ნურასოდეს იტყვით რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ… | Jolo.ge


ნურასოდეს იტყვით რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ…

ნურასოდეს იტყვით რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ…

«ნურასოდეს იტყვით რომ დაიღალეთ,რომ ყველაფერი გტკივათ.რომ ნერვოზი გაგიჩინათ ცხოვრებამ.მაინც არავის შეეცოდებით და საკუთარი თავის წინაშე მაინც მარტონი იქნებით.

ნურასოდეს წაიქცევით სხვის დასანახად.

ნუ ჩაიცმევთ შავ კაბას, როცა სამყარო ფერადია.

ვინც თქვენგან მიდის ,მას დაბრუნების რცხვენია და ამიტომ ხართ მარტო.

ვინც არ იმსახურებს თქვენს ცრემლებს ,დასაჯეთ უყურონ თქვენს სიცილს.

ვინც ბედნიერებას ვერ განიჭებთ , ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად რომ მას შესწიროთ ცხოვრება.ყველას ერთი ცხოვრება გვაქვს.

ვინც გულს გტკენთ ,ისინი გაძლიერებენ.

ნუ იცხოვრებთ ისე რომ, სარკეში თქვენს ნაცვლად სხვა ქალის დანახვა გენატრებიდეთ.

ყოველთვის იყავით ისეთი ,როგორიც გინდათ რომ იყოთ.

ნუ მისცემთ წვრილმანებს უფლებას გააუთაონ თქვენი ოცნებები.

ნურც სამზარეულოს მეკვლე გახდებით ყოველ დილას.

წაყევით თქვენს შვილებს ფეხბურთის სათამაშიდ, ტყეში-მტრედების სანახავად…მიყევით მათ ნაბიჯებს და იცინეთ…ბევრი იცინეთ რომ დედები ხართ.

ნუ დაკარგავთ საკუთარი თავისკენ მიმავალ გზას…

იყვით თავისუფლები,ლაღები,ლამაზები.ფერადკაბიანები.

ჩაიცვით ბევრი კარგი ხასიათი და მოირგეთ თქვენი თავი.

კაცები რომლებიც ქალებს ტოვებენ-ისევ ქალებთან გარბიან, ქალებთან რომლებმაც თქვენზე უკეთ გაიგეს საკუთარი თავის ფასი…

ნუ იქნებით მარტო დედები…ან მარტო ქალები…იყავით ბევრი და მრავალფეროვანი.შექმენით საკუთარი თავი საკუთარი იდეალების მიხედვით.

არასოდეს აპატიოთ ერთის მეტად.

არასოდეს შეიყვაროთ თავზე მეტად.

მშვიდად დადექით სარკის წინ და თქვენს თავს ესაუბრეთ რომ ყველაზე ძლიერი ხართ და ყველაფერი კარგი წინაა.

დიახ ,თქვენ ზუსტად ის ქალი ხართ კაცს რომ ოცნება ასწავლეთ…სიცოცხლე შეაყვარეთ და შვილები აჩუქეთ.

თუ ის კაცი ამ ყველაფერს ჰკარგავს-მიეცით საშუალება იცხოვროს საკუთარ სიბნელეში.

ყოველთვის გახსოვდეთ რომ გვირაბის ბოლო გვირაბის დასაწყისიცაა…

და თუ ოდესმე თავს უფლებას მისცემთ ტირილის,იტირეთ მხოლოდ მაშინ,როცა თქვენი პატარები კისერზე გეხუტებიან და გეუბნებიან ,, დედა,მიყვარხარ»…

ანა ონიანი-ლაშხელი

ნანახია:(16512)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

მიუხედავად ყველაფრისა აკეთეთ სიკეთე (იგავი)

ერთი, ინდოელი ღარიბი ქალი ყოველ დილით აცხობდა ორ პურს – ერთს ოჯახის წევრებისთვის, მეორეს დამატებით, შემთხვევითი გამვლელისთვის. მეორე პურს, ქალი


რაზეა დამოკიდებული ბედნიერების შეგრძნება?!

ცხოვრებით კმაყოფილება არ არის დამოკიდებული ადამიანის სქესთან, ასაკთან, განათლებასთან, გარეგნობასა და შემოსავალთან. სპეციალისტებმა დაასკვნეს_ ბედნიერების შეგრძნება დამოკიდებულია ორ მონათესავე ფაქტორზე:


„ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას“, — პრინცესა დაიანა

… „ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<