„ნუ გადააქცევთ სიყვარულს ბორკილებად“

გიყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ ნუ გადააქცევთ სიყვარულს ბორკილებად:
დაე იგი მშფოთვარე ზღვა იყოს თქვენი სულის ნაპირებს შორის.
შეუვსეთ ერთმანეთს სასმისები, მაგრამ ნუ დალევთ ერთი სასმისიდან.
გაასინჯეთ ერთმანეთს თქვენი პური, მაგრამ ნუ შეჭამთ ერთი ნატეხიდან.
იმღერეთ, იცეკვეთ ერთად და გიხაროდეთ, მაგრამ დაე თითოეული თქვენგანი მარტოსული იყოს, ისეთივე მარტო, როგორიც არფის სიმებია, თუმცა მათგან ერთი მუსიკა ჟღერს.
აჩუქეთ ერთმანეთს გულები, მაგრამ საკუთრებაში ნუ გადასცემთ მათ, ვინაიდან მხოლოდ სიცოცხლის ხელს შეუძლია მიიღოს თქვენი გულები.
ერთად იდექით, მაგრამ არა ზედმეტად ახლოს ერთმანეთთან,
რადგანაც ტაძრის კოლონები ცალცალკე დგანან, მუხა და კვიპაროსი კი არ იზრდებიან ერთმანეთის ჩრდილში.
/ჯ. ჰალილ ჯებრანი/
ნანახია:(4437)-ჯერ
Comments
Related Articles
ინტუიცია და სწრაფი გადაწყვეტილება
ადამიანს ზოგჯერ, გიწევს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება – დრო არ ითმენს. თუ თქვენ მოგიწიათ სწრაფად გადაწყვეტილების მიღება და შიშობთ, იქნება თუ არა
ადამიანთა უბედურება მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია
ადამიანთა უბედურება მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია. ჩვენ არავის უნდა ვუხსნათ რაიმე და არავის წინაშე ვართ ვალდებულები, მანამ, სანამ ჩვენი
თითოეულ ადამიანთან ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობით იწყება
დღეს ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ სესიას ვატარებდი დისტანციურად იტალიაში და ძალიან საინტერესო სესია გამოვიდა, მინდა ჩემი და ჩემი კლიენტის გაცნობიერებები თქვენც