«ნუ იცხოვრებ ნახევრად» — ჯიბრან ხალილ ჯიბრანი | Jolo.ge


«ნუ იცხოვრებ ნახევრად» — ჯიბრან ხალილ ჯიბრანი

«ნუ იცხოვრებ ნახევრად» — ჯიბრან ხალილ ჯიბრანი

ნახევრად შეყვარებულს ნუ შეიყვარებ და ნახევრად დამეგობრებულს ნუ ემეგობრები,

ნახევრად გენიალურს ნუ წაიკითხავ,

ნუ იცხოვრებ ნახევარი სიცოცხლით და ნურც მოკვდები ნახევარი სიკვდილით,

ნახევრად მოგვარებას ნუ ამჯობინებ და ნახევარ ჭეშმარიტებას ნუ დასჯერდები,

ნახევრად ნუ იოცნებებ და ნურც ნახევრად დაიიმედებ თავს,

თუ დუმხარ, მდუმარე იყავ ბოლომდე და თუ საუბრობ, ბოლომდე ისაუბრე.

ნუ დუმხარ საუბრისთვის და ნურც მდუმარებისთვის საუბრობ.

თუ კმაყოფილი ხარ, გამოხატე კმაყოფილება და ნუ გაინახევრებ მას.

თუ უარყოფ, გამოხატე შენი უარყოფა, რადგან ნახევარი უარყოფა თანხმობაა.

სინახევრე ცხოვრებაა, რომელიც არ გიცხოვრია, სიტყვაა, რომელიც არ გითქვამს, სხვა დროისთვის გადადებული ღიმილია, სიყვარულია, რომელსაც არ შესწვდი და მეგობრობაა, რომელიც არ შეიცან.

სინახევრე ეს ისაა, რაც გაუცხოვებს შენ ახლობლებისგან და მათაც აუცხოვებს შენგან.

სინახევრე ხომ ესაა, რომ მიხვიდე კიდეც და თან არ მიხვიდე, რომ გააკეთო კიდეც და თან არ გააკეთო, რომ არ იყო და იყო კიდეც.

სინახევრე — ეს შენ ხარ მაშინ, როცა შენ შენ არ ხარ, იმიტომ, რომ არ იცი ვინ ხარ.

სინახევრე — ეს შენ ხარ მაშინ, როცა არ იცი ვინ ხარ, ის კი, ვინც გიყვარს, არაა შენი მეორე ნახევარი, ეს შენ ხარ სადღაც, სხვაგან, იმავდროს.

ნახევარი ყლუპი, — წყურვილს ვერ მოგიკლავს და ნახევარი ულუფა, — შენს შიმშილს ვერ მოერევა, ნახევარი გზა,- ვერსაით წაგიყვანს და ნახევარი ფიქრი, — ვერანაირ შედეგს გამოიღებს.

სინახევრე შენი უძლურების წამია, შენ კი უძლური არ ხარ,

იმიტომ, რომ შენ არა ხარ ნახევარი ადამიანი, შენ ადამიანი ხარ, ცხოვრობ სიცოცხლისთვის და არა — ნახევარი სიცოცხლისთვის.

თარგმნა ლადო ზირაქაშვილმა

ნანახია:(1589)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნამდვილი სიყვარული არასოდეს მთავრდება …

ბად კალდველი, ამინდის მიუხედავად, ყოველ დღე მიდის ერთ პარკში, ერთ სკამთან და გვირილებს და მონეტებს ტოვებს. ადრე აქ ცოლთან ერთად მოდიოდა, ახლა


გოგლა ლეონიძე და გალაკტიონი

მას ერთხელაც არ წამოსცდენია გალაკტიონი ლოთიაო. ჰოდა, როცა მწერალთა კავშირში გალაკტიონი გააფრთხილეს, თუ სმას თავს არ დაანებებ, კავშირიდან გაგრიცხავთო, გოგლა


ყველა ადამიანს ინდივიდუალური ფობია ანუ შიში აქვს — რა არის ფობია?!

ფობიები უძველესი დროიდან არის ცნობილი. თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით ის აღმოცენდება არაფრისგან, ცარიელ ადგილას, ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე.  ფობიას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<