ნუ ვშფოთავთ, თუ ისე არ ხდება, როგორც გვინდოდა ან ვფიქრობდით… | Jolo.ge


ნუ ვშფოთავთ, თუ ისე არ ხდება, როგორც გვინდოდა ან ვფიქრობდით…

ნუ ვშფოთავთ, თუ ისე არ ხდება, როგორც გვინდოდა ან ვფიქრობდით…

***

შევეცადოთ, არ შევეწინააღმდეგოთ ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს. მივცეთ მათ საშუალება გაიარონ ჩვენში.

დაე, ცხოვრებამ იდინოს ჩვენი გავლით და ნუ ვინერვიულებთ იმაზე რომ ყველაფერი ყირაზე დადგება…

ნუ ვშფოთავთ, რომ ისე არ ხდება, როგორც გვინდოდა ან ვფიქრობდით…

საიდან ვიცით, რომ ის ცხოვრებაა ბევრად უკეთესი, რომელსაც მივეჩვიეთ, ვიდრე ის, რომელიც ამ ცვლილებების შედეგად დადგება?🙏🙏🙏

***

🧚‍♀️💃🕺სიხარულს არ სჭირდება და არ ეძებს მიზეზებს. მოწყენილობას კი ნამდვილად სჭირდება და ეძებს მიზეზებს, მან ხომ უნდა ახსნას — რატომ არ უხარია?… 

***

გული — სათუთ ყვავილს  ჰგავს, რომელსაც ვერ აიძულებ გაშლას. ის იშლება ნელ-ნელა და მხოლოდ ამის მერე, მთელი თავისი არსებით, გვჩუქნის სილამაზეს და სურნელს!

***

როგორ ფიქრობთ რა არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ქალისთვის, საყვარელი მამაკაცისგან?

მატერიალური საჩუქრებით მიღებული სიხარული მალე გადაივლის, დროებითი ეფექტი აქვს. ეგოს აკმაყოფილებს …

ყურადღებით და ერთად გატარებული წუთებით მიღებული სიხარული — სულს ესალმუნება, გულს ავსებს და ემოციურად მაყრდება გონებაში სამუდამოდ.  

ფასდაუდებელი საჩუქარი ქალისთვის ეს არის — ყურადღება. უბრალო ყურადღება!

***

აზრები საღებავებს ჰგავს და მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენ არჩევანზეა დამოკიდებული რომელ ფერს გამოვიყენებთ, პროცესი მიდის შთაგონებით თუ კოპირებულად..

თუ კი შთაგონების პროცესში, შინაგანად ლამაზ მუსიკას ავაჟღერებთ, სუფთა ტილოზე გადმოიღვრება ულამაზესი ფერთა წყება …

 მოდი შევთანხმდეთ, ავირჩიოთ ლამაზი ფერთა პალიტრა (აზრები) და შევქმნათ საუკეთესო შედევრი — რომელსაც ჩემი ცხოვრება ჰქვია!

წარმატებები თქვენ!

თამარ კვარაცხელია

21 დღიანი ონლაინ მარათონი #ზრდისფაქტორი 6-სეზონი იწყება! გაიარეთ რეგისრაცია და გადადით ცნობიერის ახალ დონეზე http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

ნანახია:(411)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის …

რამდენი თქვენგანი ატარებს ზურგით გადაუჭრელ პრობლემებს? რამდენ თქვენგანს აწევს ტვირთად ყოველდღიურობა? წამით გაუსწორეთ თვალი რეალობას და თქვით — დაიღალეთ? ძალიან


„ეს კანონი კარგად იციან მდიდარმა და წარმატებულმა ადამიანებმა“

„მადლიერების დღეს, ერთ–ერთ ამერიკულ გაზეთში, მოთხრობილი იყო მასწავლებელ ქალზე, რომელმაც ბავშვებს სთხოვა დაეხატათ ფურცელზე ის, ვინც ან რაც მათში იწვევდა


რკინის სიტყვები! — როკი ბალბოას ცხოვრებისეული დარიგება შვილს

„ცხოვრების გზაზე შენ შეიცვალე, საკუთარი თავი დაკარგე. შენ ადამიანებს უფლება მიეცი, სახეზე თითი დაედოთ და ეთქვათ, რომ კარგი არ ხარ.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*