ნუ დატოვებთ მობილურს საძინებელში! | Jolo.ge


ნუ დატოვებთ მობილურს საძინებელში!

ნუ დატოვებთ მობილურს საძინებელში!

როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ათიდან რვა ადამიანს მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს უდევს და დაახლოებით ნახევარი საერთოდაც მას მაღვიძარის სახით იყენებს.

ექსპერტები შეშფოთებულნი არიან იმ ეფექტით, რასაც ჩვენზე ახდენს მობილური ტელეფონი _ გარდა იმისა, რომ მისი გამოსხივება უშუალოდ მოქმედებს თავის ტვინზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვძინავს, ასევე იწვევს შფოთვისა და ფორიაქის მდგომარეობას და გვაიძულებს, დაძინებამდე უამრავ რამეზე ვიფიქროთ.

მეცნიერები და ექიმები ერთხმად გვირჩევენ, რომ გაცილებით უკეთ დავიძინებთ, თუ საძინებელი ზონიდან მოვაცილებთ მობილურ ტელეფონს და ასევე სხვა ელექტრონულ მოწყობილობას. დოქტორ გაი მედოუზის თქმით, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტში უძილობის პრობლემებზე მუშაობს, საძინებელი უნდა იყოს საძინებელი და მასში არ არის ადგილი არც ტელევიზორისთვის, არც კომპიუტერისა და არც მობილური ტელეფონებისთვის. თვითონ ექიმი გაი მედოუზი, როგორც ამბობს, თავის სმარტფონს ყოველთვის სამზარეულოში ტოვებს _ რაც შეიძლება შორს საძინებლისგან.

მობილურ ტელეფონთან ახლოს ძილი იწვევს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს. ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმის ჩარლჩ ჩეიზლერის ვარაუდით, მობილური ტელეფონიდან გამომავალი მცირე შუქიც კი, მძინარე ადამიანის თვალის ბადურას აღიზიანებს და ბევრ პრობლემას იწვევს.

წყარო:წერილი ბრმებზე — თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად.

ნანახია:(9131)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე, ეს შესაძლებელია!

ეს ნამდვილ საოცრებას ჰგავს: ი. ნეუმივაკინის სისტემის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია ისეთი ჯანმრთელები გავხდეთ, როგორც კოსმონავტები, დაბინძურებული გარემოს და სხვა ნეგატიური


პიროვნების გაორება

დისოციაციური იდენტურობის აშლილობა, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანში წარმოდგენილია ორი ან მეტი იდენტურობა ან პიროვნულობა, რომლებიც რეკურენტულად ახდენენ გავლენას ადამიანის


ამერიკის ყველაზე უცნაური და სასაცილო კანონები

დღეს იმ უცნაურ კანონებზე მოგითხრობთ, რომლებიც ძალიან გაგახალისებთ.   Rhode Island-ში აკრძალულია გამჭვირვალე ტანსაცმლის ტარება.    Alabama-ში კი დაუშვებელია ნაყინის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<