ოჯახი, რომელიც ლოდის ქვეშ ცხოვრობს… | Jolo.ge


ოჯახი, რომელიც ლოდის ქვეშ ცხოვრობს…

ოჯახი, რომელიც ლოდის ქვეშ ცხოვრობს…

მსოფლიოში უამრავი უცნაური ადამიანი არსებობს. ბევრს უყვარს უცნაური გადაწყვეტილებების მიღება, ზოგი ადამიანებთან კონტაქტს შეგნებულად გაურბის, ზოგსაც ბუნება იმდენად იზიდავს, ცდილობს, რაც შეიძლება ახლოს იყოს მასთან.

 

მექსიკელმა წყვილმა ჯერ კიდევ წლების წინ გადაწყვიტა ქალაქის ხმაურიანი ცხოვრებისთვის თავი აერიდებინა და ბუნებაში დასახლებულიყო. ბენიტო ერნანდესი და მისი მეუღლე სანტა მართა დე ლა კრუზ ვილარეალი ტეხასიდან 50 მილის დაშორებით უზარმაზარი ლოდის ქვეშ დასახლდნენ. ოჯახი თავს ფერმერობით ირჩენს, მოჰყავთ ბოსტნეული…

 

ერნანდესმა ეს უზარმაზარი ლოდი ჯერ კიდევ 55 წლის წინ ნახა, როდესაც სულ რაღაც 8 წლის იყო და მაშინვე გადაწყვიტა, რომ ამ ადგილას ოდესმე აუცილებლად დასახლებულიყო. გავიდა 20 წელი და მან ოცნება აისრულა.

 

სახლის კედლები აგურითაა ნაშენები, თავზე კი თავად ლოდი ადგას. იატაკი მიწისაა, თბებიან შეშით, ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია, ამიტომ ცეცხლის შუქზე ათენებენ. სასმელად მთიდან ჩამომავალ სუფთა წყალს იყენებენ, თუმცა ზამთარში იყინება და ცხოვრება უფრო რთული ხდება.

 

წყვილს 7 შვილი ჰყავს, რომელთაგან 6 დაოჯახებულია და მათთან ახლოს ცხოვრობენ.

ნანახია:(43)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ლოდიცხოვრება

Related Articles

«ადამიანი ზუსტად იმდენს გატკენს, და ზუსტად იმდენ შეურაცხყოფას მოგაყენებს, რამდენის უფლებასაც თავად მისცემ»

ალბათ ყველა იცნობს ამ ქალს და მის პერფომანსებს. მისი ყველაზე ცნობილი პერფომანსი იყო «რიტმი 0», სადაც ყველა ადამიანს ჰქონდა უფლება,


როგორ დავიმახსოვროთ ადვილად და ეფექტურად უცხო სიტყვები

ენების სწავლის ექსპერტი ლუკა ლამპარიელო, (Luca Lampariello) გვასწავლის სიტყვების მარაგის გაფართოების 5 ძირითად მეთოდს. ლუკა ლამპარიელო იტალიელი პოლიგლოტია. იცის 11 ენა, მათ შორის,


«არ აჰყვეთ პანიკას! საოცრად ფრთხილად უნდა დავიცვათ პატარა საქართველო»…

დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ. სინამდვილეში ხდება ეს: დასავლური, განვითარებული მედიცინის გამო, განვითარებულ ქვეყნებში მკვეთრად მოიმატა მრავალი თანმდევი დაავადებით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*