ნუ ართულებთ საკუთარ ცხოვრებას | Jolo.ge


ნუ ართულებთ საკუთარ ცხოვრებას

ნუ ართულებთ საკუთარ ცხოვრებას

პრობლემა არ არის სულიერებაში, არც მატერიალურ ყოფაში;
არც — სამყაროს აღქმასა და არც — კონცეფციებში,
არც — ცოდნაში და არც უცოდინარობაში,
არც დიდში და არც მცირეში,
არამედ იმის გაგებაში, რომ ყველაფერი მარტივად და რაც მთავარია სიყვარულით არის მოწყობილი.


ნუ ართულებთ ცხოვრებას, უფრო სწორედ ნუ ართულებთ საკუთარ ცხოვრებას.
წყლის წვეთში მთელი სამყაროა, მაგრამ ნუ დაიღლით თავს იმაზე ფიქრით, როგორ „დაშალოთ“ წვეთი, რომ იქიდან სამყარო „გამოადნოთ“. დატკბით წყლის წვეთით. მიიღეთ მისგან სიცოცხლე და სილამაზე.
ნუ ნერვიულობთ საკუთარ ცხოვრებაზე, ნუ იკარგებით საკუთარი გონების ლაბირინთებში და ნუ იხლართებით საკუთარი გონების ძაფის გორგლებში.


მიიღეთ საკუთარი ცხოვრება, შეიყვარეთ საკუთარი ცხოვრება და კიდევ უფრო მეტი — მიიღეთ საკუთარი თავი და შეიყვარეთ საკუთარი თავი. უბრალოდ, ყოველი დღე მიიღეთ და ყოველდღე შეეცადეთ გახდეთ უკეთესი და საკუთარი ცხოვრება გახადოთ უკეთესი.
გააკეთეთ ეს სიყვარულით!
ცხოვრება არ არის პრობლემა, ის მშვენიერება და სიყვარულია!

სიყვარულით რამაზ გიგაური

ნანახია:(1119)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარმატების 4 ქვაკუთხედი…

როგორც იქნა გაქვთ საკუთარი ბიზნესი, აღარ ხართ დამოკიდებული სხვაზე, არ გიწევთ საჯარო სამსახურში სხვის ხელქვეითად მუშაობა და კლიენტებიც კმაყოფილი გყავთ.


როგორ მოვიზიდოთ წარმატება და ბედნიერება ფანჯრის მეშვეობით

ზოგის რწმენით, ფანჯრები — ეს ჩვენი სახლის თვალებია, რომლითაც სამყაროს უმზერს. გამოდის, რომ სწორედ მათი მეშვეობით უნდა მოვუხმოთ სიკეთეს. როდესაც


21დღე ჩივილისა და განკითხვის გარეშე!

ახლა, როცა დიდმარხვა დასასრულისკენ მიდის,იქნებ ვიფიქროთ, რომ დასასრულისკენ წავიდეს ჩვენი ტოქსიკური ჩვევები — განკითხვისა, წუწუნისა და ჩივილებისა… იმ ადამიანებს, ვისაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*