„ნუ გეშინია, დილით თავიდან იბადები, მთავარია იმოქმედო რეალობის შესაცვლელად“… | Jolo.ge


„ნუ გეშინია, დილით თავიდან იბადები, მთავარია იმოქმედო რეალობის შესაცვლელად“…

„ნუ გეშინია, დილით თავიდან იბადები, მთავარია იმოქმედო რეალობის შესაცვლელად“…

ამ წუთას მსოფლიოში უამრავი ბავშვი დაიბადა  ბედნიერი ვარსკვლავი ახლა მხარზე აზით და თითოეულმა უნდა შეინახოს ის, ანათოს ასე დიდხანს..დიდხანს...

იცით ყოველდღე ჩვენც ვიბადებით, ერთხელ დაბადებულები, ყოველ დილას თავიდან ვევლინებით ჩვენს ცხოვრებას და ყოველდღე ახალი შესაძლებლობები გვიჩნდება სიცოცხლის, ცვლილებების, სასიკეთო ცვლილებების,ზრდის და განვითარების….ყოველდღე ამოდის მზე და რომ დავფიქრდეთ არავისთვის მოუცია პირობა რომ ამოვიდეს და მაინც ამოდის ის დალოცვილი, ამას რომ უფრო მეტად დავუკვირდეთ, ყოველ დღეს საჩუქრად და სასწაულად ჩავთვლით, გზად სიახლის და წარმატებების….

და შენ რამდენი წლისაც არ უნდა იყო, რაც არ უნდა გსურდეს, როგორ შორადაც და მიუღწევლად არ უნდა გეჩვენებოდეს, დაიჯერე სასწაულის, ირწმუნე საკუთარი თავის და უფრო შეიყვარე მთვარე, რომ მზე ამოგიყვანოს დილით…..

და ახლა თუ შენ გსურს მოგზაურობა, შენატრი და გგონია რომ შენთვის არ არის ეს ყველაფერი, დაისახე ორმოცი სავარაუდო გეგმა როგორ უნდა შეძლო ეს?! მიჰყევი კვალდაკვალ, გადახაზავ ერთს, ორს, სამს… ნუ შეგაშინებს, ორმოცი გეგმიდან ერთი წაგიყვანს შენი ოცნების ადგილას…უბრალოდ იმუშავე ამ სურვილის რეალიზებაზე….

შენ ვინც ახლა ფიქრობ რომ შენი რჩეული უარგყოფს, სწუხარ ამაზე, ადექი და საკუთარ თავს უთხარი რომ ძალიან კარგი ხარ, იმდენჯერ უთხარი რომ «უფლება» არ დაუტოვო თავს რომ ეს ესე არ იყოს…. იმუშავე საკუთარ თავზე, მიიღე ის, რომ მიგიღოს მან  შეიყვარე ის, რომ შეგიყვაროს სხვამ 

თუ შენ ხვალ ახალ სამსახურს იწყებ და ღელავ, გაიშალე მხრებში და დაარწმუნე საკუთარი თავი რომ მათ ძალიან გაუმართლათ რომ შენ შეგარჩიეს, მერე ნაბიჯ-ნაბიჯ დაუმტკიცე საკუთარ თავს რომ სწორად ფიქრობდი….

თუ შენ პროფესიას ირჩევ , შეარჩიე ის რისი კეთებაც, გრძნობ რომ განთებს, და არა ის რაც «მეზობლებმა» გირჩიეს… მიჰყევი ნაბიჯ-ნაბიჯ შენს მიზნებს…

თუ გაჭირვებამ გადაგღალა, არ იფიქრო რომ ამას დასასრული არა აქვს, არ დანებდე, დაისახე, დაწერე, დაინახე 300 სურათი, გეგმა როგორ შეიძლება შეცვალო ეს რეალობა, როგორი გინდა იყოს ის…. მიყევი ნაბიჯ-ნაბიჯ, არ დაიღალო, არ აგიცრუვდეს…. ყველა მოსინჯე, გპირდები ერთი მაინც მიგიყვანს სიკეთემდე, სიხარულამდე….

და თუ შენ ახლა რაღაც არ მოგწონს, გეშინია, გცივა, გშია, გტკივა, გერჩიან… უიმედოდ გიყვარს, ფიქრობ გვიანია…………ეს შენი ხედვაა ამ წუთისთვის, ნუ გეშინია, დილით თავიდან იბადები, მთავარია იმოქმედო რეალობის შესაცვლელად, მთავარია ნაბიჯი გადადგა, ირწმუნო, ყოველ ნაბიჯს, ყველა გარჯას მისი შედეგი აქვს… ელოდე კარგს, იფიქრე კარგზე და გადადგი ნაბიჯები მასთან შესახვედრად, კონკრეტული ნაბიჯები… ადამიანო #შეუძლებელიარაფერია….

თამარ ბოკერია

ნანახია:(261)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მე მაქვს ოცნება

მინდა ჩემი ოცნება საიდუმლოდ გავუზიარო  მთელ სამყაროს! ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემს გვერდით ჭკვიანი, საინტერესო, კეთილი, პოზიტიური ადამიანები ცხოვრობდნენ, ან მე


პასუხისმგებლობის აღება, ადამიანის სიმწიფის ერთ-ერთი უდიდესი ფორმაა

»ბევრ ადამიანს პასუხისმგებლობის აღების ეშინია. ეს უბრალოდ ცხოვრებისეული ფაქტია, რომლის დანახვაც ყოველდღე შეგვიძლია. ასევე შეგვიძლია დავინახოთ ის, რომ ბევრი ადამიანი


„ნუ გაჩერდებით, უბრალოდ იარეთ და თან დატკბით ამ ყველაფრით“…

როდესაც ძალიან სწრაფად გარბიხართ წარმატებისკენ ან ცდილობთ მაინც სწრაფად გაქცევას, ამ დროს ვერ ამჩნევთ აყვავებულ ჭერამს, ვერ გრძნობთ ცხელი ყავის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*