„ნორმალური თუ არანორმალური?“- წაიკითხე ეს შენთვისაა! | Jolo.ge


„ნორმალური თუ არანორმალური?“- წაიკითხე ეს შენთვისაა!

„ნორმალური თუ არანორმალური?“- წაიკითხე ეს შენთვისაა!

ყურადღება: პოსტი შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას, ასე რომ მაღალი მორალის მქონე ადამიანებს, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ აღშფოთებას აღშფოთების შესახებ, ვურჩევნუ დაკარგავთ დროს და აიშლით ნერვებს ამ სირობის წაკითხვაზე.

„ნამდვილი არანორმალური ხარ რა“ – ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კომპლიმენტი, რაც კი შეიძლება მოისმინო დღეს. სწორედ ეს არის შენი შანსი, მიაღწიო რაიმე განსაკუთრებულს ცხოვრებაში.

ამის წაკითხვამ ახლა, ალბათ, ორი კითხვა გაგიჩინა თავში: „რატომაა ეს კომპლიმენტი?“ და „რატომ ერთ-ერთი საუკეთესო?“

მოდი, გავერკვეთ.

უტყუარი საშუალება ცხოვრებაში ვერაფრის მისაღწევად

თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან გვწვრთნიან, ვიყოთ ნორმალურები, ანუ ისეთი, როგორიც ყველა. „ნუ ყვირი!“, „ნუ დარბიხარ!“, „ნუ დახტუნავ!“. გვიყვებიან საშინელებებს, თუ როგორი საშიშია ცხოვრება და რომ „ცხვირი არ უნდა გამოყო“, თორემ „მოვა გუდიანი და…“

მოკლედ, შთაგვაგონებენ, თუ როგორი კარგია, იყო ისეთი, „როგორიც ყველა“… „შეხედე იკაკომ რამხელა პირი გააღო…“, „ნახე თაკო რა ჭკვიანად იქცევა და როგორ უჯერებს დედას…“, „ნახე გიგის რა თბილად აცვია…“.

ნუ, ეს ყველაფერი გასაგებია… ადრე მათ, ვინც არ იყო ისეთი, „როგორიც ყველა“ – კოცონზე წვავდნენ, ხვრეტდნენ, გადასახლებაში უშვებდნენ, აპატიმრებდნენ, დევნიდნენ… მაგრამ ახლა ასეთი რამ მგონი იშვიათად ხდება. მეთანხმები?

იყო ნორმალური – დამღუპველია. ნორმალური ადამიანები ვერასოდეს აღწევენ რაიმე განსაკუთრებულს. ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ, „როგორც ყველა“.

როგორ მიხვდე, რომ ნორმალური ხარ?

ამას სერიოზულად მეკითხები?

გინდა უტყუარი ინდიკატორი გითხრა?

თუ შენს ცხოვრებაში, ძირითადად, სულ ერთი და იგივე მეორდება, ესეიგი… მანდა ხარ.

ნორმალური ადამიანები დადიან სამსახურში, რომელიც – რბილად რომ ვთქვათ – არ მოსწონთ და ძალიან ცოტას გამოიმუშავებენ. აქვთ კრედიტები და ვალები. დაღლილები ბრუნდებიან სახლში, უყურებენ ტელევიზორს… მიტინგებზეც კი დადიან ტელევიზორის გადასარჩენად. ჩაწებებულები არიან ინტერნეტში… თანაც „ინტერნეტ სერფინგს“ არავითარი ფინანსური სარგებელი არ მოაქვს მათთვის. გაძეძგილი არიან მავნე ჩვევებით [სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკები…] და ა.შ.

  • ასე რომ – კმარა ნორმალურობა!
  • კმარა მორიდებულობა და კულისებს მიღმა ცხოვრება!
  • კმარა ახალ წელს ღამის 2 საათზე საცივით, მანდარინებითა და ალკოჰოლით ჩასკდომა!
  • კმარა განუვითარებლობა და მცენარეული ცხოვრება!

შენ გაქვს დროც და შესაძლებლობებიც, რომ აკეთო ის, რაც მართლა გულით გინდა.

ჰოდა, გააკეთე მერე!

  • ვინ გიშლის, იცხოვრო ისე, როგორც მართლა გულითა და სულით გწადია?
  • ვინ გიშლის, ატარო დრო მათთან, ვინც მოგწონს?
  • ვინ გიშლის, მიაღწიო იმას, რისი მიღწევაც ნამდვილად გინდა?

