„ნუ გეშინიათ სიღარიბის და ნუ გეშინიათ რას იტყვის თქვენზე ხალხი“ — რამაზ გიგაური | Jolo.ge


„ნუ გეშინიათ სიღარიბის და ნუ გეშინიათ რას იტყვის თქვენზე ხალხი“ — რამაზ გიგაური

„ნუ გეშინიათ სიღარიბის და ნუ გეშინიათ რას იტყვის თქვენზე ხალხი“ — რამაზ გიგაური

ქართველ ემიგრანტებზე მინდა დავწერო.

რამდენ ქართველ ემიგრანტსაც შევხვედრივარ ან მათთან მისაუბრია (ინტერნეტით), ყველა მათგანი იყო საოცრად კეთილი, მოსიყვარულე, სინათლით სავსე და ბედნიერი.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მათ იგივე ჩვენთან, ანუ საქართველოში მცხოვრებლებთან შედარებით მეტი ფული აქვთ და ფული ანიჭებთ ამ შინაგან თავისუფლებასა და სინათლეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ფული არ ცვლის, ფული ზრდის ზომაში, რაც უკვე არის.

საქართველოში რომ ფული არ იყოს, ან ამდენი მანქანა ივლიდა ან ამდენი აიფონის და სამსუნგის ბოლო მოდელები გაიყიდებოდა, ან ყოველ საღამოს რესტორნები სავსე იქნებოდა?! არა ხომ?! აბა რაშია საქმე?!

ვისთანაც მე მქონია შეხება, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ემიგრანტები არიან თავდაჯერებულები და მათ არ ეშინიათ. ისინი იღიმებიან და ტკბებიან ცხოვრებით. გასცემენ სინათლეს და სიყვარულს. არა და ამ დროს ფინანსურად შეიძლება ნამდვილად არ იყოს იმაზე კარგ მდგომარეობაში, ვიდრე ჩვენ, საქართველოში მაცხოვრებლები ვართ.

ჩვენ, „აქ მყოფებს“ გვეშინია მომავლის, ხელებს ღიმილით კი არ ვუწვდით სამყაროს, არამედ მომუშტული გვაქვს და მოკრივის პოზიცია გვიკავია, ველოდებით რომ ვინმე დაგვესხმება თავს და ჩვენც დავესხათ თავს. შიშია — ჩვენი შურის, აგრესიის, უმადურობის და ტანჯვის მიზეზი.

ნუ გეშინიათ ჩემო სიკეთით და სინათლით სავსე ადამიანებო, საქართველოში მაცხოვრებლებო, გაიღიმეთ. ცხოვრება მშვენიერია და მიბაძეთ ემიგრანტებს. მათ ხომ ხშირად იმაზე მძიმე ცხოვრება აქვთ, ვიდრე ჩვენ და არ მინდა აქ ჩაღრმავება.

ნუ გეშინიათ სიღარიბის და ნუ გეშინიათ რას იტყვის თქვენზე ხალხი. დღეს დატკბით იმით, რაც უკვე გაქვთ, დატკბით იმ ადამიანებით და იმ ნივთებით, რაც გაგაჩნიათ.

ჩემო ემიგრანტებო, მე თქვენგან ვსწავლობ, რომ არ მეშინოდეს, დავტკბე ცხოვრებით და მიყვარდეს… მიყვარდეს ადამიანები და დიდი მადლობა ამისთვის! 

რამაზ გიგაური

ნანახია:(273)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს“ — რას ჰყვება ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი

დღეს უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, შვილს სკოლაში მივაკითხე, თან ტელეფონზე ქართულად ვსაუბრობდი. უცებ სკოლის დაცვის თანამშრომელი(, სრულიად არაქართული გარეგნობით) მეკითხება- ქართველი


ძნელია ემიგრანტობა, მაგრამ როცა ასეთ კეთილ საქმე აკეთებ ტკივილი გიმსუბუქდება

სოფო ფოცხვერაშვილის სახელი და მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, დიდი ხანია გასცდა საზღვრებს. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაური ქართველი ემიგრანტი პოეტი, თავისივე


„მენატრები უსაშველოდ დეე, რა გავაკეთო, ვეღარ ვუძლებ უშენობას“ -ემიგრანტი შვილის მესიჯი დედას

„გიოოო, გაუძელი, ცოტა დარჩა!!! ❤️“ „მართლაც როგორი ტანჯვაა ეს მონატრება😓ნეტა მალე დასრულდებოდეს და მალე ახდებოდეს ყველას ოცნება❤❤❤ „გიო😢 ძალიან მესმის 🤗 სულ ცოტაღა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*