ნოდარ დუმბაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი და ენამოსწრებული გურულები | Jolo.ge


ნოდარ დუმბაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი და ენამოსწრებული გურულები

ნოდარ დუმბაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი და ენამოსწრებული გურულები

ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს: არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…

%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a6მიიპატიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის „ჟიგულში» ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე. ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად.

ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად — ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა — 15 კაპიკი.

გურულს გაეცინა და პირველად ამოიღო ხმა:

ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს, ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?!

ხმა აღარ ამოუღია ჯანსუღს. ის კი არა, ისე ინერვიულა, გზაზე არხეინად მიმავალ გოჭს დაეჯახა და სული გააფრთხობინა. გააჩერეს მანქანა, მიიხედ-მოიხედეს და კაციშვილის ჭაჭანება არაა გზაზე. ახადეს მანქანას საბარგული და ის იყო გოჭი უნდა ჩაედოთ შიგ, რომ მაღალი მთის კალთაზე დაკიდებულ ყანაში მომუშავე გლეხმა გადმოსძახა:

ნოდარა, ბიჯო, არ მითხრა, ახლა საავადმყოფოში მიმყავს მაი გოჭიო! დადევი მაქანე და მასტუმრე მაგი ხალხი!

ჯანსუღმა საბოლოოდ მოკაკვა თითი.

ნანახია:(2969)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ღუდუშაურის ექიმების გადაძახილები

„წუხელ ღუდუშაურის ექიმებმა სიკვდილს გადამარჩინეს და ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მათი მთელ ღამეში ერთმანეთთან გადაძახილები მაინც უნდა დავდო“. «წამლის ფულს


ენამოსწრებული სტუდენტი

ერთ სასწავლებელში სტუდენტი სასადილოში შევიდა. თავისუფალი ადგილი ვერ ნახა და პროფესორის გვერდით დაჯდა. პროფესორმა უთხრა: — ბატი ღორთან არ მეგობრობს.


„ მიდი ბიჭო გეხვეწები, რა მოგივიდა ჰაა“…

„ქუთაისში ვართ წვეულებაზე“ — იხსენებს სულა სულაშვილი. კარგად მოვილხინეთ და მასპინძელმა მოსასვენებლად საძინებელ ოთახებში გაგვანაწილა…გვარიანად შემთვრალი კი ვიყავი, მაგრამ ბალიშზე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*