საკუთარი თავის გარდა [რადიაციულ, ტოქსიკურ, მომწამვლელი რწმუნებულებები] არავინ!

უკვე 2017 წელია, შენ კი ზუსტად ისევე ცხოვრობ, როგორც 2016-ში. ორი თვე გავიდა ახალი წლის შემდეგ…

  • რატომ არ უნდა განსხვავდებოდეს ეს წელი წინა წლისგან… რატოოომ?
  • რატომ უნდა ასოცირდებოდეს გართობა ჭამასთან და ღრეობასთან?

ახლა კი მწარე „აპერკოტი“ უამრავი „იაკაბი“ პერსონალურად განვითარებული ადამიანისთვის.

რატომ არაფერი გამოსდის პერსონალური განვითარებით დაკავებული ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას?

სამწუხაროა, მაგრამ 10-დან 9-ს მართლა არაფერი გამოსდის [იმიტაციის გარდა] და ეს ფაქტია!

ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, ვინც დღეს „დაკავებულია“ – პიროვნული განვითარებით, სულიერი განვითარებითა და თვითრეალიზებით, ერთი მსგავსი შარი ემართება.

რატომღაც, ზემოთხსენებულ უმრავლესობას, ასევე ზემოთჩამოთვლილი განვითარების სახეობები მხოლოდ შემდეგი მოქმედებები ჰგონიათ:

  • წიგნების კითხვა;
  • ვიდეოების მოსმენა;
  • თემატური საიტების კითხვა;
  • ვებინარების გავლა და ა.შ.

97%-სთვის პერსონალური განვითარება ამით იწყება და ამითვე მთავრდება.

პერსონალური განვითარების საუკეთესო საზომი და ინდიკატორიეს არის ფული სალაროში!!!

10-დან მხოლოდ 1 იყენებს და რეალურ ცხოვრებაში ნერგავს იმას, რასაც წიგნში, სტატიასა, თუ ტრენინგში ისმენს… დანარჩენი 9, უბრალოდ, თავს იმშვიდებს იმით, რომ „გაიგო, თურმე რაში ყოფილა საქმე…“ და რომ “ცოტა ხანში” დაიწყებს ამის გამოყენებას.

ამის გაცნობიერებამ სერიოზული კორექტივები შემატანინა ჩემს საქმიანობაში და შედეგებისა და ეფექტის გასაზრდელად, სხვადასხვა უძლიერესი მეთოდების შემუშავება და დანერგვა დავიწყე, „პოსტტრენინგების“, „სტოპსესიებისა“ და სხვა ძლიერმოქმედი მეთოდების სახით.

სხვა რა გზა იყო… საწყენია, როდესაც მთელ ენერგიას, გათენებულ ღამეებს, გულს, სულსა და ოსტატობას ჩადებ საქმეში, „ნორმალური“ ტიპები კი, ცხვირში თითის ტიკინით გაივლიან ტრენინგს და – „უი, რა კარგი იყო“-ს გარდა ვერაფერს მიიღებენ.

დამიჯერე – ეს ძალიან საწყენი და მტკივნეულია.

მე მინდა, რომ ადამიანები, რომლებიც მხვდებიან ცხოვრებაში, რომლებიც ყიდულობენ, თუ უფასოდ იღებენ ჩვენს წიგნებს, კურსებსა და სხვა მასალებს, შედეგებს იღებდნენ! შედეგებს არა ტრენინგზე, არამედ – რეალურ ცხოვრებაში! ბლიად!

აი, სწორედ ამიტომაა საშიში – იყო ნორმალური! ნორმალური ადამიანი – არ აკეთებს. ნორმალური ადამიანი – არ ნერგავს. ნორმალური ადამიანი – „აგროვებს ინფორმაციას“, „დგება საქმის კურსში“, „ითვისებს“, მაგრამ – „ნი ხრენა ნი ძელაეტ“.

აი, გაიხსენე: „მე მხოლოდ ახლა ვიწყებ…“, „ნელ-ნელა ვითვისებ…“, „მხოლოდ ახლა გავერკვიე…“, „აი, მალე დავიწყებ…“, „სულ ცოტაც და…“.

ნორმალურობა აყალიბებს სიღარიბის კოდექსს.

გაინტერესებს, რა არის სიღარიბის კოდექსი?

თუ მართლა გაინტერესებს, დარეგისტრირდი აქ და 22-ში, 22:00 სთ-ზე, აუცილებლად გაიგებ >> https://inteleqtika.biz/matrix2

დანიშნულების ტრაკში

სულიერი განვითარების გზაზე მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, ვინც თავის დანიშნულებას ეძებენ, მაგარ შარში არიან ამ კუთხით.

