსაც, რომელიც კრემლიდან ისმოდა. კიდევ ერთი ფაქტი არის ის, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს მისთვის სასურველი  პარტნიორი და ღირსეულ პარტნიორებთან ერთად ჩაატაროს ნებისმიერი სწავლება.

ირაკლი ალადაშვილი  სამხედრო ანალიტური ჟურნალი „არსენალი“ მთავარი რედაქტორი . ღირსეული პარტნიორი ეს ერთ ერთი წარმატებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლებაა  რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უკვე მეოთხედ ტარდება. რაც ნიშნავს იმას რომ ის უკვე ტრადიციული გახდა ამასთანავე გაამართლა და ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რიცხვი როგორც ცოცხალი ძალის ასევე სამხედრო ტექნიკის სახით. ეს ეხმარება ქართულ შეიარაღებულ ძალებს რომ ურთიერთ შეთანხმებული ოპერაციები დახვეწონ როგორც ნატოს  წევრ ასევე მის პარტნიორ ქვეყნებთან. რაც შემდგომში გამოგვადგება ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში.

ბათუ ქუთელია საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი:

ჩემი აზრით ღირსეული პარტნიორი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნა. ის ემსახურება როგორც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესებს, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის და ნატოს წევრი ქვეყნების ინტერესებს. მათი ინტერესი არის რეგიონში დამატებითი სტაბილურობის შექმნა, ეს კი მიიღწევა იმ შესაძლებლობების განვითარებით რასაც საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება მოიტანს.

ასევე რეგიონში ამერიკისა და ნატოს პარტნიორი სამხედროების ურთიერთთავსებადი სამედრო მანევრების ჩატარებით, სხვადასხვა სცენარების პირობებში.

სწორედ ესაა მთავარი დესტაბილიზაციის შემაკავებელი ფაქტორი  რუსეთის აგრესიული რევანშიზმის მიმართ. გამოცდილება ადასტურებს რომ ერთადერთი რაც იწვევს დამატებით არასტაბილურობასა და რუსულ აგრესიას ეს არის მოწინააღდეგე მხარის სისუსტე , სწორედ ამიტომ სამხედრო კომპონენტი ერთ ერთი მნიშვნელოვანია და ამ კომპონენტის ეფექტურობა იზრდება როდესაც სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები არიან ეფექტურად ურთიერთთავსებადი. ასევე მნიშნელოვანია ის რომ სწავლება მორგებულია არა რაიმე ჰიპოთეტურ სცენარებზე არამედ რეალურ სცენარებზე , ერთ — ერთი  რეალური სცენარია სწორედ საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის პრინციპის უზრუნველყოფა.

 

ავტორი: დავით თაბაგარი

 

ნანახია:(35)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მძღოლებს, რომლებიც კონდიციონერს არ რთავდნენ, მუშაობა აეკრძალათ

66 მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსში კონდიციონერს შეგნებულად არ რთავდა, 10 დღით მუშაობა აეკრძალა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსი” ავრცელებს. მათი


4 აგვისტოს, ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადების დღეა!

„ეგეთი ბედნიერი ადამიანი ვარ რომ მქონდა პატივი, ჩემი მასწავლებელი ყოფილიყო ვახუშტი კოტეტიშვილი… მთელი გულით და საუკუნოდ მადლიერი ვარ მისი“ —


ფოტოპოზიტივი: 40 არაჩვეულებრივად ლამაზი ადგილი სამოგზაუროდ

საოცარი ადგილები, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ … მოინდომეთ, შეუძლებელი არაფერია!            1. Albarracín – Aragon, Spain


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*