ნოდარ დუმბაძის საახალწლო (მი)ლოცვა | Jolo.ge


ნოდარ დუმბაძის საახალწლო (მი)ლოცვა

„ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი. ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი.

დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნოდ დაგმანე ყური. მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად. დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი.

გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი პურით, მარანი ღვინით, ახორი – საქონლით, კერია – ფრინველით და გული სათნოებით. ააჟრიამულე ეზო–კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით.

დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი კაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვის თვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს. რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს! მიიღე მამულო ჩემგან ეს ლოცვა!»
ნოდარ დუმბაძის საახალწლო (მი)ლოცვა

ნანახია:(2517)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„სერიალი ერთ მუჭა მოშტერო პატარა ბურჟუაზიაზეა“ — პაატა ქურდაძის კრიტიკა „ჩემი ცოლის დაქალებს“

„ნუ მეპონტავებით ხოლმე რა, როცა აქ არა ვარ! რეალობა არა ჰალოუინის კვახი!“ — წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდეზ საფრანგეთში მცხოვრები მწერალი


რატომ ვრჩებით “შინაბერები” და როგორ გადავჭრათ “პრობლემა” მარტივად?

„ეს სტატია მათთვისაა, ვინც ეძებს, ეძებს და ვერ პოულობს, უფრო სწორად ელოდება და ჰორიზონტზე არაფერი ჩანს“ — წერს ბლოგერი გურამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<