რამდენი ადამიანი მინახავს, რომლებიც აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ საკუთარი თავისა და ძვირფასი ადამიანებისთვის და მხოლოდ გაჰკივიან, რომ საკუთარ თავს ეძებენ…

საწოლის ქვეშაც შეიხედე, იქნებ იქ შეგივარდა!

სწორედ ასე გრძელდება ათწლეულები ეს ვითომდა ძებნა.

აი, ასეთ დანიშნულების ტრაკში იმყოფება უმრავლესობა… იმის ნაცვლად, რომ რამე სასარგებლო აკეთონ – ეძებენ.

იცი, წიგნების კითხვა და სემინარებზე სიარული ძალიან საინტერესოა. იქ ყოველთვის საინტერესო ადამიანებს ვიცნობთ და სასარგებლო ინფორმაციას ვიღებთ…

მინდა, სწორად გამიგო – მე დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც პიროვნული და სულიერი განვითარებით არიან დაკავებული და საკუთარ დანიშნულებას ეძებენ. განვითარებასა და სწავლას მოწყურებული ადამიანი ძალიან საინტერესო და პატივსაცემი ადამიანია ჩემთვის.

მაგრამ აქ მე აბსოლუტურად სხვა რამეზე ვსაუბრობ.

მე ვსაუბრობ იმიტატორებზე, რომლებიც საკუთარი თავის ძებნის ილუზიას ქმნიან… და ამ ილუზიას, პირველ რიგში, საკუთარ თავს უქმნიან.

არაა საჭირო ძებნა – ადექი და გააკეთე… იმოქმედე და ის თავად მოგძებნის შენ.

„ძებნა“ – ეს არის ღრმა ორმო, რომელში ჩავარდნაც ძალიან ადვილია, რადგან „ძებნა“, როგორც წესი, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

საკუთარი თავის ძებნას რომ თავი დავანებოთ, პირადად მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც ეძებენ სამსახურს, საყვარელ საქმეს, ჰობის, ცხოვრების თანამგზავრს… პარადოქსი კი ისაა, რომ ისინი არაფრის კეთებით ეძებენ, უბრალოდ სხედან სახლში და ეძებენ. ბლიად!

  • კმარა ძებნა!
  • კმარა მზადება!
  • კმარა ტყუილები!
  • კმარა ძილი!
  • გააკეთე რამე!

აიღე ნებისმიერი მიზანი და გადადგი ერთი უბრალო ნაბიჯი მისი მიმართულებით. მხოლოდ ერთი ნაბიჯი!

თუ ყოველდღე გადადგამ ამ ერთ უბრალო ნაბიჯს მიზნის მიმართულებით, ძალიან მალე შენ რამდენჯერმე გაზრდი სისწრაფეს და ყველა ნორმალურ ადამიანს გაასწრებ, რადგან ისინი ისევ იქა დგანან და სხვაგვარად არ ძალუძთ!

რეგისტრაცია უფასო ვებინარზე: „სიღარიბის კოდექსი“ >> https://inteleqtika.biz/matrix2

კმარა ნორმალურობა – გახდი არანორმალური!

დღესვე!

ახლავე!

დატოვე კომენტარი და გააზიარე… თუ მოგეწონა <3

გიორგი თვალაძე

წყარო:

ნანახია:(311)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ერთი ნაბიჯი … ერთი გადაწყვეტილება … ერთი არჩევანი …

არის მომენტები ცხოვრებაში, როდესაც ზღვარზე აღმოჩნდები. ეს არის ზღვარი წარსულსა და მომავალს შორის და ამ დროს შენში ყველაზე რთული ბრძოლა


დავაფასოთ ჩვენი ყველაზე ძვირფასი რესურსი

თუ გსურს დააფასოთ ერთი წლის მნიშვნელობა- ჰკითხეთ სტუდენტს , რომელიც კურსზე დარჩა. თუ გსურს დააფასოთ ერთი თვის მნიშვნელობა- ჰკითხეთ დედას,


ფინანსების მასტერკლასი – «ფულთან შეხვედრა»

👉 როგორ შეიძლება იმოქმედოთ თქვენს ფინანსურ სიტუაციაზე, რომ უკეთესობისკენ შეცვალოთ ის? 👉 როგორ უნდა შევქმნათ ის მდგომარეობა, რაც ოცნებების ასასრულებლად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*