ისწავლეთ გაყიდვა, ნუ იქნებით მომაბეზრებელი მომხმარებლისთვის… | Jolo.ge


ისწავლეთ გაყიდვა, ნუ იქნებით მომაბეზრებელი მომხმარებლისთვის…

ისწავლეთ გაყიდვა, ნუ იქნებით მომაბეზრებელი მომხმარებლისთვის…

ბიზნესისთვის ყველაზე მთავარი გაყიდვებია, ნებისმიერი ტიპის ბიზნესის შემოსავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული, ამიტომ ბიზნესმენები ძალიან ფრთხილად არჩევენ გაყიდვების მენეჯერებს. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული სამსახურია, ადამიანთა უმრავლესობას ჯერ კიდევ წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა აწარმოოს გაყიდვები ისე, რომ მომხმარებელი დააინტერესოს.

 

არსებობენ კომპანიები, რომლებსაც ასობით თანამშრომელი ჰყავთ გაყიდვების სფეროში, თუმცა მხოლოდ ზოგიერთი მათგანი ახერხებს წარმატების მიღწევას. რაში მდგომარეობს საიდუმლო? საქმე ის გახლავთ, რომ თუ თქვენ მომხმარებელს მხოლოდ პროდუქტს სთავაზობთ, მისთვის ნაკლებად საინტერესო ხართ, მაგრამ თუ მას სთავაზობთ მეგობრობას, ის თქვენს პროდუქტს აუცილებლად შეიძენს.

 

როგორ უნდა მოიქცეთ: მაგალითად გაქვთ ტელევიზია და გსურთ მოიზიდოთ რეკლამა, ანუ თქვენი გასაყიდი პროდუქტი სარეკლამო სივრცეა. თუ თქვენ ბიზნესმენებთან მიხვალთ შეთავაზებით, რომ გადაიხადოთ თანხა და განათავსოთ რეკლამა, მათ ბევრი მსგავსი ალტერნატივა ექნებათ და შესაძლოა თქვენ სულაც არ აგირჩიოთ. დაუმეგობრდით მათ, დაპატიჟეთ ყავაზე და ესაუბრეთ თქვენი საქმიანობის შესახებ, მოისმინეთ მისი შეხედულებები, შესთავაზეთ იდეები მისი ბიზნესის განსავითარებლად, მოიპოვეთ კეთილგანწყობა, იყავით მაქსიმალურად გულწრფელი, გახსნილი და ის აუცილებლად ითანამშრომლებს თქვენთან.

ნანახია:(354)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

აანთე სინათლე შენს ფანჯრებში

ერთი ქალი, მეზობელს აღშფოთებული უყვებოდა თავის მეგობარზე, რომელმაც ძალიან გააბრაზა. მეზობელი ამშვიდებდა და სთხოვდა, რომ ეპატიებია. — ვაპატიო? რანაიარად? იმის


„ეს არის საკუთარი თავის სიყვარულის დასაწყისი“ — ბაირონ ქეითი

«სიტყვიერი შეურაცხყოფა, როგორც ასეთი, არ არსებობს. უბრალოდ ვიღაც იმ სიმართლეს მეუბნება, რისი მოსმენაც არ მსურს. ჩემი ბრალმდებლის მოსმენა ნამდვილად რომ


ტოპ 5 წიგნი, რომელიც ზამთარს უხდება

ზამთრის მოსვლასთან ერთად, როცა გარეთ ტემპერატურა თანდათან იკლებს, მალეც ღამდება და ახალი წელიც სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ადამიანთა უმეტესობას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<