„ნუ შეძვრები საკუთარ ნაჭუჭში და დაელოდები აღსასრულს“ — ნიკა ჩერქეზიშვილი | Jolo.ge


„ნუ შეძვრები საკუთარ ნაჭუჭში და დაელოდები აღსასრულს“ — ნიკა ჩერქეზიშვილი

„ნუ შეძვრები საკუთარ ნაჭუჭში და დაელოდები აღსასრულს“ — ნიკა ჩერქეზიშვილი

ჩემი ერთი ლექსი იწყება ასე:

«თქვენ, 
ვისაც ჯვარზე გაცვამთ ცხოვრება, 
ცოტა დრო მიეცით საკუთარ თავს, 
რადგან იმავე დღეს
თვით უფალიც კი არ აღმდგარა
მკვდრეთით».

პირველი ის არის, გაიაზრო, რომ შენ შენ ხარ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იქ, სადაც მარცხდებიან ათასები, იმარჯვებს ერთი. შენ არ ხარ ათასი, შენ ხარ ერთი და შენზეა დამოკიდებული, შეერევი მასას თუ ჩამოყალიბდები ინდივიდად.

არ აქვს მნიშვნელობა, დიდ და ნათელ დარბაზში ხარ ახლა თუ ბნელ ნახევარსარდაფში, რადგან ეს მხოლოდ გარეგნული მხარეა. მთავარი არის ის, რაც შიგნით ხდება ადამიანში.

დაახლოებით ერთი თვის წინ დავიწვი მარჯვენა ხელის მტევანი, სერიოზული დაზიანებაა, მაგრამ ამის გამო არ ვარ სასოწარკვეთილი.

გაჩერებული დრო, დამწვარი თუ მოტეხილი ხელი, ცხვირწინ მოჯახუნებული კარი დამატებითი მოტივაციაა ცხოვრებასთან საბრძოლველად.

ვისაც არ შეუძლია დაიღუპოს, ვინც გადარჩენისთვის არის გაჩენილი,

ნუ შეძვრები საკუთარ ნაჭუჭში და დაელოდები აღსასრულს. ი. ჩარკვიანის ერთ სიმღერაშია: «გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას». უნდა გაბედო და გადალახო ეს ზღვარი, დაბრკოლება საკუთარ შეზღუდულობასა და სამყაროს უსაზღვროებას შორის. აუცილებლად უნდა სცადო და აუცილებლად ბოლომდეც მიჰყვე. მხოლოდ წინვარდნის დაუძლეველი სურვილით, უძრავ მდგომარეობასთან შეუგუებლობით მიიღწევა მიზანი.

ცხოვრება ყოველდღიურად ძნელდება. მოსემ წყალი გაყო, ხმელეთზე რომ გაევლო. პეტრემ პირდაპირ წყალზე გაიარა და შენც თუ მთელი გულით გინდა ღმერთამდე მიხვიდე, თავზე უნდა გადაუფრინო ზღვებს.

მთავარია, ირწმუნო საკუთარი თავის, აიღო პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილებები, რომელთაც უპირობოდ შეასრულებ.

იესო ხომ გახსოვს, ყველას თავისი რწმენით მიეგებაო. ისე, როგორც პეტრეს უნდოდა ქრისტემდე მისვლა და ეს სურვილი იმდენად ძლიერი იყო მასში, რომ გაბედა და გადავიდა ტალღებზე და რადგან ეს გააკეთა, რადგან შეძლო გადაელახა ზღვარი საკუთარ მცირედმორწმუნეობასა და ადამიანის შესაძლებლობებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ჩაძირვა დაიწყო, უფალმა ხელი შეაშველა და არ მისცა დაღუპვის საშუალება. შენც ნუ შეგეშინდება ქარისა და ღელვის, შეუძახე საკუთარ თავს და გაბედე ნაბიჯების გადადგმა.

ყოველთვის იმოძრავე სინათლისკენ, რადგან უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილია. ერთ ადგილზეც რომ გაჩერდე, უფსკრული თვითონ მოგიახლოვდება.

წერილი, რომელიც პასუხგაუცემელი დაგიტოვა მამამ, შენც უპასუხოდ ნუ დაუტოვებ შვილს საფოსტო ყუთში. სხვანაირად რა გამართლება აქვს შენს დაბადებას? რაშია შენი ცხოვრების აზრი?

შეიცვალე თვითონ და შეცვალე შენ გარშემო ადამიანები უკეთესობისკენ.

იყავი იოანე ნათლისმცემელივით, რომ შენზე მეტი იყოს, ვინც შენ შემდეგ მოვა.

ნიკა ჩერქეზიშვილი

ნანახია:(415)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ეშმაკები გულგატეხილ და იმედგაცრუებულ ადამიანებს ართმევენ სულს“…

«გზაზე მიდიოდა ეშმაკი და სურდა ვინმეს სული მიესაკუთრებინა. ჩვეულებრივ, ეშმაკები გულგატეხილ და იმედგაცრუებულ ადამიანებს ართმევენ სულს. დაინახა მან ერთი გოგონა,


ონორე დე ბალზაკის სასიყვარულო წერილი

ვგიჟდები შენზე, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია: ორ იდეასაც კი ვერ ვუყრი თავს ისე, რომ მათ შორის შენ არ აღმოჩნდე. ვეღარაფერზე


5 რამ რაც არ უნდა გავაკეთოთ მამაკაცისთვის

1. დავეხმაროთ ფინანსურად თუნდაც მამკაცი წუწუნებდეს უკმარისობაზე,  ნუ ეცდებით მის დახმარებას ფულით, ნუ ეძებთ თქვენთვის კიდევ ერთ სამსახურს, რომ რამენაირად გამოხვიდეთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*