ნოდარ დუმბაძის მოგონება გალაკტიონზე

by admin | Ноябрь 18, 2014 15:07

ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი.

გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. 

— გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? — ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.

— წამოდი ძამიკო ჩემთან! — გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით, ლუდხანაში შემიყვანა.

იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ბევრ სხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:

— ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო, გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად…


ნოდარ დუმბაძე

ნანახია:(355)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/nodar-dumbadzis-mogoneba-galaktionze/