„ნუ დამარცხდები ბოროტებით, მაგრამ დაამარცხე ბოროტება სიკეთით“ | Jolo.ge


„ნუ დამარცხდები ბოროტებით, მაგრამ დაამარცხე ბოროტება სიკეთით“

„ნუ დამარცხდები ბოროტებით, მაგრამ დაამარცხე ბოროტება სიკეთით“

«ერთხელ, სამარშრუტოთი მოვდიოდი. გვერდით სკამზე ბავშვი ცელქობდა, 6 წლის იქნებოდა. დედამისი გაშტერებული იყურებოდა ფანჯარაში, არ რეაგირებდა. ის კი ექაჩებოდა და ექაჩებოდა სახელოზე. ფანჯრებს მიღმა ქროდნენ ხეები, წვიმდა, ნაცრისფერი დღე იყო. ბავშვი რაღაცას ითხოვდა, ან რაღაცას ამტკიცებდა. უცბად, დედა მოუტრიალდა, მოქაჩა ხელზე თავისკენ და დაუსისინა:
— რა გინდა ჩემგან?!
ბავშვი გაყუჩდა.
— რა გინდა, გეკითხები?! საერთოდ, იცი ვინ ხარ? არავინ არ ხარ! გაიგე?! შენ არავინ არ ხაარ! — დედამისმა სახეში მიასუნთქა, უბრალოდ, მიასხა.
ბიჭუნა უყურებდა დედას, და მომეჩვენა, რომ მისი თავი კანკალებდა. ან მე ვკანკალებდი. ვიგრძენი, როგორ გამეოფლა ზურგი. მახსოვს პირველი აზრი: „ნუთუ ამას ბავშვს ეუბნება?! ვისზე ფიქრობს ამ დროს?!“
— შენი დანახვა არ შემიძლია, — ჩაიჩურჩულა დედამ.
„შენ ხომ ის მოკალი!“ — ვთქვი მე, მაგრამ არავის გაუგია. სამარშრუტოში, ძველებურად, თვლემდნენ ადამიანები. ვიჯექი, გაუნძრევლად. ბიჭუნა არ ტიროდა. დედამ მოიშორა მისი ხელი და ისევ ფანჯარას მიუბრუნდა. ბავშვი აღარ ცელქობდა, რაღაცნაირად უცებ გაჩუმდა. უყურებდა მის წინ, დაგლეჯილი სკამის ზურგს, და დუმდა. მე კი მსურდა, ავმდგარიყავი, აი, ეხლა, ყველას თვალწინ, უბრალოდ გამეგლიჯა ის ქალი! მინდოდა მეთქვა: „ეს შენ არ ხარ დედა! შენ ხარ არარაობა! შენ ხომ ის მოკალი!“. გეფიცებით, ამას გავაკეთებდი. მხოლოდ ბიჭუნას გამო შევიკავე თავი.
თვალები დავხუჭე და ღრმად დავიწყე სუნთქვა, რომ რამენაირად დავმშვიდებულიყავი. როდესაც თვალი გავახილე, დავინახე კანფეტი. ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ სტუდენტი, ქერა, ხუჭუჭა, ჯინსებში, ბიჭუნას კანფეტს უწვდიდა. ხელიც შეარხია და უთხრა:
— აიღე, ეს შენია.
ბიჭუნამ აიღო. ბიჭმა მაშინვე მეორე კანფეტიც გაუწოდა. ბიჭუნა ცოტა შეყოვნდა, მაგრამ მეორეც აიღო. შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რასაც დღემდე უცრემლოდ ვერ ვიხსენებ.
ბიჭუნამ არ დაიწყო კანფეტის ჭამა, დედის ხელს შეეხო. ქალს მაშინვე არ მოუბრუნებია მისკენ სახე. მერე მაინც მოაბრუნა. ჩანდა, ის საბოლოდ უნდოდა ჩაეკლა. მაგრამ ბიჭუნა კანფეტს უწვდიდა.
დედამ შეხედა ბიჭუნას, კანფეტს, ვხედავდი, გაკვირვებული იყო. მაშინ ბიჭუნამ კანფეტი ხელში ჩაუდო. ქალმა, თითქოს დაიწვაო, სწრაფად დაუბრუნა. „არ მინდა — უთხრა.“ ორი კანფეტი იდო ბიჭუნას ხელისგულზე. ხელი არ დაუშვია.
— თვითონ ჭამე, — თქვა ქალმა და ჩუმად დაამატა — არ მინდა, მართლა არ მინდა.
მაშინ ბიჭუნამ კანფეტი მის მუხლებზე დადო.
