ნუ გაფლანგავთ დროს | Jolo.ge


ნუ გაფლანგავთ დროს

ნუ გაფლანგავთ დროს

ის ბავშვობაში  მოხუცებულ მეზობელთან მეგობრობდა. ხშირად დადიოდა მასთან სახლში და საინტერესო საუბრებში ატარება დროს.

გადიდოდა წლები. ბიჭი გაიზარდა, ჯერ კოლეჯი და სხვადასხვანაირი გატაცებები, მერე სამსახური და ოჯახი. ყოველთვის ძალზე დაკავებული იყო და იმისი დროც კი არ ჰქონდა, რომ ხანდახან მაინც მოენახულებინა ახლობლები.

ერთხელ გაგიგო, რომ მისი ყოფილი მოხუცი მეზობელი გარდაიცვალა და მაშინ გაახსენდა თუ როგორი ამაგი ჰქონდა გარდაცვლილს მასზე გაწეული. მოხუცმა ბევრი რამ ასწავლა ობოლ ბიჭს და ყოველთვის ცდილობდა მისთვის მამის მაგივრობა გაეწია.

კაცმა იგრძნო სინდიდის ქენჯნა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოუკითხავს მოხუცი და გაემგზავრა მის დასაფლავებაზე.

საღამოს, მან დაათვალიერა სახლი. ყველაფერი ისე იყო, როგორც მისი ბავშვობის დროს, ერთადერთი — თავის ადგილას არ იდო პატარა ყუთი, რომელშიც მოხუცის სიტყვებით ინახებოდა მისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი.

„ალბათ რომელიმე ნათესავმა აიღო“ – გაიფიქრა კაცმა .

ორი კვირის შემდეგ მან მიიღო ამანათი, რომელზეც მისი გარდაცვლილი მოხუცი მეზობლის სახელი და გვარი ეწერა. კაცმა გულის ფანცქალით გახსა ამანათი. მასში სწორედ ის პატარა ყუთი იდო, რომელიც დასაფლავების დღეს ვერ ნახა მოხუცის სახლში.

ყუთში კი აღმოჩნდა ოქროს საათი, რომელზეც ამოტვიფრული იყო შემდეგი სიტყვები:

„მადლობა იმ წუთებისთვის, რომელსაც ჩემთან ატარებდი“!

და ის მიხვდა – მოხუცისთვის ყველაზე ძვირფასი იყო ის დრო რომელსაც თავის პატარა მეგობართან ატარებდა.

ის მიხვდა, რომ სიცოცხლე იმით კი არ იზომება, თუ რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმ წამების რაოდენობით, რამდენჯერაც შეგვეკვრება სუნთქვა.

ის მიხვდა, რომ დრო შეუჩერებლად მიედინება და ამიტომ ის უნდა ვხარჯოთ პირდაპირ ახლავე, აქ და ამჟამად.

სიყვარულით, მადლიერებით და პატივისცემით, ხვიჩა მებონია

წყარო: http://mebonia.com/

ნანახია:(3391)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რამდენის მისაღებადაც ვართ მზად, იმის შესაბამისად დავინახავთ და მივიღებთ

— სამყაროს აღვიქვამთ არა ისეთს როგორიც არის, არამედ მასში ვხედავთ ჩვენი გონების შემადგენელს. — და როგორია სინამდვილეში სამყარო? — ის,


რეჟისორი — იყავით თქვენი ფილმის შემოქმედი …

ნუ იცხოვრებ ყველას მიერ განვლილი ცხოვრებით — ტრადიციული, სტანდარტული… დაწერე შენი წარმატების ისტორია, როგორ გაუმკლავდი და მოკვეთე თავი წარუმატებლობის გველეშაპს,


როგორ ეხმარება ფსიქოლოგია ადამიანებს?

სანამ არ გავაანალიზებთ პრობლემას სხვადასხვა მიმართულებით, მის მოგვარებას ვერ შევძლებთ. როგორ ეხმარება ფსიქოლოგია ადამიანებს? მე მინახავს ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*