ოცნებები სრულდება —— გადაწყვეტილება = რესურსს …. | Jolo.ge


ოცნებები სრულდება —— გადაწყვეტილება = რესურსს ….

ოცნებები სრულდება ——  გადაწყვეტილება = რესურსს ….

…როდესაც გადავწყვიტე, რომ ახალ სახლში გადავიდოდი საცხოვრებლად ოჯახის განსხვავებული შემადგენლობით, გამეცინა კიდეც საკუთარ გადაწყვეტილებაზე, იმდენად არ ჩანდა იმ წუთიერად ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის გზები და საშუალება 🙂

…რადგან ჩემივე გონება ეჭვის თვალით მიჭვრეტდა, განწყობის შექმნის აპრობირებულ ილეთს მივმართე, რომელიც არა ერთხელ გამომიყენებია — ვინაიდან სახლის ფული ჯერ არ მქონდა, რაც მქონდა იმით უნდა მეყიდა რაიმე იმ სახლისათვის, რომელში გადასვლასაც ვგეგმავდი 🙂

…წინა საახალწლო სუვენირების ბაზრობა ახალი გახსნილი იყო და ნივთი რომელიც შევიძინე, ახალი სახლის კედელზე მანამდე უნდა მოხვედრილიყო, სანამ ახალი წლის დღეები ჩაივლიდა.

…ეს საახალწლო კედლის დეკორი ჩემი სახლის კედელზე 21 იანვარს მოხვდა — ანუ რამოდენიმე დღის დაგვიანებით. 

…დღესაც იქ კიდია სიამაყით

სტუმრად მოსული ადამიანები მახსენებენ ხოლმე — ახალი წელი დამთავრდაო….

…მე კი ვუღიმი და ვუხსნი, რომ ოცნებები სრულდება და ამის ნიშნად ეს აქსესუარი კიდევ დიდხანს იქნება კედელზე 🙂
მიუხედავად იმისა, გაგვაჩნია თუ არა ოცნებების შესრულების რესურსი გადაწყვეტილების მიღების მომენტში, ოცნებები სრულდება….  

გადაწყვეტილება = რესურსს ….

p.s.
თუ ხერხემლის ჯანმრთელობაზე ოცნებობთ, დღესვე შეიძინეთ ტანგოს ფეხსაცმელები,
თუ სახლზე — რაიმე სახლური ნივთი,
თუ მართის მოწმობის აღებაზე — ბოთლი შამპანური, მართის მოწმობის წარმატებით აღების აღსანიშნავად:)

p.s.2
…წავედი შამპანურის შესაძენად 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(272)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ისინი დაიზარდნენ… ერთი მეფე გახდა, მეორე – მათხოვარი…

არის ასეთი იგავი ორი ბავშვობის მეგობრის შესახებ. ისინი დაიზარდნენ. ერთი მეფე გახდა, მეორე – მათხოვარი. მრავალი წლის შემდეგ ისინი კვლავ


„ადამიანი ამას ანგარებით თუ გააკეთებს, ვერ მიხვდება — რატომ იყენებენ მას სხვები“

„ადამიანები — ემოციური არსებები ვართ. ჩვენ გვსურს იმ ადამიანებთან ყოფნა, ვინც ბედნიერების განცდას გვჩუქნის“ — რობინ შარმა სხვანაირად, რა აზრი


7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას

დღეს ვისაუბრებთ იმ მთავარი პრობლემის შესახებ, რომლის გამოც მუდმივად არ გყოფნის ფული… და ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე სასიამოვნო გზაზე, რომლის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*