არასოდეს დამავიწყდება ეს პაუზა. და ეს მოწიფულობა. ჩემს თვალწინ, რამოდენიმე წუთში, ეს ბიჭუნა კაცად იქცა, დედა კი, ბოროტი, გაღიზიანებული არსებიდან, ლამაზ ახალგაზრდა ქალად გადაიქცა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიგრძენი.
ქალი დუმდა. დიდხანს დუმდა. ისე უყურებდა შვილს, თითქოს პირველად დაინახა. მერე მოეხვია. ბიჭუნაც მოეხვია. მერე გახსნა კანფეტი და დედას მიაწოდა. და სანამ დედამ პირში არ ჩაიდო, თვითონაც არ შეჭამა.
წარმოგიდგენიათ ასეთი რამ?! ეს კიდევ ერთი შოკი იყო, ოღონდ უკვე სხვა.
მაშინ გავიფიქრე ჩემს თავზე: „ზიხარ, ასეთი მართალი, გინდოდა ამდგარიყავი, დაგედანაშაულებინა, გინდოდა „გაგეგლიჯა“, გადაგეკეთებინა. და ვერაფეს გახდებოდი, გარდა უსიამოვნებისა და ჩხუბისა. ეს ბიჭი კი, ნახე, რამდენად ბრძენია, რამდენად დიდია, ეს ბიჭუნა, რომელმაც სხვა გზას მიმართა. და შიგ გულამდე შეაღწია, ცრემლებამდე. ის ახალგაზრდა ბიჭიც, რომელმაც მას ორი კანფეტი მისცა, — ვიფიქრე მე, — მას ხომ შემთხვევით არ მიუცია სწორედ ორი.“
უკან მივიხედე. სამარშრუტოს უკანა მინაში ის ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, შორს მიდიოდა, წვიმაში. დედა-შვილი კი იჯდა, თავებმიყრდნობილი. როგორც ახალგაზრდა შეყვარებულები.
მძღოლმა ჩემი გაჩერება გამოაცხადა. გამოსვლისას ბიჭუნას ხელს შევეხე. ამით მას „მადლობა“ ვუთხარი. არ მგონია, მიხვედრილიყო, მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა.
სამუდამოდ დავიმახსოვრე ეს გაკვეთილი. დამახსოვრებით კი დავიმახსოვრე, მაგრამ წლები უნდა გასულიყო, რომ ის გამეაზრებინა. რომ სწორედ ეს არის სინამდვილე, რაზეც ბევრმა მოზრდილმა არ იცის. რომ მხოლოდ მაგალითით ზრდიან. არა ყვირილით, არა დადანაშაულებით, არა ცემით, არა. მხოლოდ მაგალითი მუშაობს, მეტი არაფერი. და ბიჭუნამ ეს მაგალითი აჩვენა.
დედასაც, მეც. და მან შეგვცვალა.
„ნუ დამარცხდები ბოროტებით, მაგრამ დაამარცხე ბოროტება სიკეთით“

ავტორი — სიმონ ვინოკური
თარგმანი — ეთერ ფილიპოვიჩი

წყარო: ART HOUSE

ნანახია:(118)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რამდენადაც რთულია, იმდენად აუცილებელია შვილის «გაშვება»

გინდა არ გინდა ასეა   რამდენადაც რთულია, იმდენად აუცილებელია შვილის «გაშვება», დედის და შვილის «განცალკავება». არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა


„დღეს კიდევ ერთხელ გავბედნიერდი“…

დღეს კიდევ ერთხელ გავბედნიერდი ენით აღუწერელი ბედნიერებაა, როცა მადლობას გიხდიან მშობლების გაკეთეგული სიკეთის გამო. ძალიან ბევრი ადამიანი შემხვდა ცხოვრების მანძილზე,


მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ქალიშვილს — ყველა მშობლისთვის

შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<